სამუზეუმო სანახაობა _ ლარნაკებში ჩამდგარი ... წვიმის გუბეები

საზოგადოება

სამუზეუმო სანახაობა _ ლარნაკებში ჩამდგარი ... წვიმის გუბეები

27 თებ. 2013, 15:43:15

შვიდი ათასი წლის წინანდელი, ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს კოლხური კულტურის შესანიშნავი ნიმუშები, კოლხური ცულების კოლექციები: მელექედურის, შრომის, ვაკიჯვრის, ბაღდადის, მაკვანეთის, ლაითურის ბრინჯაოს ნივთების განძები და სხვა ექსპონატები, შესაძლოა, ისე გაფუჭდეს და ისტორიულ მუზეუმი ექსპონატების გარეშე დარჩეს. სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა ახალგარემონტებული საექსპონატო დარბაზში შეაღწია.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გოგა ტრაპაიძის თქმით,  ინფრასტრქტურა მოსაგვარებელია შენობის იმ ნაწილშიც, სადაც ადმინისტრაცია არის განლაგებული და მუზეუმის თანამშრომლები ყოველდღე მუშაობენ.

_ ყველაზე მთავარი პრობლემა არის მუზეუმის სახურავი.   ჩვენთან ბევრი ნალექი იცის და სწორი გადახურვა არ უნდა მომხდარიყო და მაინც ისე ქნეს, რომ  ისევ ჰიდროიზოლით დააწებეს და ხელახლა გაადააგეს ზემოდან. იმის შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი და იგივე პრობლემის წინაშე დავდექით. ამ გადახურვის სტილი თუ არ შეიცვალა, ყოველთვის  ასეთ დღეში ვიქნებით. ამ პრობლემის შესახებ იციან მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ამ დღეებში უფრო დეტალურად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსაც ჩავაყენებთ საქმის კურსში, _ გვითხრა გოგა ტრაპაიძემ.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლებმა  საზოგადოებას ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი წარუდგინეს, სადაც  პრობლემების პრიორიტეტების გადაჯგუფებაში,  პირველი ადგილი სწორედ ინფრასტრუქტურის პრობლემის მოგვარებას უჭირავს. შემდეგი პრობლემები კი ასე გამოიყურება:  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საგამოფენო დარბაზები;  ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების წარმოება;  ვებგვერდის შექმნა და ინტერნეტ მომსახურების დანერგვა;  კულტურულ-საგანმანათლებლო კერა (მათ შორის შშმპ-ებისთვის) საკონფერენციო-სასწავლო დარბაზის აღჭურვა; მულაჟებისა და სუვენირების დამზადება;  ფონდებში დაცული მასალების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა; სამეცნიერო პასპორტების ელექტრონული ვერსია.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ირინა საჯაიას თქმით, 2013 წლის ბიუჯეტში, კონკრეტულად მუზეუმისთვის სახურავის პრობლემების მოსაგვარებლად, თანხა არ არის გამოყოფილი.

_ ვიცი, რომ მუზეუმს შემოაქვს წერილი მუნიციპალიტეტში და ამის მერე მოვახდენთ რეაგირებას. მე ყველა ორგანიზაციის გულშემატკივარი ვარ. მუზეუმს აუცილებლად ჭირდება დახმარება, - თქვა ჩვენთან საუბრის დროს ირინა საჯაიამ.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, გურიაში არსებულ შვიდ მუზეუმს შორის, უძველესია. იგი დაფუძნდა 1936 წელს. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია ექვსი ათასზე მეტი ექსპონატი, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ.წ. –ის IX  ათასწლეულიდან დღემდე.

75 წლის მანძილზე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში მრავალი უნიკალური მასალა დაგროვდა.

მუზეუმის შექმნის  ისტორია ასე დაიწყო: 1923- 1924 წლებში საქართველოში ფართოდ გაშლილმა ანტირელიგიურმა მოძრაობამ, ქართული კულტურის მრავალი ძეგლი შეიწირა. საქართველოს  სსრ სახკომსაბჭოს საგანგებო დადგენილებით, მოხდა საეკლესიო განძეულობის კონფისკაცია, განადგურდა კულტურის იშვიათი ძეგლები – ეკლესიები, მონასტრები, ხატები, სარიტუალო საგნები, ხელნაწერები, წიგნები.

