ნაციონალებს ყატარის პრინცის მიერ ნაჩუქარი სარეცხის მანქანების დაბრუნებას სთხოვენ

საზოგადოება

ნაციონალებს ყატარის პრინცის მიერ ნაჩუქარი სარეცხის მანქანების დაბრუნებას სთხოვენ

2012 ოქტ 19 14:49:40
ისინი ამტკიცებენ, რომ დახმარების გარეშე, ძირითადად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დარჩნენ.

პანკისელთა მტკიცებით, ყატარის პრინცი ხეობას ივლისში სტუმრობდა, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ამ ვიზიტის შესახებ არსად მოიძებნება. ამ პერიოდში საქართველოს ყატარიდან მართლაც ეწვია ყატარის წითელი ნახევარმთვარის გენერალური მდივანი სალეჰ ალი ალ მუჰანადი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი დოქტორი ოუსედიკ ფავზის შემადგენლობით. სავარაუდოდ, სწორედ ისინი ჩავიდნენ პანკისში და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი მათე ქავთარაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ზუსტი ინფორმაცია ყატარიდან გადმორიცხული თანხის შესახებ ვერსად მოიპოვა. მან საქართველოს წითელი ჯვრის ხელმძღვანელ ნანა ყეენიშვილსაც მიმართა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარი უთხრა.

"ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებას სოფლებში დიდი უკამყოფილება მოჰყვა. პირადად დავინტერესდი, რა თანხა გადმოირიცხა ყატარიდან და კონკრეტულად რა სახის პროდუქტისგან შედგებოდა თითოეული ყუთი, რადგან როდესაც ყუთები გაიხსნა, იქ ერთგვაროვანი პროდუქტი არ აღმოჩნდა _ ზოგან ძირითადად მაკარონი იდო, ზოგან კი _ ფქვილი. ეს იყო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი პროდუქტი. როგორც გავარკვიეთ, ყატარიდან გადმოირიცხა ფული და პროდუქტის შეძენა საქართველოში მოხდა," _ აცხადებს მათე ქავთარაშვილი "გურია ნიუსთან" საბარში.

ქავთარაშვილის მტკიცებით, პროდუქტის ნაწილი საკვებად უვარგისია, რადგან თაგვების მიერ არის შეჭმული. სოფელში ამბობენ, რომ ყუთები არჩევნებამდე ჩამოიტანეს ხეობაში და სხვადასხვა ფერმებში და სათავსოებში არასათანადო პირობებში ინახავდნენ.

სოფლის რწმუნებული მერაბ ქავთარაშვილი მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პროდუქტი დაზიანებული არ ყოფილა და მადლიერი ხალხი დღემდე უხდის მადლობას: "ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰუმანიტარული დახმარება განკუთვნილი იყო არა დუისის მოსახლეობისთვის, არამედ 800 ჩეჩენი ლტოლვილისთვის. როდესაც აღვწერეთ, აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახების უმრავლესობა აღარ ცხოვრობდა პანკისში. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ პროდუქტი სოციალურად დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაგვერიგებინა. პროდუქტს მართლაც ვინახავდით არჩევნებამდე, რადგან გვეშინოდა ამომრჩევლის მოსყიდვაში არ დავედანაშაულებინეთ," _ აცხადებს დუისის რწმუნებული "გურია ნიუსთან" საუბარში.

მერაბ ქავთარაშვილი ამბობს, რომ პირადად მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტს 800 ყუთზე, მაგრამ როდესაც დაითვალეს, აღმოჩნდა, რომ 23 ყუთი აკლდა. ეს ინფორმაცია მაშინვე მიაწოდეს თბილისში წითელ ჯვარს. დუისის რწმუნებულის მტკიცებით, პანკისის ხეობის სოფლებში 750 ყუთი დარიგდა, დარჩენილი 27 ყუთი კი მან მძღოლებს და მტვირთავებს დაურიგა:

"ყველა ყუთი აღნუსხული მაქვს მძღოლების და მტვირთავების ხელმოწერებით და პირადი ნომრებით. სახლში არაფერი წამიღია. ამ ამბიდან ტყუილად ცდილობენ სკანდალის აგორებას," _ აცხადებს ქავთარაშვილი.

