"შესაძლოა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდეს, რადგან არ ვხუმრობ"

საზოგადოება

"შესაძლოა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდეს, რადგან არ ვხუმრობ"

12 დეკ. 2016, 15:55:19

ახალგაზრდა პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი სოცილურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აანონსებს, რომ კანცელარიის წინ აქციას იწყებს, რადგან ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს და სადაც გაძლება უკვე ძალიან უჭირს, სამართალი ვერ იპოვა. 

“უაღრესად მნიშვნელოვანი!

შესაძლოა, დაიბადო გეტოში, ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ გარეუბანში და თითქმის, მთელი ბავშვობის, მოსწავლეობისა და სტუდენტობის პერიოდი გაატარო ისეთ პირობებში, მუყაოს ყუთში ცხოვრებაზე უკეთესი რომ არ არის.

გეძინოს იატაკზე და ფეხმორყეული სკამი გიწევდეს მაგიდის მაგივრობას. ელექტროენერგია არ გქონდეს და ლამპის შუქზე გადიოდეს ღამეები, მინების ნაცვლად წებოვანი სკოჩი გქონდეს გაკრული ფანჯრებზე და კიდევ ათასი მსგავსი რამ…

აი, ამ სიღატაკეში, გაჭირვებასა და გარშემო არსებულ ძალიან დამთრგუნველ პირობებში შეძლო და ისწავლო ისე, რომ წარმატებით დაამთავრო სკოლაც და უნივესიტეტიც. გარემოში, სადაც ღრმა ბავშვობიდან კრიმინალობა უნდა ყველა ბიჭს. სადაც ყოველდღე გიწევს იჩხუბო ან შეურაცხყოფა მოითმინო მხოლოდ იმისთვის, რომ სწავლობ და ეს ამ გარემოსთვის მიუღებელია, ე.წ. შკოლნიკობაა და ა.შ.

გაუძლო იმასაც, რომ თურმე უკვე თავის ტვინში სიმსივნეჩაბუდებული დედაშენი საშინლად წვალობს, რათა შენ უნივერსიტეტში წასასვლელი ფული გქონდეს. უნივერსიტეტში, სადაც უფულობის გამო, როცა დედა ავად იყო და ვერ ახერხებდა მუშაობას, ნახალოვკიდან მაღლივ კორპუსამდე უამრავჯერ ასულხარ ფეხით. სადაც სტუდენტობისას, სწავლის პარალელურად, ოჯახის დასახმარებლად მუშაობ მტვირთავად ტუშონკების ცეხში, ზელ ბეტონს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე, ეზიდები თორმეტკილოგრამიან ბლოკებს, ტეხ ღამეებს სტაიანჩიკად მუშაობისას, დილით კი დაღლილი და გამოუძინებელი მიდიხარ უნივერსიტეტში.

შემდეგ გაივლი ასობით კონკურსს, სადაც თითქმის ყველგან გადალახავ ტესტირების საფეხურს, მაგრამ იქ გხვდება დიდი ბუა – გასაუბრება და ნეპოტიზმით დაავადებულ ქვეყანაში, დასაქმების არანაირი შანსი არ გაქვს. სადაც, უამრავი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნება, გააღწევ ერთ-ერთი კონკურსიდან, იმუშავებ ასე თორმეტი წლის განმავლობაში და ეტაპ-ეტაპ ახვალ გარკვეულ დონემდე, საიდანაც უკვე შეგიძლია ადამიანური პირობები შეუქმნა მოხუცებულ მშობლებს, მცირეწლოვან შვილს და უცებ, შესაძლოა, გამოჩნდეს ოთხი-ხუთი კაცი, ვისაც საკუთარი მამისა თუ ბიძის კანტორა ჰგონია ადმინისტრაციული ორგანო, რომელთაც ვიღაცის დაუდევრობით ჩაუვარდათ ხელში ძალაუფლება, მას ბოროტად იყენებენ და უსამართლოდ გათავისუფლებენ სამსახურიდან.

ისევ შენი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს არაცივილური (აქციები, შიმშილობა) მეთოდებით საკუთარი სიმართლის ძიება, მიმართავ ჯერ მინისტრს, მერე პრემიერ-მინისტრს, სასამართლოს და ვერსად იპოვი სიმართლეს.

