ცვლილებები ბიუჯეტში _ შემცირებული სოციალური დახმარებები და გაზრდილი დაფინანსება ინფრასტრუქტურას

საზოგადოება

ცვლილებები ბიუჯეტში _ შემცირებული სოციალური დახმარებები და გაზრდილი დაფინანსება ინფრასტრუქტურას

10 იან. 2017, 21:04:06

დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.

“ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“, საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის #24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მარიკა ნაცვალაძემ ისაუბრა:

ნაცვალაძის განცხადებით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2 116 217,80 ლარი შეადგინა.

რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდებიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთი შეადგენს 2 090 925.47 ლარს.

საგზაო ინფრასტრუქტურა, მშენებლობა -რეაბილიტაცია არაფინანსური აქტივების მუხლი გაიზრდება 280 392,79 ლარით, ბინათმშენებლობა-სხვა ხარჯების მუხლი 43853.32 ლარით გაიზრდება, კეთილმოწყობის სამუშაოები _ არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 1 693 167.27 ლარით იზრდება.
2016 წელს დარჩენილი ნაშთი  73512.09 ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების ნაშთი 72 517.21 ლარს  შეადგენს.
2017 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტბს შორის ცვლილებები ხორციელდება:

მერიას უმცირდება შრომის ანაზღაურება 30.3 ათასი ლარით, კომუნალური მომსახურების ცენტრის სუბსიდია 25.0 ათასი ლარით მცირდება, ასევე, 2.0 ათასი ლარით მცირდება ზოგადი განათლების ხელშეწყობის  სუბსიდია. ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობა _ გრანტების მუხლი 180.0 ათასი ლარით შემცირდება, კულტურული ღონისძიებების დაფინანსება 25.0 ათასი ლარით მცირდება, დაფინანსება ალ.წუწუნავას სახელმწიფო დრამატულ თეატრს 350.0 ათ.ლარით შეუმცირდა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს კი _ 41.5 ათასი ლარით.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამას 2.7ათასი ლარი მოაკლდა და მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა მცირდება 3.0. ათასი ლარით. დაფინანსებები უმცირდებათ ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადების პროგრამას 4.8 ათასი ლარით, უსახლკაროთა დარჩენილი ოჯახების  დახმარება-ბინის ქირით უზრუნველყოფა 3.8 ათასი ლარით, მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური უზრუნველოყოფა შემცირდება 5.6 ათასი ლარით.

გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები 678.7 ათ. ლარი მიიმართება შემდეგ პროგრამებში:

“სარეზერვო ფონდი გაიზარდება 0.2 ათ.ლარით, კეთილმოწყობის სამუშაოები არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი იზრდება 637.0 ათ.ლარით. დაფიანნსება ეზრდებათ რაგბის განვითარების ცენტრს 10.0 ლარით, ასევე, გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრს ეზრდება დაფინანსება 10.3 ლარით, სახვითი ხელოვნების ცენტრს 4.8 ათ.ლარი ემატება, სამხატვრო სკოლას _ 4.9 ათასი ლარით, მუსიკალურ სკოლას კი 11.5 ათასი ლარით გაეზრდებათ დაფიანსება.
მეორე საკითხი იყო “2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამკიცების შესახებ“, საკრებულოზე დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ დუმბაძემ ისაუბრა, მისი განცხადებით ქალაქ ოზურგეთის მერია ფულად დახმარებებს გასცემს და ახორციელებს შემდეგ სოციალურ პროგრამებს:

“მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ვეტერანებისთვის, შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარებას, იძულებით გადადგილებულ პირებს, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ხანდაზმულებს, უსინათლო პირებისთვის, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, “ც“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის კვლევას, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ბინის ქირით უზრუნველყოფა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის, ერთჯერად სოციალურ (ფულად დახმარებას), საქველმოქმედო ასოციაცია “გურია“, მზურველობა მოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა“.

საკრებულოზე განიხილეს და განაკვეთები დააწესეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელზე:
“თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში 30 000 ლარი, თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 3 000 ლარი, თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე _ საპრიზო ფონდის 10% , სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში 275 000 ლარი, ლატარიების მოწყობაზე _ ლატარეის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%, მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში 10 750 ლარი, თითოეული კლუბის მაგიდაზე კვარტალში 9 000 ლარის ოდენობით.

საკრებულოზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს:

“მიეცეს თანხმობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ნაგავმზიდი მანქანების და სანაგვე ურნების შესაძენად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, მუნიციპალიტეტის სახელით აიღოს სესხი 726, 447 ლარის ოდენობით".




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...