პანკისის მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ქავთარაშვილმა პროდუქტი მაღაზიებს ჩააბარა და გაყიდა. ისინი ასევე ირწმუნებიან, რომ ყუთებს გახსნის კვალი ეტყობოდა, რაც მათ აფიქრებინებს, რომ პროდუქტის ნაწილი ვიღაცამ მიითვისა.

ანჟელა ქავთარაშვილის ოჯახი სოფელ დუისში ყველაზე ხელმოკლედ ცხოვრობს. "გურია ნიუსთან" საუბარში ის ამბობს, რომ პრინცი პირადად იმყოფებოდა მის სახლში: "მოვიდა და თავისი თვალით ნახა ყველაფერი, ფოტოებიც კი გადაუღო ჩემს ქოხს, მერე მკითხა, ყველაზე მეტად რა გჭირდებაო. სარეცხის მანქანა ვთხოვე და დამპირდა, გიყიდითო. პრინცი თან ახლდა ბელა ბაღაკაშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია."

"პრინცს" სარეცხის მანქანა სთხოვა კიდევ ერთმა ოჯახმა, რომელიც დაპირებულ საჩუქარს დღემდე ელოდება.

დუისის მკვიდრი ლეილა "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ სარეცხის მანქანები მართლაც შეუძინეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მაგრამ აღარ მისცეს: "მე როგორც ვიცი, ეს ტექნიკა ბელა ბაღაკაშვილის სახლში ინახებოდა. ამ სახლში სხვათაშორის ნაციონალების ოფისი იყო გახსნილი. ბელასთან ის ოჯახი მივიდა, ვისაც სარეცხის მანქანა ეკუთვნოდა, მაგრამ არ გაატანა _ არჩევნების მერე მოდი, თორემ ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაგვითვლიანო. არჩევნები რომ დამთავრდა, ოჯახმა კვლავ მიაკითხა, მაგრამ აღარაფერი დახვდა. ბელას უთქვამს, რა ვიცი, სად გაქრა, აქ ვინახავდი და, ალბათ, მოიპარესო. ოჯახმა "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა და ალბათ ეს იყო მიზეზი."

დუისის რწმუნებული მერაბ ქავთარაშვილი "გურია ნიუსთან: საუბარში სარეცხის მანქანების ყიდვის ფაქტს ადასტურებს: "სარეცხის მანქანები, რამდენიმე საცხობი ღუმელი და კიდევ სხვა საოჯახო ტექნიკა ბელას ოჯახში ინახებოდა. ჩემი ინფორმაციით, ეს ნივთები ღარიბ ოჯახებს დაურიგეს, ვის მისცეს და როდის, ეგ არ ვიცი. ბელასგან ვიცი, რომ კიდევ დარჩა რამდენიმე ღუმელი ."

დუისელები დღემდე ამაოდ ცდილობენ ყატარიდან გადმორიცხული თანხის ოდენობის დაზუსტებას.




 ახალი ამბები
  • რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ. ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.  მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" ... ...
  • ზვიად ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდაჟურნალისტი ზვიადი ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდა. ის რეგიონული ოფისების მენეჯერი გახდა. ცნობისთვის, ზვიად ქორიძე 2019 წლის 1 იანვრიდან ნოემბრამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებდა. აჭარის ტელევიზიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა თავად ზვიად ქორიძემ ისურვა. ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს. 1986-1987 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში "7 დღის" დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2018 წლის 31 დეკემბრამდე ... ...
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  ჩვენთან ინტერვიუში,  რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე  ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას,  რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ  ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. „დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული.  როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად  შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი  „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო.  ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ ... მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს.  მყავს  საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას... ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის - თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს