დიდთოვლობა და ფასები

საზოგადოება

დიდთოვლობა და ფასები

2017 თებ 7 03:58:38

გურიაში იანვრის უხვთოვლიანობა, მოსახლეობის აზრით, განსაკუთრებით აისახა ნებისმიერი პროდუქტის ფასზე. შესაბამისად, მოქალაქეები უკმაყოფილებასაც ღიად გამოხატავენ.

სიგარეტზე ფასის მატებამ, მწეველების ნაწილი შინ მოყვანილი თუთუნის კლიენტებად აქცია.ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ათამდე ადამიანს გამოყოფილი აქვს საკუთარი დახლი და კლიენტებს თავაზიანად ემსახურებიან, თუმცა, ხშირად გაიგონებთ იმასაც, რომ ე. წ. რბილი, მაგარი თუ საშუალო სიძლიერის თუთუნის ყიდვის მსურველებს ისე ატყუებენ ერთი და იმავე თუთუნით, რომელიც ცალ-ცალკე დევს, ბევრი საერთოდ ვერ ხვდება.

 ჩვენ დავინტერესდით, იმატა თუ არა მეთუთუნეებთან მოვაჭრე ახალგაზრდების რიცხვმა თამბაქოს ფასის მატების შემდეგ და დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად ასეა.

შუახევის რაიონის სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი თემურ დუმბაძე ამბობს, რომ მყიდველი არასდროს მოუტყუებია და თავისი შრომით მოწეულ თუთუნს ყიდის:

_ თამბაქოს ხარისხიანი მოსავალი რომ მოიწიო, უმძიმესი შრომა სჭირდება. ჩაი რა მოსატანია _ უფრო მძიმე სამუშაოა. მარტიდან რომ დავიწყებთ ჩითილების გამოყვანას, ოქტომბრამდე უნდა გადაჰყვე ზედ. თუ არავინ მოწევს თუთუნს, ძალიან კარგია, მაგრამ არაა ასე _ ეწევა ხალხი. რამდენჯერ გაძვირდა ჩემს მეხსიერებაში და ვინც ეწეოდა, მაინც ეწევა. ესაა, ახლა თუთუნის მყიდველი ახალგაზრდების რიცხვმა იმატა. ჩვენ ძალიან არ გაგვიძვირებია, მაგრამ ფასი მოიმატებს, დარწმუნებული ვარ. აჭარაში პურის ფული რომ ჰქონდეს იქაურებს, თუთუნი ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ჯერ კიდევ არის ხალხში თუთუნის მარაგი _ ის მრავალი წლის მანძილზე ძლებს, თუ კარგად შეინახავ. აი, ის მარაგი რომ გათავდება, უფრო გაძვირდება. აბა, რა გითხრათ? ცუდია, რომ ახალგაზრდები ასე ეტანებიან, თუმცა, იმ სიგარეტზე უარესი მაინც არ მგონია, რომ იყოს. ვინ რა იცის, რა ხარისხისაა სიგარეტები? მაღალ ფასს მარტო თუ დაეჯერება, არ ვიცი. რაც ამას შრომა სჭირდება, კილოგრამი 50 ლარი კი არა 100 ლარი უნდა ღირდეს, _ გვეუბნება ბატონი თემური და გვიამბობს თუ რა შრომის ფასად უხდება თუთუნის 200-დან 300 კილოგრამამდე მოსავალი რომ მიიღოს წელიწადში.

ახლა რომ უფრო აქვს გასავალი და კლიენტმა იმატა, ძალაუნებურად უხარია, თუმცა, გვთხოვს, დავუჯეროთ, რომ გულწრფელად ენანება ახალგაზრდების ფილტვები თამბაქოს კვამლისთვის: _ ნებისყოფა უნდა გამოიჩინონ და მშობლებმაც თავიდანვე უნდა მოახდინონ შვილებზე გავლენაო, _ გვეუბნება ის.

დღეისთვის ოზურგეთში 20 გრამი თუთუნი 1 ლარი ღირს. არც ისე დიდი ხნის წინ ამ ფასად ორჯერ მეტს იყიდდი.

 თუთუნის კიდევ ერთი გამყიდველი თემურ ძირკვაძეც ადასტურებს, რომ თუთუნის მყიდველთა შორის ახალგაზრდების რიცხვმა იმატა:

_ ახლა, რიგი არ დგას, მაგრამ სიგარეტის გაძვირების შემდეგ, ბევრი ყიდულობს, ვიდრე მანამდე. ადრე უფრო ასაკოვანი კაცები ყიდულობდნენ ან მათი ცოლები, _ იცინის ის და თავადაც თემურ დუმბაძის მსგავსად ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები არც თუთუნს გაეკარებიან და სიგარეტსაც თავს დაანებებენ:

_ თუ კაცს ჭკუა გაქვს, არ უნდა გადაყარო მაგაში ფული, დრო და ჯანმრთელობა კი დაზოგო. თუმცა, ჩვენ გავასწორებთ ამ ქვეყანას? _ ამბობს ის.

რაც შეეხება მწვანილის ფასს, მას ქალბატონები კატასტროფულს უწოდებენ, რაზეც ფერმერი შოთა შაქარიშვილი, რომელიც თავისივე მოწეულ მწვანილეულს ყიდის, ამბობს, რომ გაზარმაცებული ხალხისგან საყვედურის მოსმენა არ უყვარს.

