პრო-რუსული ტროლების კამპანია გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ და SMS გარდაცვლილი მამისგან

საზოგადოება

პრო-რუსული ტროლების კამპანია გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ და SMS გარდაცვლილი მამისგან

2016 ნოე 7 16:32:28

პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ მორიგ კვლევას აქვეყნებს - პრო-რუსული ტროლების კამპანია გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ და SMS გარდაცვლილი მამისგან.

"ოქტომბერში ჟურნალისტთა მიმართ ცილისწამებლური კამპანიის გამო ფინეთსა და შვედეთში ორი სისხლის საქმე აღიძრა. ორივე რეპორტიორი ცნობილია კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ფინეთი: ჯესიკა არო

ფინელი გამომძიებელი ჟურნალისტი ჯესიკა არო, პრორუსი პროპაგანდისტების მიერ მის წინააღმდეგ აგორებული ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც ჟურნალისტმა კრემლის ტროლების შესახებ სტატიების წერა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.

ცნობილმა ფინელმა პროპაგანდისტმა იოჰან ბეკმანმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტი აშშ-ს საგარეო დაზვერვისთვის მუშაობდა და ასევე თანამშრომლობდა ნატოსა და ესტონეთის უშიშროებასთან. იოჰან ბაკმანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაარსებული „რუსული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის"(RISS) ოფიციალური წარმომადგენელია სკანდინავიის ქვეყნებში. ინსტიტუტი კრემლის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ კრემლის პოლიტიკასა და ინტერესებს უწევს ადვოკატირებას.

 მასობრივი ინტერნეტკამპანია ტროლების, ფეიკ-პროფილებისა და პრო-რუსული პროპაგანდისტების მონაწილეობით ჯესიკა აროს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფაში სდებდა ბრალს. ჟურნალისტი ელექტრონული ფოსტით ასობით რუსულენოვან წერილს, სატელეფონო მუქარასა და შეტყობინებას იღებდა. ჟურნალისტის მადისკრედიტირებელი მეილები ეგზავნებოდა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, ფინურ მედიასა და კოლეგებს სამსახურში. მაგალითად, ერთ-ერთი სატელეფონო მუქარა, რომელიც უკრაინული ნომრიდან განხორციელდა, მხოლოდ ტელეფონის ყურმილში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმით შემოიფარგლებოდა.  ჟურნალისტს 20 წლის წინ გარდაცვლილმა მამამაც „მისწერა" შეტყობინება, თითქოს „თვალყურს ადევნებდა" შვილს. იუთუბზე პოპულარული გახდა ჯესიკა აროზე დაწერილი სიმღერა და ვიდეორგოლი, რომელიც მას ე.წ „რუსეთის ტროლების არმიის ჰიბრიდული ომის დეპარტამენტმა" მიუძღვნა. ვიდეოში სპეციალურ კოსტიუმსა და პარიკში გამოწყობილი მსახიობი ჯესიკა აროს განასახიერებს, რომელიც „ნატოს ნდობით აღჭურვილი პირი", „ამერიკის ტროლი" და „ბონდის გოგონაა" რუსული ტროლების და ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

ჯესიკა აროს დამსაქმებელი ფინური სამაუწყებლო კომპანიის YLE-ს წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარიც კი იქნა გაგზავნილი ფინეთის საპარლამენტო ომბუდსმენთან ბრალდებით, რომ კომპანია „კანონს არღვევდა". ომბუდსმენის მიერ ყველა საჩივარი უარყოფილია.

შვედეთი: პატრიკ ოკსანენი

შვედური გაზეთის „Hudiksvalls"-ის პოლიტიკური რედაქტორი პატრიკ ოკსანენს, რომელიც ჯესიკა აროს მსგავსად კრემლის დეზინფორმაციისა და რუსეთის მხრიდან წარმოებული რეგულარული პროპაგანდისტული კამპანიების შესახებ წერს ფეისბუქზე, ყალბი ინფორმაცია გაუვრცელესთითქოს ოკსანენი წარსულში პედოფილიისთვის იყო ნასამართლევი.

რუსული „ტროლების ქარხანა"

ფინეთში რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ თავის წიგნში „Infosota” ფინელი მკვლევარი საარა იანტუნენი ტროლების გამოყენებას საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევს. ასობით რუს ტროლს და ბლოგერს ფულს უხდიან, რათა სხვადასხვა ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ანტიდასავლური და დეზინფორმაციული კომენტარები გაავრცელონ.

2015 წლის მარტში „რადიო თავისუფლება" სანკტ-პეტერბურგში არსებული „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს" შესახებ წერდა, რომელიც 400-მდე თანამშრომლის ჩართულობით კრემლის მესიჯებს სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ საიტებზე ანთავსებდა. სააგენტოს თანამშრომლები 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით მონაცვლეობით მუშაობდნენ და წერდენ ბლოგებს პლატფორმებზე „LiveJournal” და "ВКонтакте". გარდა ბლოგებისა, ისინი ასევე ასრულებდნენ სხვადასხვა ტექნიკურ დავალებებს, ტოვებდენ კომენტარებს რუსულ და უცხოურ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბებზე, ამონტაჟებენ ვიზუალურ გამოსახულებებს ფოტოშოპის მეშვეობით. „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს" მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა და ორგანიზაცია დაფინანსებას იღებდა ვლადიმირ პუტინის მეგობრის და რესტორატორის ევგენი პრიგოჟინის ჰოლდინგიდან Concord Catering.

„ რუსული ტროლების ქარხანა" (იგივე ინტერნეტის კვლევის სააგენტო) 2015 წლის ივნისში მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჟურნალისტისა და აქტივისტის ლიუდმილა სავჩუკის მიერ სასამართლოში ხელფასის გადაუხდელობის გამო შეტანილი საჩივრის შედეგად გამოაშკარავდა.

სავჩუკის თქმით ის დაწესებულებაში 2 თვის მანძილზე მუშაობდა, რათა სააგენტოს რეალური მიზნები და საქმიანობა გამოევლინა. თანამშრომლებს ინტერნეტში ვლადიმირ პუტინის მხარდამწერი კომენტარების მასობრივი გავრცელებისათვის თვეში 750$-ს უხდიდნენ. ოფიციალურმა კრემლმა განაცხადა, რომ სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

აღნიშნული სააგენტოს თაობაზე პორტალ СБИС - ის მონაცემებით, რომელიც გვაწვდის იურიდიული სახის ინფორმაციას კომპანიების და იურიდიული პირების შესახებ, სანკტ-პეტერბურგში არსებული შპს „ინტერნეტის კვლევა" 2015 წლის სექტემბრიდან ლიკვიდირებულია. (СБИС -ის წყაროები: რუსეთის ფედერაციის პროკურატურა, სტატისტიკური სამსახური, ცენტრალური ბანკი, საგადასახადო სამსახური)", _ აღნიშნულია კვლევაში.

წყარო




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...