"ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას"! _ კარვები "თიბისი ბანკის" შენობის წინ

საზოგადოება

"ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას"! _ კარვები "თიბისი ბანკის" შენობის წინ

2013 იან 26 10:29:40

2012 წლის ოქტომბერში,  წითელი არმიის სახელობის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილ შენობაში, თავშესაფრის მაძიებელი 72  ოჯახი საცხოვრებლად შევიდა. აქედან 29 დევნილი, დანარჩენი კი სოციალურად დაუცველი ადამიანია.

"გურია ნიუსს" იქ მაცხოვრებლებმა განუცხადეს, რომ შენობის მეპატრონე "თიბისი ბანკია", რომლის თანამშრომლებიც 3 დღის წინ მათთან მივიდნენ და გააფრთხილეს, 4 დღეში შენობა უნდა დატოვოთ, რემოტს ვიწყებთო.  შენობას არ გააჩნია, ფანჯარა, სველი წერტილი და იქ ანტისანიტარია სუფევს.  ყოფილი სამხედრო ოლქის შენობაში მცხოვრები ქალბატონი, რომელსაც 6 წლის  ავადმყოფი გოგონა ჰყავს, ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს:

"ერთ ოთახში ვცხოვრობთ, მე, ჩემი და, დისშვილი და ჩემი ნათლული. შეშა არ გვაქვს,  ძველ "ტუფლებს" ვწვავთ და ისე ვთბები, მინდა გადავრჩე. საჭმლის გაკეთებაზე ზედმეტია საუბარი. არ შეიძლება ასე ცხოვრობდეს 6 წლის ბავშვი, რომელიც კობახიძის სახელობის სკოლამ ნიჭიერად აღიარა. რომ წავიდე, სად წავიდე?! ვის მივაკითხო, არ ვიცი. დენი  და წყალი ჩვენ არ გვაქვს. სანთელია ჩვენი შუქი.

"თიბისი ბანკის" წარმომადგენელმა გვითხრა: ახალი წელი ხომ გაცალეთ, ახლა გადითo,"  -აცხადებს გიორგი მარჯანიძე, რომელმაც დედის ოპერაციის გამო ქარელში საცხოვრებელი სახლი გაყიდა, სოციალურად დაუცველია და 10 წელია თავშესაფარს ეძებს.

ლტოლვლთა და განსახლების სამინიტროს წამომადგენელმა, მურად  აბლოთიამ "გურია ნიუსთან" განაცხადა: "ეს შენობა "თიბისი ბანკის" საკუთრებაა. დარწმუნებული ვარ, ბანკი კანონის ფარგლებში მოქმედებს.

ყველა ამ ადამიანის მოთხოვნა შესწავლილია. ვისაც ეკუთვნოდა, ყველა აცხადებს, რომ მთავრობის 200 ლარიანი ქირის პროგრამაში ზიან. შესაბამისად, თანხები უნდა აიღონ და ფართი დაიქირაონ. ამ წუთისთვის, სამინისტრო  ობიექტების რეაბილიტაციას და საცხოვრებელ ბინებად გადაკეთებას ახდენს. ამ ადამიანების განცხადებების განხილვა ინდივიდულურად მოხდება.  შეფასდება კრიტერიუმების მიხედვით. ვისაც ეკუთვნის, საცხოვრებელ ფართს ყველა მიიღებს, იქ სადაც მათ ეკუთვნით, რამდენიც ეკუთვნით სულადობის მიხედვით.

აქ მყოფ ადამიანებს შევთავაზეთ ქირა, მაგრამ ნაწილმა უარი განაცხადა. აქ დგანან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ქირა აიღეს. ქირასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ ადგილობრივებზე ყველაფერი ანალოგიურად ხორციელდება. მაგრამ, ადგილობრივი სოციალურად დაუცველების ბინის უზრუნველყოფა ჩვენი კომპეტენცია არ არის.  ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ დევნილებზე. ადგილობრივ სოციალურად დაუცველებს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა მიხედოს.

სამინისტროს პოზიცია არის ასეთი: ამ ხალხს, ვისაც ქირა შესთავაზეს და უარი თქვეს, უნდა აიღონ.  თუ ვინმეს არ შეხვდა, შევისწავლით, თუ რამე შეცდომა იყო, ვნახავთ და გამოსწორდება. თუ ქირა არ აიღეს, გამოდის, ამ ადამინებს აქვთ საცხოვრებელი, ან ისეთი შემოსავალი, რომ  თვითონ შეუძლიათ იქირაონ ფართი. ჩვენს მიერ,  ძალიან ბევრს ჰქონდა ბინები კომპენსირებული. მაგრამ, მაინც შეიჭრნენ. ბევრი ცდილობს გაჭირვებული ადამიანის ხარჯზე   ხელის მოთბობას.

"გური ნიუსი"  ამ საკითხთან დაკავშირებით, შენობის მეპატრონეს, "თიბისი ბანკის" საგარეო ურთიერთობების და მედია კომუნიკაციის  დირექტორს, თამუნა კირვალიძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო თამუნა, წითელი არმიის სახელობის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი შენობაში 72 თავშესაფარის მაძიებელი ცხოვრობს, რომელებსაც კარავი აქვთ გაშლილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  "გურია ნიუსთან" ამბობენ, რომ "თიბისი ბანკის" წარმომადგენლებმა შენობის დასაცლელად 4 დღიანი ვადა მისცეს.

_ არავითარი ვადა არ მიუციათ. რამდენი ხანია მანდ არიან, კაციშვილს არ შეუწუხებია. პირიქით, როდესაც შენობაში შევიდნენ, მე მისული ვიყავი და ვუთხარი: ჩვენ ყველას გავაგებინებთ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, პრესას, ტელევიზიას  ყურადღება მოგაქციონ. მანამდე იყავით, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ-თქო. ახლა რომ აცივდა, ეტყობა კარავი დადგეს. ჩვენი წარმომადგენელი მივიდა  და უთხრა: უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჩვენ ვალდებული ვართ გაცნობოთ აქ ბავშვები დარბიან, გაქვთ პირადი  ნივთები, ძალიან მალე, იმ კვირაში ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებსო... შენობა რომ ვიყიდეთ 12 000 000 გადავიხადეთ. კერძო საკუთრებაა და ვიწყებთ რემონტს. ტყუილად ხომ არ ვიყიდეთ?! მათ უთხრეს, რომ რემონტს ვიწყებთ, რომელიც თქვენ გარკვეულ დისკომფორტს შეგიქმნით. უსაფრთხოების მხრივადაც რისკია. თუ შეიძლება, გაითვალისწინეთო. პირდაპირ მუშებს ხომ არ მივაყენებდით ერთ მშვენიერ დღეს?! კარვის გაშლა რას ნიშნავს, გამაგრებას აპირებდნენ გრძელვადიანად? ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. ახლა პიკეტის მოწყობასაც გეგმავენ. მაგრამ, რა ვქნათ, ერთი სამინისტრო, მეორე სამინისტრო, პრესა, ტელევიზია,  საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული. მათ სახელმწიფო თუ არ მიხედავს, ჩვენ სახლს ხომ არ ვუყიდით, რა გავაკეთოთ?!

_ კანონმდებლობით დევნილი, ან სოციალურად დაუცველი თუ არ იქნება ალტერნატიული თავშესაფარით უზრუნველყოფილი მათი გამოსახლება აკრძალულია .

_ როცა შენობაში რემონტი დაიწყება, ქუჩაში იქნებიან?! ისხდნენ თუ ისხდებიან. გამოსახლება არავის უთქვამს, უბრალოდ ვიწყებთ რემონტს. რა ვქნათ ახლა 12 000 000 შენობა არ გავარემონტოთ, სანამ სახელმწიფო მათ სახლს არ აუშენებს?!

_ 72  ოჯახის ბედზეა საუბარი.

_ გასაგებია! იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამაზე იზრუნებს. კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ვისთანაც გვაქვს კონტაქტი. ვთხოვეთ, რომ ამ ადამიანებისთვის მეტი ყურადღება მიექციათ.  მათ არავინ ასახლებს. რეალურად, არც შესახლებულან. ისინი დღისით მოდიან, ღამით კი სამი კაცი რჩება და გარეთ უნთიათ კოცონი. იქ, შიგნით არავინ ცხოვრობს. პირობები არ არსებობს. ეს არის ბეტონი, რომელსაც არც ფანჯარა აქვს და არც იატაკი. იქ ცხოვრება შეუძლბელია.

_ "გურია ნიუსმა" შენობა დაათვალიერა. იქ ქალბატონი 6 წლის ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობს. ასევე არის რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც  დენი არ აქვთ.  შეშის ფეჩში ძველ ფეხსაცმელებს წვავენ და ასე თბებიან.

_ თუ კომფორტულად არიან, ალბათ შეუძლიათ იყონ. არ ვიცი, მეტი რა უნდა გითხრათ. ძალინ ვწუხვართ, თანავუგრძნობთ. პირველი დღიდან მივედით და ვუთხარით, არავინ ხელს არ გახლებთ, მაქსიმალურად გავაგებინებთ ყველას, ვისაც ეს ეხება. ბანკი სახლს ვერ იყიდის, მაგრამ ერთადერთი, შეგვიძლია, შესაბამის უწყებებს მუდმივად შევახსენოთ თავისი ვალდებულება. მეტი რა ვქნათ?!

_ თქვენი წინადადება თუ არ მიიღეს, მაინც დაიწყებთ სარემონტო სამუშაოებს?

_ სარემონტო სამუშაოებს მაინც დავიწყებთ.  შენობა ძალიან დიდია 40 000 კვადრატული მეტრია. პირდაპირ იქ არ ვეცემით, სადაც ის ოჯახები ცხოვრობს,  ალბათ სხვა მხარეს დავიწყებთ.

_ "თიბისი ბანკმა" როდის შეიძინა შენობა?

_ ამისი დოკუმენტები არსებობს, ერთი წლის წინ.   თვე და რიცხვი ზუსტად არ მახსოვს. თუ  სიტუაცია გამწვავდება, ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ. მოსახლეობას  ყველა ინფორმაციას  მივაწვდით. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა მათი დისკომფორტი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...