პრობლემები მაკვანეთში

საზოგადოება

პრობლემები მაკვანეთში

14 თებ. 2011, 07:54:42
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში, რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების ჩატარებას; ამასთანავე, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას ახორციელებს, ასევე უნდა უზრუნველყოს გამგებლისთვის მათი მიწოდება.
თვითმმართველი ერთეული ვალდებულია, შეისწავლოს მოსახლეობის აზრი და მათი აზრის გათვალისწინებით შეიმუშაოს სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში გასახორციელებელი სოფლის პროექტები. აღვნიშნავთ, რომ  მსგავს გამოკითხვებს მუნიციპალიტეტის რწმუნებულები ბოლო პერიოდში აწარმოებენ, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა გარკვეული პრეტენზიები, _ ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
"საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" მიერ მოსახლეობის გამოკითხვა-ანკეტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ჩატარდა. ამის მიზანი მუნიციპალიტეტის მხრიდან გახორციელებული საქმიანობების შეფასება იყო. გამოკითხვაში მონაწილეობა 131-მა რესპონდენტმა მიიღო ანუ ამ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის 6%-მა.
კვლევისას გამოყენებული იქნა "პირისპირ ინტერვიუს" მეთოდი. შერჩევის ტიპის არჩევა განპირობებული იყო კვლევის ამოცანის თავისებურებით. იმის გამო, რომ კვლევის საკითხების ნაწილი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რესპონდენტის საცხოვრებელ ადგილზე. კვლევისას გამოყენებული იქნა მრავალსაფეხუროვანი ტერიტორიული შერჩევის ტიპი. შერჩევის საფუძვლად გამოყენებული იქნა სოფლის/თემის რუკები.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე _ "გასულ წელს იდგა მწვავედ შემდეგი პრობლემები,"  მოსახლეობის უმრავლესობამ დაასახელა:  ბუნებრივი აირის ქსელის უქონლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება, სოფლის შიდა გზები, გარე განათება, წყალმომარაგების მოძველებული სისტემა, ნაგვის გატანა. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული გარემოსა და  ბაგა-ბაღის  მდგომარეობის გაუმჯობესება.
2010 წელს, მუნიციპალიტეტის მიერ, ტერიტორიულ ერთეულებში გახორციელებული საქმიანობების მიმართ, მთლიანად თემის, მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია. ზოგიერთის აზრით, სოფლებში მდგომარეობა დადებითისკენ შეიცვალა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ უფრო  ნეგატიურია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა, ვიდრე _ პოზიტიური. აღნიშნულს ამყარებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაკვანეთის თემის მოსახლეობაში ჩატარდა.
კითხვაზე -"შეიმჩნევა თუ არა მიმდინარე წელს ცვლილებები", შედეგები შემდეგია: მოსახლეობის აზრი რადიკალურად ურთიერთსაწინააღმდეგოა. თუ ერთი ნაწილი დადებითად აფასებს ცვლილებებს, მეორე ნაწილი ნეგატიურ შეფასებას აძლევს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია გაუარესებული მომსახურება წყალმომარაგების, გაზიფიცირების და სოფლის შიდა გზების მდგომარეობის მხრივ.
მოსახლეობა, ასევე მწვავედ აღიქვამს ბაგა-ბაღისა და გართობის კერების მდგომარეობის გაუარესებას.
მოსახლეობის ინფორმირება სოფლის რწმუნებულისა და ადგილობრივი ხელისუფლების  პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს. მოსახლეობამ ზუსტად არ იცის, სოფელში, სად და ვისგან უნდა მიიღოს ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია, რაც ისევ და ისევ მუნიციპალიტეტის ხელისუფლების  დაბალი აქტიურობის შედეგია.
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობასთან კონტაქტების ნაკლებობის შედეგად, დადგა ის გარემოება, რომ მოსახლეობის მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ბიუჯეტმა საგრძნობლად გამოასწორა მდგომარეობა თემში. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსახლეობის  86 პროცენტი მიიჩნევს _ ადგილობრივ ბიუჯეტს თემის მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია, უფრო კონკრეტულად, კითხვაზე "ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოასწორა მდგომარეობა? " პასუხი შემდეგნაირად გადანაწილდა: 41% თვლის, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს,  14% _ არავითარი გავლენა არ მოუხდენია, ხოლო 31%-ს არ შეუმჩნევია ბიუჯეტის გავლენა ადგილობრივ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
შეკითხვაზე _ "თქვენ რომ სოფლის ხელმძღვანელი იყოთ, სოფლისთვის რომელ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებდით პირველ რიგში?", უმრავლესობამ სოფლის გაზიფიკაცია  მიიჩნია, შემდეგი პრიორიტეტია შიდა გზები, შემდეგ პოზიციებს იკავებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების სიხშირე, სოციალური დახმარებები და ა.შ.
პრობლემათა პირველი ხუთეული შემდეგნაირად იქნა განსაზღვრული: სოფლის გაზიფიკაცია; სოფლის შიდა გზების მოწესრიგება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესება; სანაგვე მეურნეობის მოწესრიგება; წყალმომარაგების გაუმჯობესება.
აღნიშნული პრობლემებისა და ანკეტირების შედეგების გაცნობის მიზნით, აღნიშნული სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში სოფლის კრება მოეწყო, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად, ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჭანუყვაძე და სოფლის რწმუნებული მერაბ ვასაძე ესწრებოდნენ.
როგორც სოფლის კრებაზე გამოიკვეთა, პრობლემათა პირველი ხუთეულის გადაჭრა გამოასწორებს მაკვანეთის თემის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობას. ასევე, რადიკალურად შეცვლის მოსახლეობის განწყობას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის" ფარგლებში




 ახალი ამბები
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...
  • "ესაა ბიზნესის დაშინება"- შალვა ალავერდაშვილი პანდემიის მძიმე შედეგებზე საუბრობს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, მაშინ როცა პანდემიის პირობებში ბიზნესი გაკოტრებულია, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული.  „ჩვენ ხომ ყველაფერში „მოწინავეები“ ვართ, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამხელა ჯარიმები, როგორც საქართველოს, მაშინ, როცა ბიზნესის გაკოტრებულია, რამოდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა ვალი აიღოს და გახსნას ობიექტი, ამისთვის გაიარეს საჭირო პროცედურები და აიღეს ლიცენზია. ამ ლიცენზიის მიღების შემდეგ ისევ მიადგნენ ამ ხალხს და თავისივე შემოწმებული ობიექტები იგივე პირობებით დააჯარიმეს, რაზეც თვითონ ჰქონდათ გაცემული ლიცენზია. ესაა ბიზნესის დაშინება და ბევრმა ადამიანმა  გადაწყვიტა აღარ გახსნას ობიექტი“,_ განაცხადა ალავერდაშვილმა. ალავერდაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ამოქმედებული წესების დარღვევისთვის სულ  31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 ივენთია  დააჯარიმებული. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის განცხადებით, ერთმა რესტორანმა ძალიან კარგ შემთხვევაში 10 000 ლარის მოსაგებად 4 თვე უნდა იმუშაოს.  მან ასევე აღნიშნა, რომ თუ  2021 წლის ივნისამდე არ მოხდა სესხების გადავადება და შეთანხმება კონკრეტულ ობიექტებთან, ძალიან რთული იქნება სესხების  გადახდა და მით უმეტეს, აღსრულების გახორციელება ამ სესხების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...