"ამნესტი ინტერნეშენალი“ ხელისუფლებას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს

საზოგადოება

"ამნესტი ინტერნეშენალი“ ხელისუფლებას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს

2012 ივლ 23 18:54:12

მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ემზადებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, "საერთაშორისო ამნისტია" შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა, და სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ ძალადობრივ შეტევებზე პასუხისმგებელი პირები, რასაც წინ უნდა უძღოდეს ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

ამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ადგილი ჰქონდა კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გამართული საჯარო აქციების ჩაშლას ფიზიკური დაპირისპირების მიზეზით. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ ინციდენტებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, ხოლო თავად ინციდენტები ხელისუფლების მიერ დაიგეგმა და იმართებოდა.

12 ივლისს "ქართული ოცნების" აქტივისტების ჯგუფი კარალეთში (საქართველოს ცენტრალური ნაწილი) ჩავიდა, რათა შეხვედროდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მაცხოვრებლებს. თვითმხილველთა და მედია-საშუალებების მიხედვით, კარალეთის დასახლების რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა დაიწყო აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფა და დასახლების ტერიტორიის დატოვება მოთხოვა მათ. სიტყვიერი პაექრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეხვედრის რამდენიმე ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ ესვრიან ქვებს ადგილობრივი მოსახლეები კოალიციისა და მედია-საშუალებების წარმომადგენლებს, ხოლო კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თანმხლები პირი ცეცხლსასროლი იარაღით ხელში ცდილობს უკან დასახევად გამზადებული ოპოზიციის აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

13 ადამიანი, მათ შორის 10 ჟურნალისტი, დაშავდა და გადაყვანილი იქნა გორის საავადმყოფოში. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა, საბა წიწიკაშვილმა განაცხადა, რომ ამოიცნო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ შორის, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა.

14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც დაკავებული იქნა 6 პირი (ოპოზიციის 4 მხადამჭერი და კარალეთის 2 მაცხოვრებელი, მათ შორის ადგილობრივი საბჭოს თანამშრომელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საბა წიწიკაშვილს), რომლებსაც ინციდენტთან დაკავშირებით შეეფარდათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. თუმცა, როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ადვოკატმა განუცხადა "საერთაშორისო ამნისტიას", 4 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულნი არიან მმართველ პარტიასთან და რომლებიც მართავდნენ და მონაწილეობდნენ თავდასხმაში, არ იყო მიცემული სამართალში, მიუხედავად მამხილებელი ფოტო და ვიდეო-მოწმობისა.

26 ივნისს მსგავსი ინციდენტი მოხდა მერეთში (შიდა ქართლი, საქართველოს ცენტრალური ნაწილი). იმ დროს, როცა ოპოზიციის აქტივისტები ცდილობდნენ აქციის ჩატარებას, გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რამაც ხელი შეუშალა კოალიცია "ქართულ ოცნებას" ადგილობრივებთან შეხვედრის ჩატარებაში. მიღებული ინფორმაციით, კონფრონტაციის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, და კოალიციის მხარდამჭერები გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ამის შემდეგ ადგილობრივმა მედია-საშუალებებმა გამოაქვეყნეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია რამდენიმე საჯარო მოხელე - ინციდენტის მონაწილე. 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება ძალადობაში რამდენიმე საჯარო მოხელის მონაწილეობის გამო, გორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და შიდა ქართლის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა ჩათვლით.

დაკავებული იქნა ოთხი მამაკაცი (მათ შორის, "ქართული ოცნების" 2 აქტივისტი), რომლებსაც 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ მერეთის ინციდენტთან დაკავშირებით. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, არც ერთ საჯარო მოხელეს პასუხი არ მოეთხოვა.

აქციებისა თუ პოლიტიკურად მგრძნობიარე მოვლენების გაშუქებისას პრო-ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შესახებ შეტყობინებების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია პრო-ოპოზიციუარდ განწყობილი ჟურნალისტების დაშინებისა და ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვის ხელყოფის შესახებ დაუდგენელი პირების მიერ. უცნობი პირები უთვალთვალებენ და კითხვებს უსვამენ პრო-ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს, დამთრგუნველი ქმედებითა და კომენტარებით ხელს უშლიან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში: ინტერვიუების ჩატარებასა და გადაღებების წარმოებაში.

პრო-ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ს ჟურნალისტმა ზესტაფონში - ეკატერინე დუგლაძემ განუცხადა "საერთაშორისო ამნისტიას", რომ მას ამ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში დაჟინებით აედევნა და აწუხებდა 7 ახალგაზრდა მამაკაცისაგან შემდგარი ჯგუფი:

"დამყვებიან ყველგან მანქანით ან ფეხით, თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ მაძლევენ, ხელს მიშლიან გადაღებებში, ფიზიკურად ახლო კონტაქტში შემოდიან და უხამს კომენტარებს აკეთებენ ჩემს სამუშაოსთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ასევე განუწყვეტლივ მისვამენ შეკითხვებს".

ეკატერინე დუგლაძის თანახმად, მისთვის შეუძლებელი გახდა ჟურნალისტური მოვალეობების შესრულება, რადგანაც მამაკაცთა ჯგუფი, რომელიც მას აედევნა, ხელს უშლის მას გადაღებისა და ჩაწერის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დუგლაძემ ოფიციალური საჩივარი შეიტანა და თხოვნით მიმართა როგორც ადგილობრივ პროკურორს, ასევე პოლიციის განყოფილებას, მამაკაცთა ჯგუფი დღემდე აწუხებს მას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

"პოლიციისა და პროკურატის მხრიდან არავითარი რეაქცია არ ყოფილა. მუშაობის გაგრძელება მიწევს დამთრგუნველ და სახიფათო გარემოში. თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობ", - განუცხადა ჟურნალისტმა "საერთაშორისო ამნისტიას".

