გოჩა ძასოხოვის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საზოგადოება

გოჩა ძასოხოვის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

11 იან. 2013, 16:52:27

თქვენო უწმიდესობავ და  უნეტარესობავ!

უდიდესი სიხარულით  ვასრულებ "საქართველოს ხალხთა ასამბლეის" დამფუძნებელთა დავალებას  და მომავლის იმედით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ახალ წელს, აღსაყდრების  35 და დაბადების  80  წლისთავს.
ჩვენ - ასამბლეა, ათასობით  ადამიანი ვართ:  ქართველები, აფხაზები, ოსები, ბერძნები,რუსები, უკრაინელები, იეზიდები,ქურთები, სომხები,აზერბაიჯანელები, ებრაელები, რომლებმაც ნებით, თუ იძულებით დავტოვეთ  საქართველო,მაგრამ ვცხოვრობდით  და ვცხოვრობთ  საქართველოთი, საქართველოსა და ქართველი ხალხის  სიყვარულით.
თქვენს მიერ  ხალხისადმი ყველა გზავნილი  ეპისტოლეების  სახით, სულიერ საზრდოს  წარმოადგენს   მრავალი წლის   განმავლობაში ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენთვის, თქვენ განსაკუთრებული იმედი ხართ. ვინ - ვინ და ჩვენ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხე - კუნჭულში აღმოჩენილებმა  დავინახეთ თქვენი ავტორიტეტი, უდიდესი განწყობა,რომელიც თქვენს  მიმართ მთელს მსოფლიოშია.ჩვენ ეს  განსაკუთრებულად გვეამაყება, რადგან  «საქართველოს  ხალხთა ასამბლეა» თქვენი ლოცვა- კურთხევით  შეიქმნა  და თქვენი დიდი მხარდაჭერით  განაგრძობს  საქმიანობას.
ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით თქვენს ვიზიტს მოსკოვში, სადაც თქვენ დიდი საერთაშორისო პრემია გადმოგეცემათ.ჩვენ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, რადგან გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, რომელთაც, ჩვენი აზრით, დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია  საქართველოსათვის. ჩვენ ამ გეგმების განხილვას  და  დამტკიცებას  ვაპირებთ  საქართველოს  ხალხთა ასამბლეის  მეორე  ყრილობაზე, რომელიც  გვინდა ჩავატაროთ თბილისში  მიმდინარე წლის  მაისში.
ღმერთი განსაცდელს უწყობს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, მაგრამ განსაცდელი ბოროტება  კი არა  სიკეთეა, თუ ჩვენ ვხედავთ  და ვაანალიზებთ  ყოველივე ამის  მიზეზს. ფაქტია ისიც, ღმერთმა ყველაზე მძიმე ჟამს, განსაცდელის  ჟამს თქვენი თავი მოუვლინა  საქართველოს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის.
მეამაყება, რომ  ამ დღეებში  ქალაქ  ვლადიკავკაზში  უამრავ  ქართველსა და ოსს შევხვდი  და ბევრ მათგანთან   ერთად ვილოცეთ  თქვენთვის....ეს   4 იანვარს, თქვენი დაბადების   80 წლისთავის  დღეს  შედგა. მეამაყება და ყველა ოსი ამაყობს იმით, რომ თქვენ  თანამედროვეობის  ერთ- ერთი  გამორჩეული პიროვნება დაიბადეთ ვლადიკავკაზში,მოინათლეთ ვლადიკავკაზის  ქართულ  ეკლესიაში, რომ თქვენს  სახელთან  არის  დაკავშირებული  ვლადიკავკაზის  ცენტრში  მდებარე   ქართული სკოლა, რომელსაც როგორც სანთოების  სახლს  ისე უვლიან  ვლადიკავკაზელები.
კიდევ  ერთხელ  გიდასტურებთ დიდ პატივისცემას «საქართველოს  ხალხთა ასამბლეის»  სახელით და მადლობას გწირავთ  თქვენი   სათნეობისათვის, რამაც  გადაარჩინა  საქართველო, გადაგვარჩინა ჩვენ, გადაარჩინა ჩემი ოჯახი და გადაარჩინა  ჩვენში  საქართველო. ეჭვი არ გვეპარება, მომავალი ამას დაადასტურებს, რომ თქვენ გადაარჩინეთ საქართველო!

დღეგრძელი  იყავით მომავლის საქართველოსათვის!


