არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

19 სექ. 2012, 12:21:08

„გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის  პრობლემაა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების სისტემაში. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული ფაქტები განხილულ იქნას, როგორც წამების ცალკეული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ორგანიზებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო.

არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არსებობს არა მხოლოდ პენიტენციალურ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, რაზეც მეტყველებს პოლიციელთა მიერ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფაქტები ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა 2011 წლის 26 მაისის, 2009 წლის 15 ივნისს, 2007 წლის 7 ნოემბერს დაკავებულ პირებზე.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი იქნა გამოვლენილი, არცერთ მათგანზე არ მომხდარა დამნაშავე პირთა გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. საგამოძიებო ორგანოები ავლენენ რა ლოიალურ დამოკიდებულებას, განამტკიცებენ დაუსჯელობის სინდრომსა და მსგავსი ფაქტების წახალისებას. დღემდე გამოუძიებელია ქსნის #15 დაწესებულებაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ხდებოდა და რომელზეც ქსნის 700 პატიმარი კოლექტიურ განცხადებაში საუბრობდა. არ არის ასევე გამოძიებული საიას და სხვა ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფი პირების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში მოხსენიებული  საქმეები, რომლებიც წამებას სხვადასხვა დაწესებულებაში დაექვემდებარნენ. აღნიშნული მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია და მიუთითებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტურ  გამოძიებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები.

1)      საგამოძიებო ორგანოების მიერ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მთავარი პროკურატურის, გამოვლენილი უკიდურესი უმოქმედობისა და მათდამი არსებული უნდობლობის ფონზე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება. ამისათვის აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული მექანიზმი.  გამოძიება უნდა წარიმართოს მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში.

2)      უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს  წამების ფაქტები  და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო.

3)      გარდა ვიდეო ფირებზე ასახულ პირთა  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა,  აუცილებელია დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენეტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი პროკურორისა  და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი, რადგან შეუძლებელია მათი ჩართულობის გარეშე ადგილი ჰქონოდა მსგავს სისტემურ და  ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევას;

4)      დადგეს  იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავარი პროკურორის და პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელი პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი;

5)      ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა სხვა ფაქტზე;

6)      მოვუწოდებთ  ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე  საქართველოს სახალხო დამცველს მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ აღნიშნული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საზოგადოებრივი დამცველი

ციხის საერთაშორისო რეფორმა

ახალგაზრდები სამართლიანობისათვის

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

კოალიცია არჩევნის თავისუფლებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია




