მაია ფანჯიკიძის ქმარს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ

საზოგადოება

მაია ფანჯიკიძის ქმარს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ

2012 დეკ 6 22:09:51
_ იგი რომელშიც სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პაატა თუშურაშვილს და ასოცირებულ პროფესორს ნესტან მერკვილაძეს პოლიტიკური ნიშნით მის სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ყოფილი ლექტორი სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზად, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსოფლმხედველობის და იდეოლოგიის ერთგულებას ასახელებს.

"გურია ნიუსი" პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით პაატა თუშურაშვილს, ნესტან მერკვილაძეს და სამსახურიდან გათავისუფლებულ ნოდარ სულაშვილს დაუკავშირდა.

_ ბატონო ნოდარ, რატომ გაგათავისუფლეს სამსახურიდან?

_ იმის გამო, რომ მე ვრჩები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის ერთგული. დავაფიქსირე მტკიცე, შეუვალი და მყარი პოზიცია, რომ საქართველო გახდეს ევრო-ატლანტიკური ბლოკის წევრი.

_ მხოლოდ ეს იყო გათავისუფლების მიზეზი?

_ არა, მხოლოდ ეს არა. ჩემი ლექციები ზუსტად მიჰყვებოდა ბიოქიმიის ეროვნულ სასწავლო გეგმას, ამიტომ, ძლიერ კონკურენტად ჩამთვალეს. საერთოდ არ ატარებდა 13 და 15-საათიან ლექციებს ასოცირებული პროფესორი ნესტან მერკვილაძე. მის ლექციაზე სტუდენტები არ დადიოდნენ, იმის გამო, რომ ძალიან სუსტად ფლობს ინგლისურ ენას; მე კი ოქსფორდში ვსწავლობდი... პროფესორმა ნესტან მერკვილაძემ დამინგრია კარიერა.

_ რატომ დაგიპირისპირდათ ნესტან მერკვილაძე?

_ პროფესორმა მერკვილაძემ დაინახა, რომ მე ვიყავი ახალგაზრდა, მოტივირებული ძლიერი სპეციალისტი და ყველაფერი გააკეთა, რათა პროფესორ პაატა თუშურაშვილს გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. შემდეგ, ჩემს ადგილზე არაგამჭვირვალედ და ჩუმად მიიღეს 3 ახალი თანამშრომელი _ პროფესორ ნესტან მერკვილაძის ახლობლები და მეგობრები. ასოცირებული პროფესორი ნესტან მერკვილაძე დღემდე პროტექციით, დარეკვით და ქრთამით წერს ნიშნებს; ამით იმადლიერებს სტუდენტების მშობლებს.

ჩემ მიერ დაგეგმილ სასწავლო პროცესში ყველა სტუდენტს ჰქონდა თავისი ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის და განვითარების საშუალება. სტუდენტებს შეექმნათ ყოველდღიური აკადემიური წინსვლის და ხარისხიანი განათლების მიღების მოტივაცია. იმის გამო, რომ გავლილი მაქვს საერთაშორისო სამედიცინო განათლება, სტაჟირება, ტრეინინგები ინდოეთის, თურქეთის და ბრიტანეთის წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებში და საუნივერსიტეტო კლინიკებში, გავეცანი სწავლების თანამედროვე ეფექტურ მეთოდებს და წარმატებით ვკითხულობ ლექციებს, როგორც ქართულ, ასევე უცხოენოვან (ინგლისურენოვან) სექტორში, ჩემმა სტუდენტებმა აჩვენეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ყოველდღიური აკადემიური წინსვლის უდიდესი მოტივაცია. ამ მიზეზების გამო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა თუშურაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა, ნესტან მერკვილაძემ აღარ გამიგრძელეს შრომითი კონტრაქტი, უკანონოდ, არასამართლიანად და უმიზეზოდ გამათავისუფლეს ბიოქიმიის დეპარტამენტიდან. მყავს უმუშევარი მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი, ინვალიდი _ მგლოვიარე მშობლები და ჯარში გარდაცვლილი 22 წლის ძმა. უმორჩილესად ვითხოვ, შეწყდეს ჩემ მიმართ პოლიტიკური დევნა, მოხდეს ბიოქიმიის დეპარტამენტში ჩემი კანონიერი აღდგენა, მომეცეს შესაძლებლობა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის რეალიზებით, შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი, წარმატებულ საუნივერსიტეტო საქმიანობაში.

