"ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს კომპენსაციას არ გადაუხდის“

საზოგადოება

"ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს კომპენსაციას არ გადაუხდის“

2012 ივლ 20 13:27:52

კახეთში გუშინ მომხდარმა სტიქიამ, მთლიანად შეიწირა სასოფლო სავარგულები, განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი ნარგავები. ხელისუფლება გლეხებისთვის ზარალის ანაზღაურებაზე საუბრობს, თუმცა აგროდაზღევა, რომლის აუცილებლობაზეც ახალი მემარჯვენეები და ეროვნულ-დემოკრატები დიდი ხანია საუბრობენ და რომელიც სწორედ მსგავსი შემთხვევბისთვისაა გათვალისწინებული, არც ახალი პრემიერ-მინისტრის სოფლის აღორძინების პროგრამაში მოხვდა.

აგრარულ დაზღვევას დიდი ტრადიცია აქვს ამერიკასა და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, სადაც ეს პროგრამები სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობითa და სუბსიდირებით ხორციელდება . სტაბილურობის შექმნა გლეხისათვის, სოფლის მეურნეობის აღორძინების უმთავრესი კომპონენტია, აცხადებს „გურია ნიუსთან" საუბარში კალანდაძე, რომელიც ფიქრობს რომ აგროდაზღევას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს .

ლევან კალანდაძე: "აგრობიზნესს დღეს სჭირდება პროტექციონისტური პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან, გასაგებია, რომ ეს არის ძალიან კაპიტალტევადი და ძალიან რისკტევადი მიმართულება. მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია.გარკვეული პერიოდის შემდეგ, აგროდაზღვევა კლასიკური დაზღვევის ფორმით ჩამოყალიბდება საქართველოშიც და ფერმერსა და სადაზღევო კომპანიებს შორის დამოუკიდებელი ურთიერთობა ჩამოყალიბდება, მაგრამ საწყის ეტაპზე საჭიროა, გლეხს სახელმწიფომ გაუწიოს დახმარება , რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ზარალში თანამონაწილეობით ან სადაზღვევო პრემიაში თანამონაწილეობით"

სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა აგროდაზღვევას რისკიან პროდუქტად თვლის და ამ სახის მომსახურებაზე უარს აცხადებს. მაგალითად სადაზღვევო ბაზრის ლიდერი "ალდაგი ბისიაი" დღემდე უარს ამბობს ამ პროდუქტზე, მაშინ როდესაც "ჯიპიაი ჰოლდინგი" არამარტო ვენახების, არამედ ხეხილის ბაღებისა და ერთწლიანი ნარგავების დაზღვევასაც კი ახდენს. აგროდაზღევას „ჯიპიაის" მთლიან სადაზღვევო პროდუქტებში ძალზე მცირე ადგილი უჭირავს, რაც ერთის მხრივ ინფორმაციის ნაკლებობით აიხსნება, მეორეს მხრივ კი სადაზღვევო ფასით. სადაზღევო კომპანია საკუთარ ვებ გვერდზე მომხმარებელს დაზღვევის თანხის გამოთვლის მეთოდსაც სთავაზობს:

"ამ კომპანიაში მოსავლის დაზღვევა ღირს სადაზღვევო თანხის 6%.

ვთქვათ, ნაკვეთის ფართობი არის 10 ჰა. ერთ ჰექტარზე დასაზღვევი მოსავალი არის 2 ტონა.

ერთი ტონა მოსავლის სადაზღვევო თანხა* განისაზღვრა 300$ ოდენობით. (* სადაზღვევო თანხა, ეს არის მაქსიმალური თანხა,  რომელსაც ზარალის შემთხვევაში ჯიპიაი ჰოლდინგი აგინაზღაურებთ)

მთელი ნაკვეთის სადაზღვევო თანხა გამოითვლება შემდეგნაირად 10ჰაX2ტX300$ = 6 000 $

6 000 $ არის თანხის ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც ზარალის შემთხვევაში ჯიპიაი ჰოლდინგი აგინაზღაურებთ.

რადგან მოსავლის დაზღვევა ღირს სადაზღვევო თანხის 6%, მაგალითში მოცემული მოსავლის დაზღვევის ღირებულება იქნება 6 000$ X 6%= 360$."

„ჯიპიაის" კლიენტები ძირითადად ცნობილი ღვინის კომპანიები არიან, რომლებსაც ვენახები აქვთ დაზღვეული როგორც სეტყვაზე და ქარიშხალზე, ასევე გვალვაზეც.

მემარჯვენე ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ აგროდაზღვევაზე, სასუქსა და დიზელის საწვავზე შეღავათიანი ფასების დაწესებაზე უარის თქმით ნათლად იკვეთება ხელისუფლების პოზიცია _ მას სოფლის აღორძინება მხოლოდ დეკლარირების დონეზე სურს.კალანდაძე ვანო მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილ ახალ პროგარამას"message box"-ს უწოდებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც სტრატეგიულ ხედვასთან, არც სახელმწიფოებრივ მიდგომასთან.

"სამწუხაროდ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლების მესიჯები რეალური ქმედების სურვილს შეიცავს. ხელისუფლება არ იზრუნებს სოფელზე, რადგან მისი პრიორიტეტი ქართული ეკონომიკის უცხოურ პროდუქტზე დამოკიდებულებაა. აშკარაა, რომ გარკვეული მონოპოლისტური და კარტელური გარიგებების სტიმულირებით, ხელისუფლებას უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტში საკუთარი ინტერესი აქვს" _ აცხადებს ლევან კალანდაძე "გურია ნიუსთან" საუბარში.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...