უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში

საზოგადოება

უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში

9 ნოე. 2016, 22:36:46

თამბაქოს მოხმარება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო ევროპის რეგიონში მდებარე სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

როგორც ცნობილია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ძალაში 2005 წლიდან შევიდა, ხოლო საქართველო მას 2006 წელს შეუერთდა, თუმცა 2016 წლისთვის კონვენციის შესრულების მხრივ საქართველო რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა.

თამბაქოს მავნე ზეგავლენის შედეგად წელიწადში 11 000 ადამიანი იღუპება, მოხმარების გამო გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების რაოდენობა კი, დღითიდღე მატულობს.

აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“ ონლაინ ხელმოწერებს აგროვებს.

პეტიცია, რომელსაც 3000 ადამიანიდან ხელს 870 კაცი უკვე აწერს, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევის აკრძალვას, გარდა ამისა, თამბაქოს ყველა სახის რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვასაც, ასევე, თამბაქოს კოლოფებზე პიქტოგრამების დატანას და კანონის აღსრულების კონტროლის გამკაცრებას.

ამ პეტიციის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი ბანერები თბილისის მეტროსადგურებშიც გამოიფინა.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები, უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რის გასარკვევადაც თბილისის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევით მოქალაქეები გამოკითხა.

სვეტლანა მახარაძის თქმით, მოწევა საზოგადოებისთვის მიღებული ქცევაა და არ უნდა იკრძალებოდეს.

"სიგარეტის მოწევა საზოგადოებაში მიღებული  და ყველგან  დაშვებული ქცევაა. შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა არ უნდა აიკრძალოს,"_ამბობს მახარაძე.

განსხვავებული აზრი აქვს ერთ-ერთ მოქალაქე გიორგი დობორჯგინიძეს, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოწევა უნდა აიკრძალოს.

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა უნდა აიკრძალოს, იმიტომ რომ არამწეველებს ვნებს. რაც შეეხება, თუნდაც ჩემს მეგობრებს, მწეველ ადამიანებს, შეუძლიათ დატოვონ თავშეყრის ადგილი, მაგალითად, კაფე, გავიდნენ მოსაწევად, რასაც, დაახლოებით, 2 წუთი სჭირდება და შემდეგ დაბრუნდნენ. ასე შეუძლიათ გაუფრთხილდნენ არა მწეველი ადამიანების ჯანმრთელობას,"_ამბობს დობორჯგინიძე.

თემურ მახარაშვილის თქმით კი, სიგარეტის სუნი არამწეველ ადამიანებს აწუხებს, რის გამოც მოწევა უნდა აიკრძალოს.

"მოწევა აუცილებლად უნდა აიკრძალოს,იმიტომ რომ ხალხი სიგარეტის სუნისა და კვამლისგან წუხდება,"_თქვა მახარაშვილიმა.

სიგარეტის არასასიამოვნო სუნზე გაამახვილა ყურადღება ასევე ლია ჟვანიამაც.

"რა თქმა უნდა, უნდა აიკრძალოს. იმიტომ რომ,მაგალითად, მე არ მსიამოვნებს სიგარეტის სუნი,"_ამბობს ჟვანია.

ნინო ესაიაშვილი კი აღნიშნავს, რომ სიგარეტის წარმოება საერთოდ უნდა შეწყდეს.

"სიგარეტის მოწევას კი არ უნდა კრძალავდნენ, არამედ საერთოდ წარმოება უნდა შეწყდეს,"_ამბობს ესაიაშვილი.

ნათია თამაზაშვილის აზრით, მოწევა არ უნდა იკრძალებოდეს.

"მოწევა არ უნდა აიკრძალოს, პირადად მე, ძალიან მომწონს როდესაც ბიჭი სიგარეტს ეწევა. რაღაცნაირად უხდებათ სიგარეტის ხელში ჭერა და კვამლსაც საყვარლად უშვებენ,"_თქვა თამაზაშვილმა.

თამარ გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ მოწევა ორივე კატეგორიის ადამიანებისთვის საზიანოა, რის გამოც უნდა აიკრძალოს.

"მოწევა მავნე ჩვევაა, რომელიც უნდა აიკრძალოს, რადგან ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს, როგორც არამწეველებში ასევე მწეველ ადამიანებში,"_ამბობს გოგიჩაიშვილი.

რა ღონისძიებებს გააატარებს მთავრობა სიგარეტის თავშერის ადგილებში მოწევასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.

ამავე თემაზე:

თამბაქოს ფასი გაიზარდა... რა იქნება შემდეგი რეგულაცია?

რა ხდება დასაშვები "რეკლამის შესახებ" კანონპროექტით

თამბაქოს მავნე ზეგავლენით საქართველოში, წელიწადში 11 000 ადამიანი იღუპება




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...