მონა ღვთისა, "საქართველოს ხალხთა ასამბლეის" პრეზიდენტი

გოჩა  ძასოხოვი




 ახალი ამბები
  • იენს სტოლტენბერგი - ვაძლიერებთ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერასვაძლიერებთ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაიმართა. მინისტერიალზე დიპლომატებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. „დღევანდელ მინისტერიალზე შემოგვიერთდნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში შექმნილი სიტუაცია. ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. რუსეთი აგრძელებს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას. ის აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას ყირიმში და შავ ზღვის რეგიონში სამხედროებს აგზავნის. ნატო პასუხობს რუსეთს წარმომადგენლობის გაზრდით ხმელეთზე, ზღვასა და საჰაერო სივრცეში. გასულ კვირას ნატო-ს სამხედრო ხომალდებმა ჩაატარეს წვრთნა ამერიკულ ხომალდ „დონალდ კუკის“ მონაწილეობით შავ ზღვაში. საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ღირებული პარტნიორები და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მისიებში. ჩვენ განვიხილეთ მათი რეფორმების პროგრამა და ვაძლიერებთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. მე კმაყოფილი ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ განახლებული არსებითი პაკეტის მიღება დაამტკიცეს. მინისტრები შეთანხმდნენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე მეტი ვიცოდეთ და გავაძლიეროთ დიალოგი ორივე პარტნიორთან“, – განაცხადა ... ...
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი გამოავლინასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.  ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 3 990 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 16 359 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ... ...
  • ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებსდღეს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17 საათისთვის არის დანიშნული. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი ... ...
  • ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 2 000 კვმ მიწის ფართი, შსს-ს უსასყიდლოდ გადაეცემაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელიც 27 ნოემბერს, 12 საათისთვის იყო დანიშნული, თითქმის, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. განცალკევებით მდგარი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია კარგა ხანს ურეკავდა დეპუტატებს, რომ სხდომაზე მოსულიყვნენ. მალე დეპუტატთა რიგებს შემოემატნენ ლეიბორისტი დავით მამალაძე, " ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი დეპუტატები _ დავით მდინარაძე და დავით ჭაკნელიძე, რის შემდეგაც სხდომა დაიწყო. _ მეგობრებო, ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა. ვიცი, რომ ზოგი ტესტირებაზე იყო, ზოგიც ავად არის, თუმცა, უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება, სიფრთხილის დაცვა და ასე მუშაობაა საჭირო. ბიუჯეტი მისაღებია. დიდი მადლობა ყველას, რომ შეძელით მოსვლა, _ ასე მიმართა დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებს და მათ დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი გააცნო. საკრებულოს წევრებმა, ცალკეული საკითხების ირგვლივ განკარგულებები, რომლებიც კომისიების სხდომებზე იყო განხილული და აღარ საჭიროებდა კვლავ განხილვას, მსჯელობის გარეშე მიიღეს. ამასთანავე, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, რომელთაგან ზოგს ტაშიც კი დაუკრეს. მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა საკითხი "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ" _ ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული 2 000 კვ.მ. მიწის ფართი, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცემა. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი განიხილეს კომისიაზე და მიზანშეწონილად ცნეს სამინისტროსთვის აღნიშნული ფართის გადაცემა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც სხდომაზე დასმული კითხვების პასუხებიდან გახდა ცნობილი, საპატრულო პოლიციისთვის მოეწყობა სადგომი, სადაც საჯარიმოდ გადატანილ ავტომანქანებს განათავსებენ. საკითხი _ "მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ", იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ წარმოადგინა. საკითხის ირგვლივ საუბრისას მან განმარტა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნება ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილება. ახალ განყოფილებაში ხუთი თანამშრომელი იმუშავებს. დარბაზიდან გაისმა საკრებულოს წევრთა კითხვები კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, ადგილზე მოხდება შერჩევა თუ ცალკეული პირები კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. _ შესაძლოა, გამოცხადდეს შიდა კონკურსი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, _ განაცხადა ლაშა თავაძემ. იმ შემთხვევაში, თუ შიდა კონკურსი ჩატარდება და გამარჯვებულები დაიკავებენ ბავშვთა მომსახურების განყოფილების თანამშრომელთა ადგილებს, მერიაში გათავისუფლებულ საშტატო ერთეულებზე სამომავლოდ გამოცხადდება კონკურსი ახალი თანამშრომლების დასანიშნად. თავაძემ განმარტა, რომ მერიის რომელიმე თანამშრომელი თუ ბავშვთა განყოფილებაში გადავა სამუშაოდ შიდა კონკურსის საფუძველზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორ ადგილზე იმუშავებს და ასე კითხვა არც უნდა დაისვას. საკრებულოს წევრმა დავით მდინარაძემ, რომელიც პროფესიით პედიატრია და საბავშვო კლინიკას ხელმძღვანელობს, გამოთქვა თვალსაზრისი, რომ კადრების შერჩევას სერიოზულად უნდა მიუდგნენ: _ სერიოზული სფეროა და ძალზე გულისხმიერი მიდგომა სჭირდება. აუცილებელია კადრების  სწორად შერჩევა, _ თქვა მან. ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილებაში დასაქმებულ ხუთ თანამშრომელს, სხვადასხვა პოზიციაზე, ხელფასი განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობით: განყოფილების უფროსი _ 1 400 ლარი; უფროსი სპეციალისტი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი _ 1 100 ლარი; ბავშვის ფსიქოლოგი _ 1 000 ლარი; უფროსი სპეციალისტი ბავშვის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში _ 900 ლარი და უფროსი სპეციალისტი, ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი _ 900 ლარი. სხვადასხვა თვალსაზრისის გამოთქმის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს. საკრებულომ მოისმინა მერის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დასაფინანსებელი პროექტების და ა(ა)იპ "სოციალური პროექტების განვითარების ფონდის" მიერ წარმოდგენილი წინადადებები _ დეპუტატებმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას უყარეს კენჭი, მომხსენებელმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა პროექტების ჩამონათვალის ირგვლივ: _ ეს იქნება ციხისფერდი-გურიანთის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ ხვარბეთში და ძიმითში სასოფლო გზების რეაბილიტაცია, ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტება, სოფელ შრომაში საბავშვო ბაღის მოწყობა, საბაგირო გზის მოწყობა მთისპირი-ბახმაროს მიმართულებით და სხვა, _ თქვა მამეშვილმა. _ სულ ცოტა, ამ პროექტების გახორციელების შემთხვევაში, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ასიგნებებს თანხა დაერიცხება და ეს იქნება ძალიან კარგი. მაინტერესებს, ეს სააგენტო ხომ არ ითხოვს ე. წ. განზრახვათა წერილს. როგორც ვიცი, იყო შეხვედრები მერთან. და ხომ არ მომზადებულა ასეთი წერილი? _ იკითხა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, რაზეც მამეშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ ყოფილა ასეთი მოთხოვნა. საკრებულოს წევრმა, სოფელ ნატანების დეპუტატმა თამაზ ტუღუშმა უკმაყოფილება გამოთქვა ნატანებში მუსიკალური სკოლისთვის რემონტის დაგვიანების გამო. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ მას უპასუხა, რომ მომავალ წელს მოხერხდება ამის გაკეთება: _ ახლა სკოლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. ამიტომ, ჯერ სხვა პროექტებს მივხედოთ და შემდეგ _ მუსიკალურ სკოლას, _ თქვა გიორგაძემ და მიანიშნა, რომ ჯერ რეგფონდის და სოციალური პროექტების განვითარების ფონდის წარმოდგენილ პროექტებს სჭირდება მხარდაჭერა: _ კარგია ერთი პროექტი ნატანებშიც თუ გახორციელდება. მერე ერთ თეთრს არ მოვითხოვ ბიუჯეტიდან, _ იუმორით დაასრულა თავის გამოსვლა თამაზ ტუღუშმა. სხდომაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო პირობების და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცება", რაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღეს. როგორც მომხსენებელმა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, თემურ მურვანიძემ განმარტა, ცალკეულ ტრანსპორტის მარშრუტებზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ოზურგეთშიც გამოცხადდება კონკურსი: _ მასში მონაწილეობის უფლება ექნებათ როგორც ორგანიზაციებს, ისე _ ფიზიკურ პირებს. ვინც კონკურსში გაიმარჯვებს, მიიღებს ნებართვას უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერისგან. მსგავსი კონკურსი 2000 წელს მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში ჩატარდა. ახლა ჩატარდება კონკურსი ტრანსპორტის კანონში ცვლილების საფუძველზე, რის შემდეგაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულად დარეგულირდება შიდა გზებზე მგზავრთა გადაყვანა, _ თქვა ... ...
  • ავარიას სუფსაში ერთი ადამიანი ემსხვერპლაროგორც ვიუწყებოდით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომაქანა დაეჯახა. შემთხვევა სუფსაში საღამოს, დაახლოებით 7 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხევას ერთი ადამიანი იმსხვერპლა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით. ამავე თემაზე; ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში - არის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...