საარჩევნო ხმები ბავშვის საოპერაციო თანხის სანაცვლოდ!

საზოგადოება

საარჩევნო ხმები ბავშვის საოპერაციო თანხის სანაცვლოდ!

2012 ოქტ 9 07:41:12

აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, უკანასკნელი ორი თვე, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი იყო. ამ სიაში მოხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის მოზარდი, რომელსაც სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაცია მისთვის საზღვარგარეთ უნდა გაეკეთებინათ, რასაც ძალიან დიდი თანხა სჭირდებოდა.

 

ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ორი თვის წინანდელია, მაგრამ ეს წერილი დღემდე იმიტომ ვერ გამოვაქვეყნეთ, რომ შეიძლებოდა ბავშვისთვის შეპირებული ფული აღარ მიეცათ _ ხელისუფლება მოზარდის ოჯახს, თანხის სანაცვლოდ, სიჩუმეს და არჩევნებში ხმების შეგროვებას სთხოვდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, აგვისტოს დასაწყისში, 17 წლის მოზარდს კ. ლ.-ს სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია, რომელიც საზღვარგარეთ უნდა გაკეთებულიყო და ძალიან ძვირი ღირდა. როგორც ამბობდნენ, ამის გამო, შეწუხებული სოფელი ოჯახის დასახმარებლად თანხებს აგროვებდა. როგორც კ. ლ.-ს დედა, ქალბატონი მ. დ. "გურია ნიუსთან" ამბობდა, მათ დასახმარებლად ხელისუფლებასაც მიმართეს და ოპერაციის დაფინანსების პირობაც მიიღეს, თუმცა სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სანაცვლოდ, ნაციონალები არჩევნებზე ამ სოფელში მაქსიმალური რაოდენობის ხმებს მიიღებდნენ.

"როცა შენი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როცა გეუბნებიან, რომ შეიძლება ინვალიდი დარჩეს, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილის სიცოცხლისთვის, მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად! ეს ფული არის საჩქარო, ჩქარა გვჭირდება," _ ეს სიტყვები 17 წლის მოზარდის დედას ეკუთვნის.

_ ერთი წლის წინ, სკოლაში წაიქცა და კრუნჩხვა მოუვიდა. წავიყვანეთ თბილისში, არაფერი სერიოზული არ დაუდგინდა _ ჩათვალეს, რომ იყო მოწამვლა. ეს მოხდა შარშან, 29 მაისს. ახლა 19 ივლისს, მეზობლის ბავშვთან ერთად იყო, ცივი ყავა როგორც კი დალია, თქვა, რომ ყურში რაღაც ესმის. ამას ერთი წელია იჩემებდა, ჩვენ კი ემოციურობაში ვუთვლიდით. ამასთან, მეტყველებაც ეკარგებოდა, მოექცა ყბა, თუმცა აზრი არ დაუკარგავს, ბავშვი იყო ნაცრისფერი, _ ჰყვება ქალბატონი მ. დ. _ წავიყვანეთ თბილისში, ავუღეთ ყველანაირი ანალიზი, გადავუღეთ ტომოგრაფია, რომელმაც აჩვენა, რომ თავში, ურთულეს ადგილზე აქვს სიმსივნე. არის დიდი შანსი, რომ ბავშვი დაინვალიდდეს. უნდა გაუკეთდეს ოპერაცია საზღვარგარეთ _ თურქეთში, ჩეხეთში ან გერმანიაში. ჯერჯერობით, არ ვიცი, ზუსტად რა დაჯდება, ამ სამ ქვეყანაში გაგზავნილი გვაქვს წერილი და პასუხს ველოდებით.

_ მიმართეთ თუ არა ვინმეს დასახმარებლად?

_ ნათესავები, მეზობლები მეხმარებიან, მივიდნენ გამგეობაში, გვპირდებიან დახმარებას. ჩვენი სოფლის რწმუნებული და ჩემი მეზობელი იყვნენ მისული ხელისუფლებაში, სთხოვეს დახმარება. მე თვითონ არ მივსულვარ, ლაპარაკიც არ შემიძლია. სოფელიც აგროვებს ფულს და ხელისუფლების იმედიც მაქვს. სხვას ვის უნდა მივაკითხო, არ ვიცი... დაახლოებით, 10 000 დოლარი ჯდება ამ ოპერაციის გაკეთება თურქეთში, თანაც, ძალიან სასწრაფოა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მივედით. მაგათ იმედზე ვართ. თბილისში რომ გაგვეკეთებინა, 70 პროცენტით დაფინანსებას გვპირდებოდნენ, მაგრამ აქ ვერ ენდობი, ვერ გააკეთებენ ისე, როგორც საჭიროა. ფულის გამო, ბავშვს ვერ გავიმეტებ.