_ რა არის კატასტროფა, მიწის მოჩიჩქნა რომ ეზარებათ? მე გავყიდი უფრო მეტს, თუ არ მოიწევენ საკუთარ ეზოში მწვანილს, ჩემთვის უკეთესია, მაგრამ ოხრახუში რატომ არ უნდა გქონდეს ბოსტანში? მერე რა, რომ ზამთარია? პირველად მოვიდა თოვლი? წადი ახლა და დათვალე, სოფელში რამდენს არ აქვს. მე ჩემსას ვყიდი, გადამყიდველი კი არ ვარ! ეს მწვანილი კარგად უძლებს თოვლს, სამი მეტრი პოლიეთილენის პარკი ეყოფა, ზამთარში რომ გადახურო ორი კვადრატული ფართობი. ღიაშიც ვერ მოყინავს, უბრალოდ, დაჩიავდება, _ ამბობს ის და ხუმრობით ოხრახუშის კონას თოვლში არჭობს, _ ასე უნდა გქონდეს ზამთარშიც და ბაზარ-ბაზარ არ იწუწუნებ მერე, კილოგრამი 20 ლარი რატომ ღირსო.

შაქარიშვილი ხელისუფლებას საყვედურობს, სადაც დავჯექი, წამომაგდეს, არ მაყენებენო.

კითხვაზე, რატომ არ დგება სპეციალურ დახლთან, სადაც დანარჩენი გამყიდველები დგანან, გვპასუხობს: "მე გადამყიდველი არ გეგონოთ _ მშრომელი კაცი ვარ და ჩემი აზრები მაქვს. ჭკუა რომ ჰქონდეთ, ერთ საბავშვო ბაღს იაფი მწვანილეულით მოვამარაგებდი. ჩემი მხრიდან ეს იქნებოდა ხელშეწყობა. მაგათ კი ხელი იმით უნდა შემიწყონ, რომ გადამყიდველების გვერდით არ დამსვან. წადით და ნახეთ, რა ფასებში ყიდულობენ ახლა საბავშვო ბაღებისთვის მწვანილს. მშრომელი გლეხისთვის ახლა არავის სცალია. გადამყიდველები კი ქორებივით ბრდღვინავენ და კარგ ადგილზე ვინ გაგაჩერებს?!"

შოთა შაქარიშვილს თავისი ხედვა აქვს და გვთხოვს, საკუთარ კარმიდამოში, თავისივე სათბურში ვეწვიოთ, სადაც ამ დროისთვის უკვე, მიწაში ჩაყრილი 100 კგ. თესლისგან მწვანე ხახვის მოსავალს ელოდება. თუმცა, რეალიზაცია რომ მოახდინოს, ნახევრის ჩაბარება მაინც მოუწევს, რადგან, მისივე აზრით, ძირითადად, გადამყიდველთა ბაზარია და არა მშრომელ ფერმერთა.

რაც შეეხება საკვები პროდუქტების ფასს, რაც ამ პერიოდში განსაკუთრებით აღელვებს ხალხს, თითქმის არ მოუმატებია და ორი თვის წინანდელ ნიშნულზეა _ ერთი კილოგრამი ყველი 7 ლარი ღირს, ხორცი _ 11-12 ლარი; ერთ კილოგრამი სიმინდის ფქვილს ერთ ლარსა და 20 თეთრს აფასებენ; ცოცხალი შინაური ფრინველების თუ ცხოველების ფასიც ორი-სამი თვის წინანდელია _ ქათამი 16-18 ლარი ღირს, წყვილი ციცარი _50 ლარი, ინდაური _ 30-40 ლარი; შედარებით გაზრდილია გოჭის ფასი _ ცოცხალი წონით, ერთი კილოგრამი 9-10 ლარი ღირს. როგორც ამბობენ, შესაძლოა, გოჭის ფასი უფრო გაიზარდოს გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად.

_ გასულ წელს ისევ გაჩნდა ჭირი და სადღაა ძლივს მომრავლებული ღორები?! მყავს გოჭები და მგონი, აშენებას ვფიქრობ, რა ვქნა, ასე ვწვალობ, _ გვეუბნება ხათუნა ლომჯარია, რომელიც აგრარულ ბაზარში ხშირად ვაჭრობს საკუთარი შრომით მოწეული ხილ-ბოსტნეულით და ოჯახში გამოზრდილი შინაური ფრინველ-ცხოველით.

მარინა ღლონტი, რომელიც ბაზარში ცოცხებით და სხვა საოჯახო ნივთებით ვაჭრობს, გვეუბნება, რომ დიდთოვლობის გამო თავისი საქონლის ფასი არ გაუზრდია:

_ ჩვენ აქ მუდმივად ვყიდით რაღაცეებს. პურის ფულს ვშოულობთ, მეტს _ არა, მაგრამ არც ერთ დიდთოვლობაზე არ გვიკადრია, ხალხის გასაჭირით გვესარგებლა და ფასი აგვეწია საქონლისთვის. აგერ, მეგობარი დგას _ ამას წინათ ტაქსისტმა უთხრა, ლიხაურში 15 ლარად წაგიყვანო. როცა იქ ტაქსით ასვლა 5 ლარი ღირს. ასე რატომ უნდა მოიქცე ადამიანი? ის თოვლი მარტო შენ გაწუხებს და სხვას არა? ამინდმა თუ არ დაგვინდო, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის დანდობა! _ გვეუბნება ის.




 ახალი ამბები
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...