საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება - TI

საზოგადოება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება - TI

2017 თებ 7 16:13:24

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელიწარადგინა. აღნიშნული მოდელის თანახმად, არხზე კიდევ ერთი რეორგანიზაციის პროცესი იწყება, რომლის მიზანია ტექნიკური გადაიარაღება, თანამშრომელთა და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია, ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნა და ტელეარხისთვის ახალი შენობის შეძენა.

მაღლაფერიძის თქმით, ტელევიზიასა და რადიოზე გადის 102 გადაცემა, რომელთა ფინანსური უზრუნველყოფა მაუწყებელს ამ ეტაპზე არ შეუძლია. ამის გამო, რეორგანიზაციის პროცესში არხზე გაჩერდება ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა. ახალი გადაცემებით არხი მაუწყებლობას 2018 წლიდან განაახლებს, ხოლო სრული დატვირთვით 2019 წელს ჩაეშვება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი დაარსების დღიდან მუდმივად კრიზისულ სიტუაციაში იმყოფება. პრობლემას წარმოადგენს როგორც მისი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსები, ასევე გადაცემების დაბალი რეიტინგი. ცხადია, აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, არხი რეფორმირებას საჭიროებს, რაც დაიწყო კიდეც დაახლოებით ერთი წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის რეფორმირების საჭიროება აშკარაა, პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმები არ იყოს გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და არ იწვევდეს მაუწყებლის საქმიანობის შეფერხებას.

ზუსტად ამიტომ, არხის გენერალურ დირექტორისგან რადიკალური ცვლილებების დაანონსების პარალელურად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას მოესმინა პასუხები შემდეგ კონკრეტულ კითხვებზე:

  • კადრების ოპტიმიზაციის დროს: როგორ მოხდება პროცესის მართვა; იქნება თუ არა ამ პროცესში გამოყენებული მაუწყებლის მიერ უკვე ჩატარებული კვლევები საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით; რა მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვა; არის თუ არა გათვლილი რამდენი თანამშრომელი დასჭირდება მაუწყებელს ახალი ბადის პირობებში; რა სახით მოხდება ამ პროცესში გარე ექსპერტების ჩართვა.

  • გადაცემების შეჩერების პერიოდში: რა პრინციპით მოხდება თავისუფალი საეთერო დროს შევსება; გავა თუ არა არხზე რეიტინგული სპორტული ტრანსლაციები; რატომ არ ხდება შედარებით რეიტინგული გადაცემების დროებით შენარჩუნება; გადაცემების შეჩერების შემთხვევაში,  ჩაითვლებიან თუ არა მათზე მომუშავე ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი გათავისუფლებულად; შეასრულებს თუ არა არხი წინასაარჩევნო პერიოდში მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია საკუთარ ბადეში განათავსოს საზოგადოებრივ პოლიტიკური და შემეცნებითი გადაცემები. ასევე დ - პუნქტის თანახმად საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნო დებატების ტრანსლირება. გენერალური დირქტორის განცხადებებიდან არ ჩანს, თუ როგორ აპირებს არხი აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებების უზრუნველყოფას, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია.

  • ფინანსური ოპტიმიზაციის დროს: როგორ გადაწყდება მაუწყებლის აქტივების გამოყენება, მათ შორის მაუწყებლის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების; განხორციელდება თუ არა ახალი ნიუსრუმის პროექტი; რა ალტერნატიული პროექტები განიხილება; კონკრეტულად რა ფინანსური რესურსი სჭირდება მაუწყებელს სრული ტექნიკური გადაიარაღებისთვის; იქნება თუ არა მაუწყებლის ფინანსური ოპტიმიზაციის პერიოდი გამჭვირვალე სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის.

  • ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნის დროს: როგორ შეირჩევა გადაცემები ახალი ბადისთვის; კონკრეტულად რა  შინაარსს აწარმოებს  მაუწყებელი და რას დაუკვეთავს გარე სტუდიებს ან წარმოებებს; იმუშავებენ თუ არა ახალ პროექტებზე მოქმედი თანამშრომლები.