_ ვინ იყო მისული "ნაციონალურ მოძრაობაში"?

_ სოფლის რწმუნებული. ის ძალიან გვეხმარება.

_ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი შვილის ოპერაციის გასაკეთებლად, ნაციონალებს ხმების შეგროვებას შეჰპირდა თქვენი კუთხე, აგროვებენ პირადობის მოწმობის ნომრებს.

_ ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, მეც ასე ვიცი. მითხრეს მეზობლებმა, რომ მზად ვართ, ყველამ დავუჭიროთ მხარი ნაციონალურ მოძრაობას, ვართ თუ არა მათი მომხრე, ოღონდ ამ ბავშვს ეს თანხა გადმოურიცხონო. მე ვიცი ეგ მეზობლებისგან, _ გვიყვებოდა ორი თვის წინ ქალბატონი მ. დ.

ერთ-ერთი მეზობელი, პედაგოგი, "გურია ნიუსს" 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის შესახებ, შეწუხებული უყვებოდა: _ მე დამრიგებელი ვარ მაგ ბავშვის და ძალიან განვიცდი მისი ავადმყოფობის ამბავს, ერთხელ სკოლაშიც გახდა ცუდად. ჩვენც, ბავშვებიც, მეზობლებიც _ ყველა ვაგროვებთ ფულს; მე ასე ვიცი და ასე მითხრა ჩვენმა მეზობელმა, ვიყავით მისულები რაიონის გამგებელთან, რომელმაც დაგვპირდა, რომ ნიკოლაიშვილს შეგახვედრებთო თუ შევხვდითო. ნიკოლაიშვილი დაგვპირდაო, ვინაიდან უცხო ქვეყანაში თანხის გადარიცხვა არ შეიძლება, ხელზე ფულს მოგცემთ, რისი საშუალებაც გვექნებაო. სამწუხაროდ, ახლა ვერ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი დაფინანსებას, თორემ ხომ დაუფინანსებდა მაგ ოპერაციას?! ასე მითხრა მისმა მეზობელმა ი.ს.-მ, მე და გამგებელი დავრბივართ მაგ საქმეზეო და მას ჰკითხეთ, ეცოდინება, რას დაპირდა ნიკოლაიშვილი! _ აცხადებდა ჩვენთან საუბრისას ქალბატონი.

ი.ს.-ს დედამთილი: _ ჩემი რძალი საარჩევნო კომისიის წევრია ნაციონალებისგან. დაპირდნენ დახმარებას, ნიკოლაიშვილმა დაპირდა, ჯერ უთხრეს, რომ გადავცემთ ნიკოლაიშვილს, დავუკავშირდებითო, მოგეხმარებითო. ჩემი რძალი იყო პირადად მისული.

_ რაში დაგეხმარებითო?

_ არჩევნებზე დაგეხმარებითო, ასე უთხრეს.... რა ვიცი, ვისაც უნდა, მისცემს ხმას და ვისაც არ უნდა, არ მისცემს, მაგას ძალას ვინ დაატანს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამავე სოფლის რწმუნებული "გურია ნიუსს" მაშინ ამ საქმესთან დაკავშირებით, გაკვირვებული ეკითხებოდა:

_ რა ხდება, შემოვიდა მაგასთან დაკავშირებით ვინმე განცხადებით, თუ რა? ბავშვი ძალიან გაჭირვებულია, დახმარება უნდა ნამდვილად.

_ რითი ეხმარებით?

_ იცის მთავრობამ, საქმის კურსშია. ჯერ არ ვიცით, ზუსტად, რა დაჯდება ოპერაცია. საქმის კურსშია ყველა, ვუთხარი მე მაგათ, რომ ასეა საქმე,-მეთქი..

_ ვის უთხარით?

_ პირადად ვესაუბრე დეპუტატს, ჩვენი პარლამენტარს, გოჩა შანიძეს, მე და ი.ს. ვიყავით ჩასულები. დაგვპირდა, როცა დოკუმენტს წარვადგენთ, მაშინვე დაეხმარებიან და ჩაურიცხავენ თანხასო.

_ რამაზ ნიკოლაიშვილთან გქონდათ საუბარი ამის თაობაზე?

