"საერთაშორისო გამჭვირვალობა" პარლამენტს ირაკლი ჩიქოვანის საქმიანობით დაინტერესებას ურჩევს

საზოგადოება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" პარლამენტს ირაკლი ჩიქოვანის საქმიანობით დაინტერესებას ურჩევს

31 იან. 2013, 16:37:48

"ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი და მეწილე იყო, მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარედ 2009 წელს დაინიშნა. ჩიქოვანი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფიგურაა საქართველოში. მისი ყოველთვიური ხელფასი 18 ათას ლარს შეადგენს, რაც საგრძნობლად აღემატება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნებისმიერი წევრის ხელფასის ოდენობას. ამას ემატება 2011 წელს კერძო სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული 1,413,922 ლარი.

ირაკლი ჩიქოვანის არყოფნა ცალსახად უარყოფითად აისახება მარეგულირებელი ორგანოს გამართულ ფუნქციონირებასა და გადაწყვეტილებების მიღების შეუფერხებელ პროცესზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უწყება რამდენიმე გადამწყვეტ პროცესშია ჩართული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ კომისიის წევრებს მაღალი ხარისხის იმუნიტეტსა და დამოუკიდებლობას ანიჭებს, რაც მიზნად ორგანიზაციის გარე პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას ისახავს. მაგალითად, რთულია კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრა. ამისთვის პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედია საჭირო. ამ პროცედურის დაწყება შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის შემთხვევაში. კომისიის წევრის გათავისუფლების პროცედურის აღძვრის შემთხვევაში, ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. პროცედურის დაწყებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტმა კომისიის წევრის გათავისუფლების საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს, რასაც შემდგომ მორიგი 30 დღიანი ვადა მოჰყვება, რომლის განმავლობაშიც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. ამისთვის პარლამენტის  სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობაა საჭირო. დღეისათვის საკანონმდებლო ორგანოში სიითი შემადგენლობის 147 პარლამენტარია (არჩეული 150 დეპუტატიდან სამი მთავრობის წევრი გახდა, ამიტომაც მათი ადგილები ვაკანტურია). შესაბამისად, კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებად პარლამენტს 83 ხმა დასჭირდება. თუ პარლამენტი საჭირო ხმათა უმრავლესობას ვერ მოაგროვებს, საკითხი დაიხურება. პარლამენტს არ შეუძლია კომისიის წევრის გათავისუფლებას იმავე ბრალდებების საფუძველზე ხელმეორედ უყაროს კენჭი. პრეზიდენტს წევრის მოხნის შესახებ ბრძანების გამოქვეყნება მხოლოდ პარლამენტის თანხმობისა და, გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო დავის დასრულების შემდეგ შეუძლია.

რთულია იმის დაზუსტებით თქმა, რომ ბატონი ჩიქოვანი კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს. მან შვებულება კანონის შესაბამისად აიღო, რაც, თავისთავად, შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად. თუმცა მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელმძღვანელმა პირმა კანონი რომელიმე უწყების საზიანოდ არ უნდა გამოიყენოს. მას ხელმძღვანელისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობის გამოჩენა ევალება, მითუმეტეს, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან ბერი ინიციატივა გაჟღერდა, რომელშიც კომისიის მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაღალპროფესიული და კვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული და გასულ წელს ჰქონდა მცდელობა საქმიანობა გაცილებით გამჭვირვალე გაეხადა, ორგანიზაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები მაინც არსებობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და სხვა არასამათავრობო  ორგანიზაციები ადრეც საუბრობდნენ ირაკლი ჩიქოვანის სამეწარმეო საქმიანობით გამოწვეულ ინტერესთა კონფლიქტზე. ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს პარტნიორია გიორგი გეგეშიძე, რომელიც "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი და ამჟამინდელი მეწილეა. გეგეშიძესთან ერთად ჩიქოვანი სარეკლამო კომპანია “მაგი სტილ მედიასაც” ფლობს, რომელიც მომხმარებლებს სხვა მომსახურებებთან ერთად, გარე და სატელევიზიო რეკლამასა და სამაუწყებლო დიზაინს სთავაზობს. სამშენებლო კომპანია "მაგი სტილი" კი, რომელსაც ასევე გეგეშიძე და ჩიქოვანი ფლობენ, ქუთაისში პარლამენტის შენობის პროექტში იყო ჩართული. პროექტი, ცნობისათვის, წინასწარ გათვალისწინებულზე ორჯერ ძვირი დაჯდა. გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანისა და "კავკასუს ონლაინის" წარმომადგენლის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია "მაესტრომ" გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, ნათლად მიუთითებს რეგულაციების აღსრულებისას კომისიის შერჩევით დამოკიდებულებაზე.

ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ საქართველოს პარლამენტი ბატონი ჩიქოვანის საკითხით დაინტერესდება. მნიშვნელოვანია გავიგოთ კვლავ აქვს თუ არა მას აღნიშნული უწყების უხელმძღვანელობის სურვილი ან რითი არის განპირობებული მისი ამდენი ხნით სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობა." _ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მასალაში.