ახალგაზრდა მამაკაცთა იგივე ჯგუფი დაყვებოდა და შეკითხვებით აწუხებდა ვასილ დაბრუნდაშვილსაც, სტუდია GNS -ის თანამშრომელს, როცა ის ოპოზიციონერ ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევებს იძიებდა. 11 ივნისს, როდესაც ის ზესტაფონში ჩავიდა ეკატერინე დუგლაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად, ეს მამაკაცები მიუახლოვდნენ მას და ხელი შეუშალეს ინტერვიუს ჩაწერაში. "7 მამაკაცი შემოგვეხვია მაშინ, როცა ინტერვიუს ჩაწერას ვცდილობდი. არ მომცეს საშუალება, კითხვები დამესვა რესპონდენტისათვის, საუბარში ერთვებოდნენ ცინიკური კომენტარებითა და შეკითხვებით, თან კამერის ხედსაც გვიფარავდნენ". ვცადეთ, განზე გავმდგარიყავით და ინტერვიუს ჩაწერა სხვაგან გაგვერგძელებინა, მაგრამ არ გვეშვებოდნენ. ბოლოს რესპონდენტი წავიდა ისე, რომ ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხე".

ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, 7 მამაკაცისაგან შემდგარი იგივე ჯგუფი მას საათობით დაყვებოდა და შეკითხვებს უსვამდა, რითაც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა და ინტერვიუების ჩაწერაში ხელს უშლიდა. "ეს ყველაფერი ზესტაფონის პოლიციის შენობის წინ ხდებოდა. შევედი პოლიციის შენობაში და ვთხოვე ოფიცერს, აეკრძალა მათთვის ჩემი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, თუმცა მან უარი განმიცხადა", - შეატყობინა დაბრუნდაშვილმა "საერთაშორისო ამნისტიას". ვასილ დაბრუნდაშვილი ტელეფონითაც დაუკავშირდა პატრულის პოლიციას და დახმარება ითხოვა, თუმცა 2 პოლიციელი, რომლებიც საჩივრის მოსასმენად გამოცხადდენ მასთან, მოულოდნელად და ახსნა-განმარტების გარეშე გაბრუნდა, როდესაც ჟურნალისტმა მოითხოვა აქტი ინციდენტის შესახებ, რათა მასზე ხელი მოეწერა.

ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, დღემდე არ დაწყებულა ოფიციალური გამოძიება და არავისთვის მოუთხოვიათ პასუხი ინციდენტთან დაკავშირებით. "სამართალდამცავთა მოქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, სამართლიანობის არავითარი იმედი არ მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში", - განუცხადა მან "საერთაშორისო ამნისტიას".

ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მსგავსი რამდენიმე შემთხვევა ამ თვეში საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა. 6 ივლისს "ინფო 9"-ს ჟურნალისტს ნინო ბასიშვილს აედევნენ და ხელი შეუშალეს ჩაწერაში გარდაბანში (აღმოსავლეთ საქართველო). 8 ივლისს "ინფო 9"-ს კიდევ ერთ კორესპონდენტს აედევნა პიროვნება კამერით ხელში, რომელმაც ხელი შეუშალა მას, ეწარმოებინა გადაღება გურიაში (დასავლეთ საქართველო). იქვე მდგარი პატრულის პოლიციელისადმი ჟურნალისტის მიმართვა, აეკრძალა ამ პიროვნებისათვის მისი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, როგორც იტყობინებიან, ასევე უპასუხო დარჩა.

"საერთაშორისო ამნისტია" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ყველა ფაქტის ზედმიწევნითი გამოძიება. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ მათი სამუშაო მოვალეობების დაუბრკოლებლივ შესრულება ძალადობის შიშის გარეშე, მიუხედავად იმ მედია-საშუალებების პოლიტიკური შეხედულებებისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.

ისტორიული ფონი

მას შემდეგ, რაც მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, გამოიყენება მკაცრი მარეგულირებელი და სხვა მექანიზმები მისი ახლად შექმნილი პოლიტკური კოალიციის - "ქართული ოცნების" პოლიტიკური და ფინანსური საქმიანობის გაკონტროლების მიზნით.

ახალწარმოქმნილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომლებიც კონტროლს უწევს პოლიტიკური პარტიებისა და მათი წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსებას, ბრალს სდებენ "ამორჩევითი და უკიდურესად ხისტი მიდგომების გამოყენებაში ოპოზიციის მხარდამჭერთა მოზღვავებული დაკითხვებისას, ასევე ბიძინა ივანიშვილზე, კოალიცია "ქართული ოცნებასა" და იმ სტრუქტურებზე მრავალმილიონიანი ჯარიმების დაკისრებისას, რომლებიც მიიჩნევა ამ კოალიციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებად. ამასთან, ადგილობრივმა დემოკრატიულმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს პრო-ოპოზიციურად განწყობილი გლობალ ტვ-სა და მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღება ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით ისევე, როგორც კოალიციის 3 წევრისთვის ახლახანს წაყენებული ბრალდებები დაფინანსების მარეგულირებელი კანონების დარღვევაში," _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...