სამზადისი პრობლემის გადასაჭრელი პეტიციისთვის

საზოგადოება

სამზადისი პრობლემის გადასაჭრელი პეტიციისთვის

31 იან. 2017, 15:18:48

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მოქალაქეთა ერთობლივი  განაცხადი მიიღო პეტიციის ინიცირების დაწყებაზე. ამ საკითხზე, რიგით ლანჩხუთელებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელმა (თავმჯდომარე გოგი ხელაძე შვებულებაში იმყოფება) ბესიკ ტაბიძემ იმსჯელა.

როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეებს, პეტიციის წესით, რამდენიმე, მათი თქმით, მნიშვნელოვანი   საკითხის ინიცირება სურთ.

პეტიციის ინიციატორთა მოსაზრებით, აუცილებლობას წარმოადგენს ჯურუყვეთის, ჩიბათისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში სანაგვე ურნების დადგმა.
გარდა ურნებისა, ლანჩხუთელები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის მოწესრიგებასაც ითხოვენ. როგორც პეტიციის ინიციატორები ამბობენ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა სოფელში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი უნდა გაიზარდოს.

გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მამათში, მდინარე სუფსაზე საყანე ფართობებთან დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ხოლო სოფლებში: ჩიბათში, ხაჯალიასა და ნიგვზიანში სადრენაჟო სისტემაა გასაკეთებელი.

ზემოთ ნახსენები ინიციატივების ერთობლივი განხილვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოქალაქეებს უთხრა, რომ პეტიციის მხარდაჭერა ორგანული კანონის _ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" 120-ე მუხლის შესაბამისად წარიმართება.

თუმცა, საკრებულოს ასეთი მზაობა, გარკვეულწილად, პოლემიკის  საგანი გახდა სოციალურ ქსელში _ როგორც ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ამირან გიგინეიშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, პეტიცია საკრებულოში იმიტომ შედის, რომ დადგენილების მიღების, ან დადგენილების საპროექტო წინადადების წარდგენის ინიცირება ხდება:

"ასეა კანონით განსაზღვრული. ურნების დადგმის დადგენილება ცოტა უცნაურად ჟღერს. ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება აღმასრულებელი რგოლის, გამგებლის ვალდებულებაა და საკრებულო არაფერ შუაშია. ერთი კაცის წერილი გამგებლის სახელზე ხომ საკმარისია, თუ ასეთი პოლიტიკური ნება იქნა და არა პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება?  და საბოლოოდ, საკრებულო ამ ნაწვალებ ხელმოწერებს გამგებელს ხომ გადაუგზავნის _ არაა ეს ჩემი საქმე და შენ გეხებაო? და რა გამოდის?!" _ წერს გიგინეიშვილი.

საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს პოზიციის გამყარება ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ სცადა:

"რა როგორ იქნება, კანონით დადგენილ ვადებში გადაწყდება. საინიციატივო ჯგუფმა მოითხოვა პეტიციის მხარდამჭერთა ხელმოწერის ბლანკები, რომელიც მათ გადაეცათ. შესაძლო საპეტიციო საკითხებზე მივეცით სათანადო რეკომენდაციები და შენიშვნებიც. დიახ, მოქალაქეთა ინიციატივებიდან ზოგიერთი იყო ხარვეზიანი. სხვათა შორის, ამ მოქალაქეების უკან არასამთავრობოები დგანან, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას და რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი შენიშვნები. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით და არ დავაფრთხეთ მოქალაქეები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენაში. პეტიცია იქნება თუ კოლექტიური განცხადება, მომავალი გვიჩვენებს, დღეს მათ მხოლოდ ბლანკები წაიღეს", _ წერს სოციალურ ქსელში ბიწაძე.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?