_ არ მქონია. თუ საჭირო იქნება, იმასაც შევაწუხებ. საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება აბა, ავადმყოფებს არ უნდა დაეხმარონ? მაგის მეტს რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება? მაგ მხრივ ვინ იტყვის, რომ არ დაგვეხმარაო? ყველას ეხმარებიან! _ გვითხრა რწმუნებულმა.

საარჩევნო კომისიის წევრი ი.ს., ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი "გურია ნიუსთან"კატეგორიულად უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ნაციონალებს დახმარებისთვის მიმართა.

_ თქვენ ბრძანდებით სოფელში საარჩევნო-კომისიის წევრი ნაციონალური პარტიიდან, უკვე რამდენიმე წელია.

_ კი, ბატონო. გისმენთ.

_ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ ნაციონალებს მოთხოვეთ 17 წლის ავადმყოფი ბავშვისთვის დახმარება, ფულის ჩარიცხვა საოპერაციოდ და სანაცვლოდ, არჩევნებში ხმების შეგროვებას დაჰპირდით. თუ გინდათ არჩევნებზე დახმარება, თქვენც დაგვეხმარეთო.

_ ეს არის აბსურდული და ცრუ ინფორმაცია. არ მაინტერესებს, ვინ გითხრათ. გეუბნებით, რომ აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია გაქვთ მიღებული.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს გამგეობა გარკვეული თანხით დაეხმარა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ის ამ საკითხთან დაკავშირებით, თავიდანვე საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. მისი განცხადებით, შესაბამისად, არც ინფორმაციას ფლობს იმასთან დაკავშირებით, გამგეობა დაეხმარა თუ არა და რამდენი ლარით.

_ ერთი ის კი ვიცი, რომ მეზობლებმა და საერთოდ სოფელმა შეუგროვა ფული, გამგეობის ამბავი ნამდვილად არ ვიცი, _ აცხადებს მაჟორიტარი.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა სოფლის რწმუნებულს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტად აგრესიული ჩანდა:

_ არ ვიცი არაფერი, არ ვიცი და რა გითხრათ. ვიცი, 500 ლარით დაეხმარნენ.

_ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ გამგეობა კ. ლ.-ს უფრო სოლიდური თანხით დაეხმარა.

_ მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას და რა გიყოთ? გითხარი, არ ვიცი არაფერი,-მეთქი, თქვენ თუ ფლობთ სხვა ინფორმაციას, ფლობდეთ, კაცო! _ გვითხრა რწმუნებულმა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოზარდს, ოპერაცია დროულად ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 




 ახალი ამბები
  • "ლაჩარი, არარაობა" - ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს პასუხობსეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ბესელია ე.წ. ვირთხაა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან "ოცნებიდან" ინფორმაცია გაჰქონდა. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლაჩარი და არარაობა უწოდა. ბესელია ბიძინა ურჩევს, რომ თუ მას ვანო ზარდიაშვილის მსგავსი სპიკერები სჭირდება, მის მოთმინებას ნუ გამოცდის. „ოცნებიდან“ წასული დეპუტატი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე მას ახლა უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე აქამდე ... ...
  • "ზარდიაშვილმა, დღეს აღიარა ჩემი ფარული მიყურადების ფაქტი" - მელაძე "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, ვანო ზარდიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ბესელიაზე "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება. "დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, "რუსთავი 2'-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც "კურიერისთვის" მომზადდა, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. ამ ინტერვიუთი დგინდება. 1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართველი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება. 2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ, რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება. 3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუს-ი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს, პრაქტიკულად, აღიარა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი. პ.ს. ანუ ეთერში 100% სიზუსტით ვყვებოდით ყველაფერს, რომ ამტკიცებდით იგონებთო", _ წერს ... ...
  • ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება - პაატა სალია განმარტებებს აკეთებსსტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა. სალიას განცხადებით,  იუსტიციის სახლს, არანაირი საფუძველი არ ჰქონია იმისათვის, რომ არ აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. სალია ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია. "პირველ რიგში, შეგახსენებთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის სარჩელი და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების, ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი განმარტების, რომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი, რომელზე დაკავშირებითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შეგახსენებთ, ყველას, რომ ეს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო და არსებობდა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების საფრთხე. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა და გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობდა. მართალია, უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული თავის დროზე სასამართლოს მიერ, ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა, მოგეხსენებათ ალბათ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობის ან არსებითი განხილვისას. შესაბამისად, განიხილა რა, "რუსთავი 2"-ის სარჩელის დასაშვებობა სასამართლომ, მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები. სასამართლომ ასევე, გადაწყვეტილებაში, სადაც შავით თეთრზე წერია, მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე, მიღებული წერილი იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ჩვენი მოქმედება პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერცერთი ის პირი, ვინც დღეს კომენტარები გააკეთა, ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს", _ განაცხადა პაატა ... ...
  • "ეკა ბესელია იყო მელაძესთან მიბმული ვირთხა, რომელსაც გაჰქონდა ინფორმაციები" _ ზარდიაშვილი"დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან ინფორმაციები", _ ამის შესახებ ოცნების დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა. ზარდიაშვილის თქმით, ბესელიას საბოლოოდ ჩამოეხსნა ნიღაბი. „ის ინფორმაციების გაჟონვა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ხდებოდა ხოლმე უკვე დადგენილია. ჩემი აზრით, უკვე უდავოა ეს ფაქტი. ეს იყო ეკა ბესელია. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან, რომლის მეშვეობითაც ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია. ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს. იმ ცნობილი უმრავლესობის სხდომიდან, სადაც ეკა ბესელიასთან მიმართებაში დაისვა კორუფციასთან მის სიახლოვესთან კითხვები, რატომღაც იმ უმრავლესობის სხდომაზე ამ ინფორმაციას არ გაუჟონია. მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, რომ ვითომ ირაკლი კობახიძემ მოუხადა ეკა ბესელიას ბოდიში. არადა იმ შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბესელიას, კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. რატომღაც ამ ინფორმაციამ არ გაჟონა. შესაბამისად, არ აწყობდა ეკა ბესელიას ამ ინფორმაციის გაჟონვა და უკვე ნათელია, რომ აქამდეც ყველა ინფორმაცია უმრავლესობის სხდომიდან და მიმდინარე პროცესებიდან გაჰქონდა ეკა ბესელიას. ნოდარ მელაძის საშუალებით. "რუსთავი 2"-მა იცოდა შიდა მიმდინარე პროცესები და ყველაფერი ჟონავდა. დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან ინფორმაციები. საბოლოო ჯამში, ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან მოქმედებს და მას სხვა ინტერესი არ გააჩნია. მან ქვეცნობიერად ვერც კი გაიგო, თავის პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი და ასე ეხვეწება თემიდას, რომ იქნებ ფული აშოვნინოს, მაგრამ ვერ მიიღებს ეკა ბესელია სასამართლოდან ფულის შოვნას. მისი სახე არის ნათელი“, _ განაცხადა ვანო ... ...
  • "მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება" _ ბესელია შსს-ს ინფორმაციაზედეპუტატმა ეკა ბესელიამ შსს-ში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. ბესელიას თქმით, მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით „მგონი ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, რადგან სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით. მახსოვს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რაც მაშინ თქვა, რასაც და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა, აქამდე მაშინ რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი? როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი, მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება, დაეკითხათ ეს პატიმარი, რაც ასევე უცნაურია, რატომ არ მისცეს ამის უფლება საქართველოს მხრიდან გამომძიებელსა და პროკურორს. რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო და რომ პირველწყაროს ვერ ადგენდნენ. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ? მე ახალი არაფერი მომისმენია პირადად. ამ პატიმრის თაობაზე ვიცოდი. გამოძიებასთან მაქვს კითხვა, ამდენი თვის განმავლობაში ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, თუ ადასტურებდა ეს ადამიანი, რომ მან უკანონოდ გაავრცელა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ შსს-მ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრარში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის ... ...

არქივი

ზაფრანი

რა თანხას ითხოვენ ვარსკვლავები ავტოგრაფის სანაცვლოდ

ბრიტანულმა გამოცემამ "Daily Mail" ვარსკვლავების...

„დაწყევლილი” ნახატები

1) სვეტლანა ტელეცის - “წვიმის...

ანჯელინა ჯოლის ბრძოლა სიგამხდრესთან

ჟურნალ "ვოგის" ცნობით 44 წლის...

საუკეთესო საყვარლები ესპანელი მამაკაცები ყოფილან

სხვადასხვა ქვეყნის 15 ათასი ქალის...

ქალებს მამაკაცებში ინტელექტი და ცნობადობა იზიდავთ

ცოტა ხნის წინ რამდენიმე ევროპულმა...
კარმიდამო ჩემი

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...