ასოცირებული პროფესორი ნესტან მერკვილაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკას სრულებით არ უკავშირდება: "ნოდარ სულაშვილის მიერ ჩამოთვლილ არც ერთ პუნქტს არ ვეთანხმები და ღიმილის მომგვრელია. საერთოდ, პირადად მე, მისგან არანაირი პოლიტიკური მოსაზრება არ გამიგია. ჩვენთან, უნივერსიტეტში პოლიტიკური ნიშნით არ ხდება რამე სახის გარჩევა; ჩვენ ვართ პროფესორ-მასწავლებელები; ჩვენი საქმეა, ვემსახუროთ სტუდენტებს და აღვზარდოთ პროფესიონალი ექიმები. ის, რაც გარეთ ხდება, მეტნაკლებად ყველას გვეხება, მაგრამ ჩვენთან ეს არ ყოფილა განსჯის საგანი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "ფეისბუქი" არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ყველანაირ კომენტარს აკეთებს ამ მხარეს, იმ მხარეს... ეს არის მისი უფლება და აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია თავისი პოლიტიკური მოსაზრება გამოთქვას. იცით რაშია საქმე? იყო გარკვეული დისციპლინარული გადაცდენები, სხვადასხვა ნიუანსები, რომელიც არ შეესაბამებოდა პედაგოგიურ ქცევებს. ალბათ, უფრო მეტსაც ვიტყოდი _ ხშირ შემთხვევაში, ასეთი ადამიანის სტუდენტებთან შეშვება საშიშია. ეს ფაქიზი თემაა; ჩვენ სტუდენტს ვანდობთ პედაგოგს. გარდა იმისა, რომ შენს საქმეში უნდა იყო პროფესიონალი, კარგად იცოდე ბიოქიმია და გქონდეს სამედიცინო განათლება, აუცილებელია იყო კარგი პედაგოგი. იქ იყო რაღაც ხარვეზები, რის გამოც, ოფიციალური მითითება მიიღო ბატონი პაატას მხრიდან. გარდა ამისა, მინდა განვმარტო: ერთწლიანი კონტრაქიტ გულისხმობს იმას, რომ მოცემულ ვადებში ჩვენ ვიწვევთ პედაგოგს; როცა დასრულდება კონტრაქტის ვადა, გვაქვს უფლება, თავისუფლად გავაკეთოთ არჩევანი _ დავტოვოთ, ან შევცვალოთ ეს ადამიანი სხვა ლექტორით. შეიძლება გავიდეს ერთი წელი და ისევ მოვიწვიოთ ის ადამიანი. ჩვენთან იყვნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც კონტრაქტით გვყავდა, მაგრამ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ აღარ გავუგრძელეთ ვადა.

ნოდარ სულაშვილს შეუწყდა კონტრაქტი. ეს არ არის სამსახურიდან გაგდება. მე ვფიქრობ, რომ ბატონი პაატას მხრიდან კეთილი ნება იყო მისი სამსახურში მიღება. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა გეუბნებიან, რომ შენ უკვე შეგიწყდა ჩვენთან კონტრაქტი და ამ წელს ვერ გააგრძელებ მუშაობას, მაგრამ ეს სულიად ლეგიტიმური მოვლენაა. ვერც რექტორატი, ვერც პრემიერ მინისტრი, ვერ ეტყვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ეს უნდა მიიღო, ან ეს უნდა გაუშვაო. დეპარტამენტის ხელმძღვანელი თავად წყვეტს ამ საკითხს. პირადად მე ვფიქრობ, რომ სულაშვილი სამსახურიდან არ გაუგდიათ, ეს არასწორი ფორმულირებაა."

სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა თუშურაშვილმა "გურია ნისუთან" დეტალურად გაიხსენა, როგორ მიიღო ნოდარ სულაშვილი სამსახურში. ასევე განაცხადა, რომ იგი სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია.:

"მე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვმუშაობდი, როცა მითხრეს, ახალგაზრდა ადამიანია მოსული, ამბობს, რომ თქვენი ყოფილი სტუდენტია და თქვენთან უნდა შეხვედრაო. ჩავედი შესახვედრად, მაგრამ რომ გითხრათ მეცნო, მოგატყუებთ. მითხრა, სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებულიო. მე ფარმაცევტებსაც ვასწავლი ბიოქომიას და მთხოვა, ძალიან მინდა მუშაობის დაწყება, უფულოდ ვარ, მყავს შვილი, უცხო ენები ვიცი და ა.შ.

მე მგონი, ამ დროს აბსოლუტურად ნორმალური რეაქციაა დაეხმარო ადამიანს, თუ ამის საშუალება გაქვს. ექსპერტიზის ბიუროში ამის საშუალება არ არის, მაგრამ ჩვენ საშუალება გვაქვს უნივერსიტეტში პერიოდულად მოვიწვიოთ პედაგოგები. ვიფიქრე, თუ საშუალება გვექნება, მოვიწვევ, დავაკვირდები, როგორ წარმართავს თავის საქმიანობას. მართლაც, როცა გაჩნდა ასეთი საშუალება, მოვიწვიეთ ორი ადამიანი; ერთი _ ჩვენი კურსდამთავრებული ახალგაზრდა ექიმი და მეორე _ ბატონი ნოდარი.

