ბახვი 3 ჰესი-ს ხელმძღვანელობა სიმძლავრის გაზრდაზე პასუხს ელოდება

საზოგადოება

ბახვი 3 ჰესი-ს ხელმძღვანელობა სიმძლავრის გაზრდაზე პასუხს ელოდება

2013 იან 5 11:34:58

სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში თავიდან უნდა მომზადდეს. ჰესის მფლობელების დაკვეთით, ეს სამუშაო, „გამა კონსალტინგმა“ უკვე განახორციელა და ანგარიშიც დადო. დასკვნაში აღნიშნუალია, რომ ბახვი 3 ჰესის სიმძლავრის 9.8 მეგავატამდე გაზრდა შესაძლებელია.

ჰესი კომპანია "ბახვი ჰაიდრო პაუერის" მფლობელობაშია. კომპანიის ხელმძღვანელობამ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“ "გამა კონსალტინგი"-ს და კომპანია "KG Energi“-ს წარმომადგენლებთან ერთად გამართა.

სახელწიფო პროგრამის "განახლებადი ენერგია 2008" ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, 2009 წელს ენერგეტიკის სამინისტროსა და თურქულ კომპანია KGM-სს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის საფუძველზე KGM-სსა და მის შვილობილ ქართულ კომპანიებს ოზურგეთის რაიონში მდინარე ბახვისწყალზე კასკადური ტიპის მცირე და საშუალო ჰესების - ბახვი 1, ბახვი 2, ბახვი 3 და ბახვი 5-ის მშენებლობის, ოპერირებისა და მფლობელობის უფლება მიენიჭათ. თურქული KGM საქართველოში ორი შვილობილი კომპანიის - „ბახვი ჰაიდრო პაუერი“-სა და „KG Energi“-ს მფლობელია.

თურქული KGM-ის შვილობილ კომპანიებში აცხადებენ, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ 6 მგვტ სიმძლავრის ჰესის აგებაზე შესაბამისი სამშენებლო ნებართვა აქვთ, თუმცა "პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე გამოიკვეთა დადგმული სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობა 9.8 მგვტ-მდე. შესაბამისად, ჩვენ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განვახორციელეთ, მათ შორის, გაზრდილ სიმძლავრესთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი ანგარიში შევუკვეთეთ." - ამბობს „KG Energy”-ს დირექტორი ვახტანგ ღონღაძე.

„გამა კონსალტინგის“ ეკოლოგიური განყოფილების უფროსის ჯუღელი ახვლედიანის განცხადებით, პირველი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 2010 წელსაა გაცემული, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა წარმოდგენილი გეგმა ეკოლოგიურად ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე წინა გეგმა იყო.

გარემოზე ზემოქმედების ახალი ანგარიში რამდენიმე დღეში გარემოს დაცვის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს,  და არასამთავრობო ორგანიზაციებს განსახილველად გადაეგზავნებათ. გვსურს, განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღონ, როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დღეიდან არაუმეტეს 50 დღის განმავლობაში საჯარო განხილვა მოეწყობა. სავარაუდოდ, ეს ოზურგეთში მოხდება. პარალელურად ანგარიშს განიხილავენ გარემოს დაცვის სამინისტროში. თუ კი ეს უწყება ბახვი 3 ჰესის გაზრდილ სიმძლავრეზე  დადებით დასკვნას დადებს, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სამშენებლო ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს. თუ რომელიმე მათგანი 9.8 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას არ დაეთანხმება, გაზრდილი სიმძლავრის ჰესს ექსპლუატაციაში ვერ შევიყვანთ. შეგვეძლება მხოლოდ 6 მგვტ სიმძლავრის ჰესის აშენება. დამატებითი ენერგია კი დაიკარგება. საბოლოო პასუხი ცნობილი ალბათ სამ თვეში იქნება... ახლა ჰესზე მშენებლობა მიმდინარეობს და შესაბამისად ელექტროენერგიის გამომუშავება არ ხდება. გენერაცია სავარაუდოდ, ივნისის, ან ივლისის თვეში დაიწყება,“ – აცხადებს ვახტანგ ღონღაძე.

ბახვი 3 ჰესის მშენებლობაზე უკვე დახარჯულია 11 მლნ-ზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჰესზე სამუშაოების 80 პროცენტი შესრულებულოია. 6 მგვტ სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავების შემთხვევაში 2 აგრეგატია საჭირო, თუ კი სიმძლავრის გაზრდის ნებართვას მიიღებენ, კომპანიის ხელმძღვანელობა იქ მესამე აგრეგატს დააყენებს. ბახვი 3 ჰესზე ახლა დაზიანებული ჰესის ერთ-ერთი მთავარი შენობის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. დაზიანება კი მეწყერმა გამოიწვია.

მიმდინარე წლის სექტემბერში ბახვი 3 ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მთა ჩამოიშალა, რამაც ჰესის მთავარი სამანქანე დანადგარების შენობა გაანადგურა. ზარალმა 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.  “მეწყერის გამომწვევი მიზეზი იყო პროექტში არსებული არასაკმარისი გათვლა, რომელიც ახლა გამოსწორების პროცესშია. პროექტირება და ჰესის მშენებლობა ერთ-ერთი კომპანიისთვის გვქონდა შეკვეთილი. მისი განხორციელების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ პროექტში საკმარისი გათვლები მოცემული არ იყო იმისთვის, რომ მთის ჩამოშლისგან თავის დასაცავად გარკვეული პრევენციული ზომების მიღება მომხდარიყო. ახლა ეს გამოსწორების სტადიაშია,“ - გვითხრა ვახტანგ ღონღაძემ.

კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ბახვი 3 ჰესის პროექტი მოამზადა და ამავდროულად სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს „ჯორჯიან ჰაიდერ პაუერია“. „ბახვი ჰაიდრო პაუერში“ აცხადებენ, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ, რადგანაც მშენებლობასთან დაკავშირებით მათ გარკვეული ვალდებულებები შესასრულებელი აქვთ.

„ბახვი ჰაიდელ პაუერის“ ხელმძღვანელობის თქმით, თუ კი შესაბამისი სტრუქტურები სიმძლავრის გაზრდაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, 9,8 მგვტ სიმძლავრის ჰესი ექსპლუატაციაში მომავალი წლის ზაფხულისთვის შევა.

რაც შეეხება ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესებს, მშენებლობამდე ტერიტორიის შესწავლის მიზნით, ბახმაროს ხეობაში ჯერ გეოლოგიური კვლევები ტარდება. აგვისტომდე იქ სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება. ბახვი 5–ზე კი, ამ ტიპის კვლევა უკვე მომზადებულია და ენერგეტიკის სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ოზურგეთის რაიონში მდინარე ბახვისწყალზე კასკადური ტიპის ჰესების - ბახვი1, ბახვი 2, ბახვი3 და ბახვი 5 – ის აშენების შემთხვევაში 55 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის შექმნაა დაგეგმილი. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებთ, ზამთრის განმავლობაში, ან საჭიროების შემთხვევაში ჰესებიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველოს მიაწვდიან, სხვა პერიოდში კი მისი იმპორტი განხორციელდება.




 ახალი ამბები
  • სეირნობისას ნაპოვნი კოლხური ოქროს საყურე ჟურნალისტი და გიდი ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ ნაპოვნი კოლხური ოქროს საყურე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცა. “სეირნობის დროს ვიპოვე ერთ ადგილას. მზეზე მიწიდან ამოშვერილი ნაწილი ელვარებდა და იმით. გაოცდებით და რვა თვის შემდეგ ისევ იმ ადგილას მოვხვდი და ამისი მეორე ცალი ვიპოვე. არქეოლოგებმა ჩვენს წელთააღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით დაათარიღეს. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადავეცი. ნივთი ჯერჯერობით გამოფენილი, არ არის, რადგან შესწავლა-კონსერვაცია მიმდინარეობს. ძალიან დიდია და ეფექტური. საოცარად დახვეწილი ნახელავია. სანამ მუზეუმს გადავცემდი, სახლში ეს ფოტო გადავუღე.“- წერს ფეისბუქში ზურაბ ბაუჟაძე.  ... ...
  • როგორ ჩატარდა წირვა ჩოხატაურში _ დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარებას აღნიშნავსდღეს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს _ ხარებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.  სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. გუშინ, ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. "დარჩით სახლში და ილოცეთ სახლიდან. დავიცვათ ჩვენი ეკლესია", _ მოუწოდა იმნაძემ მორწმუნეებს, რომალთა დიდი ნაწილი საღვთო ლიტურღიას, მართლაც არ ესწრებოდა. ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებებს ითვალისწინებდა და მორწმუნეები ტაძრის ეზოში სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ. ტაძარში სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები და რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 1 აპრილს მრევლს მიმართა. ილია მეორის მიმართვაში წერია, რომ რომ მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, შეუძლიათ სახლში დარჩნენ. პატრიარქი ასევე ურჩევს მრევლს, შეასრულონ მითითებები და ტაძარებსა და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცვან დისტანცია, საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც. "გურია ნიუსი" გილოცავთ დღესასწაულს და ჯანმრთელობას ... ...
  • კალაძე: ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდებათბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის, გადაიდება მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი. „რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოგვიწევს. სამწუხაროდ, მოგვიწევს ბევრ პროექტზე ვთქვათ უარი, იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება. არაერთი მნიშნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დაანონსებული, დროებით  შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს გამოცხადდა, შეჩერებული იქნება“, - განაცხადა კახა ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევა - კახეთში გოგოს ხელის თხოვნა 27 000 ლარი დაჯდაცოტა ხნის წინ,  კომენდანტის  საათის დარღვევისთვის, 9 პირი 3 000-3 000 ლარით დააჯარიმეს თელავში, სოფელ ყარაჯალაში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთი დაჯარიმებულის ახლობელმა განუცხადა, თანასოფლელი ბიჭი  მის მეგობრებთან ერთად, გოგოს ხელის სათხოვნელად მიდიოდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" მერის წარმომადგენელთან, შალვა ახმედოვთან შეეცადა, თუმცა, მან ეს ფაქტი არ დაადასტურა. "არ ვიცი,ინფორმაციას არ ვფლობ",_ ამბობს ... ...
  • ჯანდაცვის სამინისტრო 60 წელს გადაცილებულთა პნევმოკოკზე აცრას გეგმავსსახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არის ვერსია, რომ ეს აცრა შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუგში და მოხდეს ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ ვაქცინის განახლება ამ მოქალაქეებში. „ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“, - განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...