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეფექტური და რაც მთავარია პოლიტიკურად არამოტივირებული რეფორმის ჩატარებისთვის. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შესაძლოა შელახოს არხზე მომუშვე ჟურნალისტების შრომით უფლებები. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს უნდა მოსთხოვოს უფრო დეტალური გეგმა და გაითვალისწინოს ის რისკები, რაც არხზე გადაცემების შეჩერებას ახლავს.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მაუწყებელში თითოეული ახალი დირექტორი საქმიანობას სწორედ რეორგანიზაციის პროცესით იწყებს, რაც საბოლოოდ დაუსრულებელ რეორგანიზაციას და არასტაბილურ გარემოს ქმნის. არასტაბილური გარემო ნეგატიურად აისახება, როგორც თანამშრომლეთა მოტივაციაზე, ასევე მაყურებელთა ლოიალობაზე მაუწყებლის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” არაერთ ანგარიშში წერდა არხზე ცვლილებების გატარების საჭიროების შესახებ, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ფორმით ბუნდოვანმა ცვლილებებმა  შესაძლოა, კიდევ უფრო დააზიანოს მაუწყებელი თუ მაუწყებლის მენეჯმენტი უახლოეს დროში საჯაროდ არ წარმოადგენს დაგეგმილი ცვლილებების პროექტსა და შესაბამის არგუმენტებს", _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლადდედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან. „ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია). ... ...
  • კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადებააჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“. ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის გამოწვევა. დღეს, გადაცემა „მთავარში“, ახალარჩეულ დირექტორს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ პირდაპირ ეთერში ჰკითხა, აპირებს თუ არა ნათია ზოიძესთან თანამშრომლობას. გიორგი კოხრეიძემ ამ კითხვის პასუხად თქვა – „როგორ არ ვაპირებ, მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის…“ თუმცა იქვე დასძინა: „თუ ვიღაცას არ შეუძლია და მას აქვს სხვა დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან ასეთი ადამიანები, მე ამას დავუსაბუთებ… თვითონვე უნდა გადაწყვიტონ… ან დარჩებიან იმ პოზიციაზე, ან იქნებიან გუნდის  წევრები იმიტომ, რომ მე მჭირდება ისეთი გუნდი, სადაც ყველა ეცდება გააკეთოს ის, რაც გვექნება დასახული“. გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეზე დღეს სხვა ეთერებშიც ისაუბრა და დასვა რიტორიკული კითხვა – „შეიძლება ჩვენი მუშაობა ერთად? მე მინდა, რომ ვიმუშავოთ ერთად. მაგიტომ ვამბობ – ნათია ზოიძის სათქმელია დღეს და გადასადგემლი ნაბიჯია, რომელსაც მე დაველოდები“. ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ გიორგი კოხრეიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რას ელის ნათია ზოიძისგან. „მე პასუხს ველოდები, იმ ტალახზე, რაც მან ისროლა – მე ვყოფილვარ მატყუარა და ცრუ, ეს ერთი. ნახეთ მისი პოსტები. თქვენ წახვალთ ბრძოლაში, როდესაც იცით, რომ ვიღაცამ შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყათ? გუნდის წევრი თუ უნდა ადამიანს, უნდა იყოს გუნდის წევრი და მაგიტომ ვამბობ, ნათია ზოიძემ უნდა მითხრას, რა იყო ამის საფუძველი, იქნებ ჩემთვის გასაგებია და მისაღებია“ – განაცხადა კოხრეიძემ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის შესახებ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ დღეს, 22 ნოემბრს ისაუბრა. მაუწყებლის ჟურნალისტების ერთი ნაწილი გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია. საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე. ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი. მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები.  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით”. ... ...
  • არჩილ თალაკვაძემ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი არ ანახაპარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს. ამ დოკუმენტში იქნება ასახული დატოვა თუ არა მან საქართველო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელ ქვეყანაში ჩავიდა. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა. "ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს. "რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე. გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა ფოტომასალა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და არჩილ თალაკვაძე არიან გადაღებული. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა. წყარო: ... ...
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?