მუშაობიდან ცოტა ხანში, ისეთი სურათი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი დეპარტამენტისთვის არ იყო სასურველი. ნამდვილად გადავწყვიტე, ეს ადამიანი გამეშვა სამსახურიდან. ამ საკითხის გამო, ჩემს ხელმძღვანელობას დავუკავშირდი, ავუხსენი, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაში ვიმყოფებოდი და გადავწყვიტეთ მშვიდობიანად მოგვეგვარებინა საკითხი, ისე, რომ ხელი არ შეშლოდა სწავლის პროცესს სასწავლო სწავლის ბოლომდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

ნოდარ სულაშვილს ამოეწურა შრომითი კონტრაქტი და ამით მორჩა მისი მოწვეულ პედაგოგად მუშაობა. გათავისუფლებამდე 2-ჯერ, მე ამ ადამიანს საყვედური გამოვუცხადე. ერთხელ, განათლების სამინისტროში იყო მისული და ჩემზე რაღაც პასკვილებს წერდა, სამუშაო საათებში. კეთილი ინებე, მოდი სამსახურში, დაგიმთავრდება სამსახური და მერე რაც გინდა ის ქენი...

შეაწუხა ირგვლივ ყველა, თუ ვინმეს ვიცნობდი, მაგრამ ჩემთვის კრიტიკული აღმოჩნდა, როდესაც ზარები დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან. მათ შორის, ერთ-ერთი ზარი იყო ირაკლი ალასანიას პარტიიდან, რომ მათი თანაპარტიელი ჩივის. შეგიძლიათ მათთან გადაამოწმოთ _ სულაშვილი იყო მათი თანაპარტიელი. ჯერ ვანო მერაბიშვილის მომხრე იყო; მერე გაიგო, რომ ნათესავური კავშირი მაქვს ბატონ ირაკლი ალასანიასთან და გახდა "თავისუფალი დემოკრატების" წევრი. დამიკავშირდა პარტიის გენერალური მდივანი, ზურაბ აბაშიძე და მითხრა: შენი ჭირიმე, რა ხდება გამარკვიეო. ისე არ არის საქმე, როგორც ეს ადამიანი ხატავს, ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ ადამიანს, რომ დაეწერა, გამათავისუფლეს იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი ვარო, ალბათ, თქვენც ცოტა სხვანაირად აღიქვამდით. ჩემთან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი კოორდინატორები მუშაობენ. რატომ უნდა ვიცოდე ჩემი თანამშრომლების პოლიტიკური მრწამსი?! იგი "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის წევრი იყო, როცა ჩვენთან ამოეწურა შრომითი კონტრაქტი; როცა უნდოდა გაეგრძელებინა ეს კონტრაქტი, მაშინაც ამ პარტიის წევრი იყო, რადგან დამირეკეს და მითხრეს, ახალგაზრდა ადამიანია, ჩვენი თანაპარტიელია და თუ გაქვს საშუალება, რომ გაითვალისწინოო... თავად შეგიძლიათ ჰკითხოთ.

დიდი დრო მაქვს ევროპაში გატარებული, ნამუშევარი ვარ აშშ-ში, მიცხოვრია დემოკრატიაში, ვიცი, რა არის დემოკრატია... როცა საქმე ჩემს პროფესიას, ჩემს სამსახურს ეხება, ესაა ჩემთვის როგორც კი მიხვდა, რომ ჩემგან არ ექნება ახალი კონტრაქტი, უცებ გახდა "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი".

ნოდარ სულაშვილი ამბობს, რომ მან განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე-რექტორს დავით ჭავჭანიძეს, რექტორის მოადგილეს რიმა ბერიშვილს, უნივერსიტეტის კანცლერს ზურაბ ორჯონიკიძეს, ბიოქიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პაატა თუშურაშვილს და ითხოვდა შრომითი კონტრაქტის გაგრძელებას.

უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას ოფიციალური პასუხი ამგვარია: "კონკრეტულ პირებთან მოწვეულ მასწავლებლებთან ხელშეკრულების დადებისთვის მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს, დეპარტამენტის/მიმართულების ხელმძღვანელის მიერ. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როდესაც არ არსებობს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოთხოვნა და, ამასთან, სასწავლო პროცესი დაწყებულია, საკითხის განხილვა შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას 2012-2013 სასწავლო წელს თქვენთან, როგორც მოწვეულ მასწავლებელთან, გააფორმოს ხელშეკრულება."




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...