 ახალი ამბები
  • ტეხურაში 20 წლის ბიჭი გადავარდა, მის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობენსენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 20 წლის ბიჭი გადავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე ნახევარი საათია იგვიანებს და ბიჭის გადარჩენას გულის ხელოვნური მასაჟით თვითმხილველები ცდილობენ. ბიჭი ამ წუთებში პოლიციას გადაჰყავს საავადმყოფოში. "გურია ნიუსი" დამატებით ინფორმაციას ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს (R)საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოებასა და წარმოებისათვის მნიშვნელოვანი დანადგარების შესაძენად 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიცია კომპანიას სამომავლო განვითარების, წარმოების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის  ახალ შესაძლებლობას იძლევა.  „გვიხარია რომ პარტნიორობა შპს Bolero & Company-სთან გრძელდება. კომპანია  2012 წელს დაარსდა და საქართველოში ღვინისა და საკონიაკე სპირტების ექსპორტის სფეროში დღესდღეობით ლიდერ პოზიციას იკავებს.  შპს Bolero & Company ფლობს საკუთარ ვენახებს კახეთში. ექსპორტს კი აწარმოებს შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა. 2015 წელს კომპანია გაფართოვდა, ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და გააუმჯობესა წარმოება.  კომპანიის მენეჯმენტმა საწარმოს მეტად განვითარების მიზნით დამატებითი ინვესიტიციები განახორციელა. მიგვაჩნია, რომ კომპანია რომელიც ამდენი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მომგებიანი იქნება და წარმოების ზრდითა თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.  ინფორმაციისთვის, 2015 წელს შპს Bolero & Company-მ სახელმწიფოსგან გრუზვინპრომის ქარხანა შეისყიდა. აღნიშნული ქარხანა 1929 დაარსდა. ის წარმოადგენდა ცენტრალურ ქარხანას, რომელიც დამატებით 10 ქარხანას აერთიანებდა და კახეთის რეგიონში ყურძნის მიღებას უწევდა კოორდინაციას.  გრუზვინპრომში აღდგენილი იქნა ერთ-ერთი უძველესი და საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ქვევრის ღვინის მარანი, რომელიც 224 ქვევრისაგან შედგება. თითოეულის მოცულობა 2500-4000 ლიტრია და ქვევრების, როგორც ნაკეთობის ასაკი ბევრად ადრეულია, ვიდრე თვით მარნის დაარსების თარიღი. აღსანიშნავია, რომ ახალ მარნებში  ქვევრების საერთო რაოდენობა ახლაც იზრდება. გრუზვინპრომში 2 ჰექტარზე მეტ ფართობზე,  -1 და -2 დონეზე აღდგა საბრენდე სპირტის საძველო მიწისქვეშა საცავები.  ამჟამად კომპანიის საკუთრებაში დაახლოებით 15000 მუხის კასრია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში (და არა მხოლოდ) ყველაზე მოცულობით სპირტის რეზერვების ბანკს.  კომპანიის მიერ წარმოებული საბრენდე სპირტის დიდი ნაწილის რეალიზაცია ხდება საფრანგეთის და ესპანეთის ბაზარზე, (რაც ადრე საერთოდ  არ ხდებოდა) და ამ ფაქტმა საქართველოს მსოფლიოში ადგილი დაუმკვიდრა,  როგორც საბრენდე სპირტის მწარმოებელ, ასევე მეღვინეობის მაღალი თანამედროვე კულტურის მქონე ქვეყანას. რაც სასიკეთოდ აისახება ქართული ღვინის იმიჯსა და მარკეტინგულ პოტენციალზე.  შპს Bolero & Company შპს გრუზვინპრომის გარდა  ოპერირებას უწევეს შპს კ და ქართულ სპირტს.  კომპანია საქმიანობას აწარმოებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და სარგებლობს სპირტების წარმოების ექსკლუზიური უფლებით. კომპანია ოპერირებას უწევს  შპს უნივერსალ სპირიტსაც, რომელიც შპს კ და ქართული სპირტის მთავარი მიმწოდებელია ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანიის ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია - დავით ივერიელი, ბეთანელი, დიასი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი.  ასევე შემდეგი  ბრენდის სასმელებს- არაგვი, ვარციხე, ... ...
  • თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება (R)2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი  წლის განმავლობაში.  პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.  პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.  „თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან  2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ,  დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და  დასაქმებას", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.  იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  თიბისის ვებ-გვერდზე -https://www.tbcbank.ge/web/ka/tbc-joins-subsidization-program ; ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27  ასევე,  ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. ... ...
  • სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს _ ომბუდსმენი"სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს", _ ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სუს-ის მიერ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი არხის რესპონდენტების დაბარებას და ტელევიზიიდან დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვას. ლომჯარიას თქმით, ეს ჟურნალისტებზე ზემოქმედებისთვის კეთდება.  "ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან, თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხება და როდის დაიწყო ეს გამოძიება. მიღებული პასუხებით, ის არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ მთავარზე გასულ სიუჟეტთან. სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ",— განაცხადა ... ...
  • ირაკლი კობახიძე: "დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის"„დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე"- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე. „პირველ რიგში, მსურს მივესალმო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ვენეციის კომისიის ექსპერტებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელმაც თვეების განმავლობაში უდიდესი როლი შეასრულა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბატონო პრეზიდენტო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. მიუხედავად კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემებისა თქვენ მაქსიმუმს აკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ საპარლამენტო ასამბლეების ჩატარება და ფუნქციონირება", - მიმართა ირაკლი კობახიძემ შეხვედრაში ონლაინ მონაწილეებს. . მან პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული სიახლეები გააცნო აუდიტორიას. „ორშაბათს მესამე მოსმენით წარმატებით მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული არჩევნები. ჩვენ ასევე დავასრულეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილება სწორედ ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის და არ წარმოქმნის დაბრკოლებებს", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ 19-თან მიმართებაში საქართველოს საუკეთესო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ევროსაბჭოს 48 ქვეყანას შორის. „ჩვენ ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოვირჩევით. აქტიური ქეისების რაოდენობა 107-ია, რაც ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ასეთი სიტუაცია ჩვენ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ კოვიდ 19-მა ხელი არ შეგვიშალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ამ საკითხის გამო, ასევე, მივიღეთ სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ კიდევ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი დისკუსია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით", _ განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...