სადაც სამსახურიდან გამოგდების წინ გეტყვიან, რომ ვერაფერს იზამ, რომ შანსი არ გაქვს შენი სიმართლე დაამტკიცო, რადგან ყველგან ესენი არიან, ყველგან დაგხვდებიან და ეს ვარლამ არავიძის დამცინავი ღიმილი…

ქვეყანაში, სადაც უკვე ძალიან მიჭირს გაძლება, გავდივარ ქუჩაში!

სირცხვილია ისე ბნელოდეს ქვეყანაში, რომ ერთი კაციც კი არ გამოჩნდეს პასუხისმგებელ პირებში, ვინც გაარჩევს თეთრს შავისგან და იტყვის, რომ ორჯერ ორი ოთხია, ოთხი!.. და არა სამოცდაშვიდი ან ასოთხმოცდათვრამეტი.

ამ ნაწერის დასაწერად არ დამჭირვებია ღამეების თენება, რადგან ეს ყველაფერი ტვინში მაქვს და ძილშიც არ მავიწყდება.

ბუნებრივია, ამ სტატუსში ვერ ამოვწურავ სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების თემას, ამიტომ ამაზე ცალკე და დაწვრილებით ვილაპარაკებ სხვა ფორმატში. ოფიციალური კომენტარი შეუძლია გააკეთოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ”. ეს ორგანიზაცია იცავდა სასამართლოში ჩემს ინტერესებს.

ვიცი, რომ ახლა საშინლად ყინავს ქუჩაში, მინუს ტემპერატურაა და ჩემი სუსტი ჯანმრთელობით, ალბათ, მაქსიმუმ ოთხ-ხუთ დღეს გავძლებ იქ, მაგრამ ასეთი ოთხი-ხუთი დღის სიცოცხლეც კი მირჩევნია სიბერემდე მუხლებსა და უკანალზე გამობერილი ბამბის შარვლით ოთახიდან ოთახში სიარულს.

!!!!!!! – ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, ყოველმხრივ! ისეთი, რომ იქ, სადმე დაგდებულ კენჭსაც კი არ მივარტყამ ფეხს. ასევე, მინდა ვთხოვო ყველა იქ მომსვლელს, რომ გაიზიაროს ჩემი დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს არის ჩემი პასუხი შესაძლო პროვოკაციებზე.

ეს არის მხოლოდ ჩემი, ნიკა ჩერქეზიშვილის, პიროვნული გადაწყვეტილება და მას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია! არცერთი პოლიტიკური ძალა არ დგას ამ ყველაფრის უკან! გამოვთქვამ იმედს, რომ არც არავინ ეცდება შექმნილი მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებას და საკუთარ წისქვილზე წყლის დასხმას. მინდა ადამიანური, კონსტრუქციული დიალოგი მეორე მხარესთან და შუამავალი არ მჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანი: არ მჭირდება მოჩვენებითი თანაგრძნობა და პურიტანული სამძიმრები. გთხოვთ, ნუ დამიწერთ კომენტარებში ცრემლიან სმაილებს და ა.შ. მჭირდება რეალური თანადგომა, თუ ვინმე გულწრფელად შეწუხდება ამ ყველაფრით და არ იქნება მისთვის სულერთი ის, რაც ხდება.

მოთხოვნა: დამიბრუნონ, რაც უკანონოდ წამართვეს – სამსახური, რადგან გუშინ არ ჩამოვფრენილვარ ციდან და დღეს არ ვითხოვ დასაქმებას. ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი ოჯახის მრავალწლიანი წვალების შედეგი. სხვანაირად ვერ ვიპოვიდი საკუთარ თავში მორალურ უფლებას მომეთხოვა რამე, რადგან ქვეყანაში ჩემ გარდა ათასობით უმუშევარია და ნამდვილად არ მგონია, ვინმეზე რამით მეტი ვიყო.

თითქმის წელიწადნახევარია გავდივარ სხვადასხვა კონკურსებზე და მიუხედავად ნაჩვენები დადებითი შედეგებისა, ვერ ვიწყებ მუშაობას, იმის გამო, რომ გაფუჭებული და გაშავებული მაქვს პირადი საქმე. ამ მოცემულობით, ფაქტობრივად, შანსი არ მაქვს, რომ დავსაქმდე და ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს და რაც კარგად ვიცი.