 ახალი ამბები
  • სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა: „პროფილის“ ეთერით ნაჩვენები იქნა კვიპროსის რესპუბლიკიდან ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანის საქართველოში გადადაგილების ისტორია, რაც ინიცირებული იქნა არასრულწლოვანი დედის მონაწილეობით და საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ფაქტი ბავშვის ე.წ. „გატაცებისა“ და „უცნობი“ ადგილსამყოფელის თაობაზე. გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსების შემდგომ არასრულწლოვანის დედამ და მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა არაერთი შეტყობინება გამოაქვეყნეს გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ „დაკარგული“ არასრულწლოვანის „მოძებნას“ და ამ პროცესში აქტიურ დახმარებაზე. როგორც არასრულწლოვანის დედამ, ასევე მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა გადაცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ა. არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ბ. მამის ფოტო-მასალა დედასთან - ბავშვის ბებიასთან ერთად, გ. მამის შესახებ გამოაქვეყნეს მცდარი განცხადებები, რომ ის არის ძებნილი პირი, დამნაშავე, ყოფილი მეუღლე და სხვა. გამოქვეყნებული ფოტოები გააზიარეს Facebook-ის მომხმარებლებმა, რომლებიც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ბავშვის, მამის და ბებიის თავშეყრის ადგილებში შემჩნევის შემთხვევაში, მიღებულყო გადამჭრელი ზომები. ორგანიზაცია ცალსახად განმარტავს, რომ არასრუწლოვანი დედის წარმომადგენელმა - ადვოკატმა, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პირადი Facebook-ის გვერდიდან არ წაშალა 2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ხოლო 2020 წლის 22 მარტს გამოაქვეყნა დედა-შვილის ფოტო და გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ მამამ დედას შვილი „წაართვა“ და „დამნაშავე“ საქართველოს „აფარებს“ თავს. ასევე, ადვოკატმა 2020 წლის 26 მარტს, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, ასევე პირადი Facebook-ის გვერდზე, გადაცემის გაზიარებასთან ერთად, გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფირმაცია, რომ „ბავშვი გადამალა მამამ“. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები, აგრეთვე მრავლადაა გადაცემა: „პროფილის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მტკიცებულებებიც წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. ორგანიზაციის სამართლებრივი დასაბუთებით, ადგილი ჰქონდა თანხმობის გარეშე, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებას, გავრცელებას, რომელიც წარმოდგენილია არასრულწლოვანის, თავისი მამისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის - არასრულწლოვანის ბებიის ფოტო-მასალის გავრცელებასთან. ამასთან, ადგილი ჰქონდა დასახელებულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას - არასრულწლოვანის გატაცებაზე, მამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევისა და მასზე ძებნის მიმდინარეობის თაობაზე, რაც აშკარად ლახავს მხარის პირად არაქონებრივ ინტერესებს, ლახავს მამის ღირსებას და არ ემსახურებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის დედის მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვს, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებდა მისი წარმომადგენელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს არასრულწლოვანის, მისი მამისა და ბებიის ფოტომასალის გავრცელებას სოციალური მედიის - Facebook-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, ადვოკატი არღვევდა სასამართლოს მითითებას და დახურული სხდომის მიუხედავად, სადაც საქმეთა მასალებით არ დასტურდება მამის ძებნის, არასრულწლოვანის დაკარგვის ან ადგილსამყოფელის მიუგნებლობის ფაქტი, ამავე საშუალებებით ავრცელებდა საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილის წერილით, ადვოკატს ეთხოვა მომჩივანი მხარის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 28 აპრილისა. შემდგომში, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ადვოკატს გაუხნგრძლივდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის დოკუმენტიის წარდგენა დაევალა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან (2020 წლის 23 მაისიდან) გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. 2020 წლის 4 და 18 ივნისს, ადვოკატს წარმოსადგენილი ინფორმაციის შესახებ ხელმეორედ ეთხოვა. ასევე, ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზების განმარტება. სამსახურმა დაადგინდა, რომ ადვოკატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოთხოვნის წერილები. 2020 წლის 30 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, ადვოკატი დაბარებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ამავე წერილით მას კიდევ ერთხელ ეთხოვა შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე განმარტების) წარმოდგენა. 2020 წლის 2 ივლისს, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატი გამიზნულად თავს არიდებდა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, რამაც გააჭიანურა განცხადების განხილვის პროცესი და აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, მოცემულ დრომდე, ვერ შეძლო შეესწავლა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავების კანონიერება. ადვოკატი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მსჯელობს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე. დასახელებულ საქმეზე სამართალდამრღვევი ადვოკატი სწორედ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს წარმოადგენს, რომელმაც, ამავე პალატამ, 2020 წლის 5 ივნისს, ბავშვის საქართველოდან გადაადგილება (გაყვანა) აუკრძალა. 2020 წლის 30 მარტს, ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში სავარაუდო დარღვევების შესახებ, წერილობით ეცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ასოციაციის თავმჯდომარის 2020 წლის 29 აპრილის წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ „დასაფასებელია ის სულისკვეთება, რასაც ადვოკატის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა ჰქვია“. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სურვილი გამოთქვა ასოციაციის მოდავე წევრებვს შორის მომრიგებლად (მედოატორად) გამოსულიყო, თუმცა განმცხადებელმა დამატებითი წერილით ასოციაციას აცნობა, რომ საკითხი შეეხებოდა არა კოლეგებს შორის დავას, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ქმედებებს და განმცხადებელი ვალდებული იყო პროფესიული მოვალეობების განხორციელების პროცესში დარღვევებზე, ოფიციალურად ეცნობებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.  ... ...
  • #გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნახადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. “უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი - ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.  “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”,_ ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი. ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: „ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”. პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ. ... ...
  • შვიდი დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში შვიდი ადამიანი დაშავდა ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. "ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 7 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით ... ...
  • „მხარდაჭერას გამოვხატავთ“ _ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს„ჩვენ არ გვინდა საკითხის პოლიტიზირება და არც ის გვსურს, ვინმემ ასე გაიგოს.   ვხედავთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა გამოხატავს მხარდაჭერას სასიქადულო სპორტსმენისადმი   და ვერ ვიქნები გულგრილი ამ ფაქტის მიმართ“, _ განაცხადა ბრიფინგის დაწყებამდე  „პატრიოტთა  ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის  საკრებულოს  დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ. _ ჩვენ დღევანდელ   ბრიფინგზე   მხარდაჭერას  ვუცხადებთ  ჩვენს  სასიქადულო მამულიშვილს,  ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, იური ლომაძეს, რომელიც ახლა საგამოძიებო საქმის ფარგლებში  დაკავებულია, მეგობრებთან  ერთად. თანადგომას ვუცხადებთ  მის ოჯახს,  გურიის მოჭიდავეთა მთელ  თემს. როგორც ინფორმაციაა   გავრცელებული და ვიცით, საქმე  ეხება ოჯახურ კონფლიქტს, როცა ბავშვთან წაიყვანეს მამა  თავისი სურვილით.  ძალადობა  არ ყოფილა.   გარდა ამისა, ისინი არ  იმალებიან.  თავად  მივიდნენ პოლიციაში.  ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ არის საჭირო.  გვინდა, მოვუწოდოთ  ჩვენს მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებიან.   გაათავისუფლონ ისინი.  აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს სახელოვან სპორტსმენს  და  მიეცეს  სპორტული ცხოვრების  გაგრძელების  საშუალება.   ასეთი მიდგომა სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ და მოვუწოდებთ  სამართალდამცავებს, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ. ბრიფინგის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა წევრებმა კვლავ ისაუბრეს იური ლომაძის, როგორც ძალზე პერსპექტიული, წესიერი,  შრომისმოყვარე ახალგაზრდის  შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჩაგროს, მისი უფლებები  არ უნდა ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდებასამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება  სრულ რეაბილიტაციას გაივლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში  დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება. მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95  წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და  ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა. დაწესებულება 2016 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...