დეზინფორმაცია: ევროკავშირს მართავს ხალხი, რომელიც არავის აურჩევია

საზოგადოება

დეზინფორმაცია: ევროკავშირს მართავს ხალხი, რომელიც არავის აურჩევია

27 იან. 2017, 15:39:51

პროექტ მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ, რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირს მართავს ხალხი, რომელიც არავის აურჩევია, ტყუილია. 

კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"16 იანვარს, ტვ "ობიექტივის” ეთერში გლობალური კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბიუროკრატიული სისტემაა, რომელიც არავის აურჩევია და ევროკავშირი მის წევრ და თუნდაც არაწევრ სახელმწიფოებს საკუთარ ნებას ახვევს თავს.

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევის ცენტრი: ძალიან დიდი უკმაყოფილებაა არა მარტო შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც, იმიტომ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია არავის აურჩევია, ხალხო! ეს ხალხი არ არის ხალხის მანდატით მოსული და გამოდის, რომ ისინი სახელმწიფოებზე ზემოთ დგანან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ხშირად არაწევრ, მაგრამ მოსურნე ქვეყნებსაც თავს ახვევენ საკუთარ ნებას”.

16 იანვარი, ობიექტივი

აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა, შემდეგი ფაქტების გამო:

1. გადაწყვეტილების მიღების სისტემა. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდი მოქმედებს.

  • ევროპარლამენტი - პირდაპირი წესით არჩეული ერთადერთი ორგანოა ევროკავშირში და წარმოადგენს ევროკავშირის 500 მილიონიან მოსახლეობას 751 ევროპარლამენტარის მეშვეობით. ის საკვანძო როლს თამაშობს ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევის დროს. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსთან ერთად საბიუჯეტო და საკანონმდებლო ძალაუფლებას ინაწილებს.

  • ევროკომისია - ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ევროკომისია მონიტორინგს უწევს შეთანხმებებს და ევროკავშირის ყოველდღიურ საქმიანობას.

  • ევროკავშირის საბჭო - შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისაგან, რომლებიც ინაწილებენ საბიუჯეტო და საკანონმდებლო ძალაუფლებას ევროპარლამენტთან.

  • ევროპული საბჭო - წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან შემდგარი სტრატეგიული ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას.

ევროკავშირის ინსტიტუტების შესახებ იხ. ინფოგრაფიკა.

 2. ევროპარლამენტი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც პირდაპირი  საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულები - ევროპარლამენტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის  საკანონმდებლო ორგანოს 5 წელიწადში ერთხელ, პირდაპირი წესით ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის  მოქალაქეების მიერ, მათი ინტერესების გასატარებლად აირჩევა.

 არჩევნების სისტემა ყველა სახელმწიფოში განსხვავებულია, თუმცა დროის ერთ მონაკვეთში ტარდება და  შედეგებიც ერთდროულად ქვეყნდება. ხმის მიცემა პროპორციული წესით ხდება და ეს მეთოდი  განსაკუთრებულია იმით, რომ მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მცირე პარტიების უფლებები.  ქვეყნებისთვის ადგილების რაოდენობის განსაზღვრა თითეული წევრი სახელმწიფოს მოსახლეობის  რაოდენობის შესაბამისად ხდება.

 3. ევროპარლამენტის უფლებამოსილება - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ არჩეულ  პარლამენტს შემდეგი ძირითადი ფუნქციები გააჩნია:

➢ევროკავშირის საბჭოსთან ერთად კანონების განხილვა და დამტკიცება.

➢ევროკავშირის საბჭოსთან ერთად ბიუჯეტის განხილვა, დამტკიცება და ბიუჯეტის ხარჯვაზე მონიტორინგის განხორციელება.

➢ევროპული საბჭოსთან ერთად ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცება.

➢იმის დადგენა, თუ რამდენად დემოკრატიულად მუშაობენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები, განსაკუთრებით კი კომისია, მათი საქმიანობის შემოწმება.

➢ევროპარლამენტს ასევე უფლება აქვს დაითხოვოს ევროკომისიის სრული შემადგენლობა პრეზიდენტის ჩათვლით.

4. ლისაბონის ხელშეკრულება აძლიერებს ეროვნულ პარლამენტებს და ევროკავშირში მიმდინარე პროცესების კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

ევროკავშირის შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის თანახმად, ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისთვის და საბჭოსთვის წარდგენილი კანონპროექტი ეროვნულ პარლამენტებსაც უნდა გაეგზავნოს. უთანხმოების შემთხვევაში, ადრეული გაფრთხილების პრინციპის მეშვეობით, ეროვნულ პარლამენტს შეუძლია გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტთან მიმართებაში. ამგვარი მოწყობა ეროვნულ, რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეზე პრობლემატური საკითხების უკეთ გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.

ლისაბონის ხელშეკრულება სწორედ წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებით, ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების დაახლოებას მოიაზრებს. მონაწილეობითი დემოკრატიის გაზრდის ნათელი მაგალითია ევროკავშირის ხელშეკრულების 11.4 მუხლი მოქალაქეთა ინიციატივის შესახებ, რაც გულისხმობს მილიონი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ევროკომისიის მიერ შესაბამისი კანონპროექტის წარდგენის შესაძლებლობას.

ნანა დევდარიანის შესახებ

2013 წელს , ნანა დევდარიანმა იოსებ არჩვაძესა და მაია ჩუბინაშვილთან ერთად „გლობალური კვლევების ცენტრი" დააფუძნა. IDFI -ს პროექტის დამოუკიდებლობა.com - ის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია ხელს უწყობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და მეტწილად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის" მოსაზრებებისა და ანალიზის ტირაჟირებას ახდენს. მედიის განვითარების ფონდის კვლევაში „ანტიდასავლური პროპაგანდა", ნანა დევდარიანი ხშირად ფიგურირებს, როგორც ანტიდასავლური განწყობების ერთ-ერთი წყარო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა დევდარიანი საარჩევნო ბლოკის „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" სიის პირველ ათეულში მეექვსე ნომრადაა დასახელებული.

2000-2003 წლებში ნანა დევდარიანი საქართველოს სახალხო დამცველი, 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა", _ აღნიშნულია კვლევაში.

წყარო




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...