მოკლედ, გავდივარ და ვდგები სახელმწიფო კანცელარიის წინ და ტრაქტორსაც რომ გამომაბან, ვერავინ დამძრავს იქიდან, ვიდრე ჩემი სამართლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გავდივარ შიშველი ხელებით, საკვების, კარვის, პლედისა და ყოველგვარი, სხვა ასეთ პირობებში აუცილებელი საჭიროებების გარეშე. მივალ და დავდგები უბრალოდ, როგორც ზევით უკვე აღვნიშნე, აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით!

მეგობრებო, შესაძლოა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდეს, რადგან არ ვხუმრობ. რთული გასააზრებელი არ არის, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ამინდში ოცდაოთხი საათით ღია ცის ქვეშ დგომას და კაცმა არ იცის, ეს ოცდაოთხი საათი რამდენად იქცევა კიდევ. ამიტომ, გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილები, რადგამ ამ საერთო გულგრილობამ უკვე ძალიან ბევრჯერ დაალაქავა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ისტორია. ერთ კაცის უგულებელყოფა ადვილია და ბევრის – შეუძლებელი.

გთხოვთ ყველას, რომ გააზიაროთ ეს პოსტი, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და პირველს და მეორეს თუ არაფერი შეუძლია, იქნებ, მესამემ და მეოთხემ მიიტანოს გულთან.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს შეიძენსოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს და ერთ ერთეულს JCB 4CX-ზე თავსებადი დამატებითი მოწყობილობას _ მულჩერს შეიძენს. გამოცხადებული ტენდერის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია _ შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“ მონაწილეობდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შესყიდვის სავარაუდოდ ღირებულებად 519 30000 ლარი ქონდა დასახელებული, მაგრამ საბოლოო ჯამში აღნიშნულმა შპს-მ უფრო ნაკლები თანხა დაასახელა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელშეკრულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“-ს შორის არ არის ... ...
  • ოზურგეთში საახალწლო გარე განათებისთვის და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯებაუკვე ცნობილია, რომ საახალწლო ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო გარე განათებისთვის  და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯება. ჩატარებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია, რომ “დანდიმ“ სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულება შესთავაზა (აღსანიშნავია, რომ ის კონკურენტის გარეშე მონაწილეობდა ტენდერში და სწორედ ის ფასი დადო, რამდენი მერიას ჰქონდა შეთავაზებული). “სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობისა და სათადარიგო ნაწილების (საახალწლო გარე განათებების შესყიდვა. შესყიდვისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (NAT200017478) სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულებით, 25 045 ლარით, სატენდერო წინადადება წარმოდგენილია შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ. შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან“, _ წერია ოქმში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 25 045 ლარად იყიდის მანათობელ სტრინგს, მანათობელ მილს, ნაძვის ხის სტრინგს, ადაპტორს (მილის დამაერთებელი „შტეკერი“), საიზოლაციო ლენტს, სამაგრ „ჟგუტს“ _ „ტაისებს'', სახვევ მავთულს, პროჟექტორს, გარე განათების სტრინგს ნათურებით, ხელოვნური ნაძვის ხის ტოტებს და ელექტრო ... ...
  • საახალწლოდ განწყობისთვის ლანჩხუთში 20 000 ლარი დაიხარჯებასაახალწლო აქსესურებსა და ქალაქის მორთულობაზე ლანჩხუთში ამ ეტაპზე 20 000 ლარი დაიხარჯება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტრონული ტენდერი არ დასრულებულა. ვინ მოემსახურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და ვინ მოიგებს ტენდერს ეს რამდენიმე დღეში გახდება ... ...
  • მოირთვება თუ არა ჩოხატაურის ქუჩები საახალწლოდტრადიციულად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწლოდ მორთვა იგეგმება, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა თანხა არის გამოყოფილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. “მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. იგეგმება ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწოდ მორთვა, თუმცა, ეს მოხდება შეზღუდული რესურსებით", _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იამზე ... ...
  • შსს-ს ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა- პროკურატურის განცხადება2020 წლის 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია. „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მოდელის ავტომანქანა, რომელსაც  ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ"-ის მარკის  მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის" მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ.  დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობის გამო,  მკურნალობას  საავადმყოფოში განაგრძობენ. გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე  ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები,  ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძაღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...