ინტელიგენციის პროტესტის შედეგად, განათლების სახალხო კომისარიატმა ისტორიული ძეგლების აღსარიცხად და გადასარჩენად, მაზრებში სასწრაფოდ შედგენილი ბრიგადები დაგზავნა. გურიაში, 1924 წლის აპრილში, აკაკი შანიძე და შალვა ამირანაშვილი გამოგზავნეს. მათ მოიარეს ოზურგეთი, შემოქმედი, ლიხაური, ჯუმათი, ბაილეთი, ვანისქედი, ასკანა, მეწიეთი, ჩოხატაური, ერკეთი, ხიდისთავი. ხიდისთავში ნახეს და აღწერეს ზემო გურიის რამდენიმე სოფლის ეკლესიებიდან მოტანილი ნივთები.

გურიაში აკაკი შანიძისა და შალვა ამირანაშვილის ჩამოსვლისას, ისტორიული მნიშვნელობის ნივთების ძირითადი ნაწილი გამოტანილი იყო ეკლესია- მონასტრებიდან და ინახებოდა ოზურგეთის სამაზრო გლეხთა კომიტეტის შენობაში. ამ დროისთვის უკვე დანგრეული იყო გურიის მრავალი ეკლესია, გადაედნოთ  ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ჯვარ-ხატების  შემკულობა. გაეძარცვათ ძვირფასი ქვებითა და მინანქრით შემკული ხატები და სხვა საკულტო ნივთები. ლიხაურის მრავალრიცხოვანი სიძველეებიდან გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი, ეტრატის ხელნაწერის ნაწილი. ზოგ ეკლესიაში შემორჩენილი იყო გაძარცვული ხატების ფიცრები, ხელნაწერთა ყდები და ცალკეული ფურცლები.

აკაკი შანიძემ და შალვა ამირანაშვილმა აღრიცხეს და აღწერეს გადარჩენილი ძეგლები. აღნიშნეს, რა იყო განადგურებული და რაც გადარჩა, თბილისში წაიღეს.

აკაკი შანიძის ინიციატივით, 1924 წლის აპრილში ოზურგეთში დაარსდა გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმი, რომლის ამოცანად დასახული იყო ეთნოგრაფიული მასალების შეკრება, დაცვა და ხელოვნების ძეგლთა მოვლა- პატრონობა.  მუზეუმის ფონდს საფუძვლად დაედო გადარჩენილი სამი ხელნაწერი და ორი ძველი ნაბეჭდი წიგნი. ,,საეთნოგრაფიო მუზეუმის “ შემდგომო ბედი უცნობია.

1936 წელს, მახარაძის რაიონის მოწინავე საზოგადოების წინაშე დაისვა საკითხი, შეექმნათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. რაიონის მშრომელთა თხოვნით, სოფელ ექადიის მკვიდრმა დავით დოლიძემ დასვა საკითხი განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე და ეთხოვა ფილიპე მახარაძეს, რომ  ეშუამდგომლა მთავრობის წინაშე, მახარაძეში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის შესახებ.

1936 წლის 1 აპრილს, წითელგვარდიელთა და პარტიზანელთა საზოგადოების ბაზაზე, შეიქმნა მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ვეტერან რევოლუციონერთა საზოგადოებას. ამ საზოგადოებამ მუზეუმს გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საბრძოლო იარაღები: კაჟიანი თოფები, დამბაჩები, სატევრები, ხმლები, სულ 200 ცალი სამუზეუმო ნივთი. ამდენად, მუზეუმის პირველი ექსპონატები პარტიზანელთა საზოგადოების მიერ შეგროვილი და დაცული ნივთები იყო. მუზეუმის შექმნის შემდეგ, პარტიზანელთა საზოგადოება გაუქმდა. მისი გამგეობის თავმჯდომარე ბესარიონ რუსიძე, შემდეგ დაინიშნა მუზეუმის მეცნიერ მუშაკად, ხოლო საზოგადოების ბუღალტერი იორდანე კუპრაძე -  მუზეუმის ბუღალტრად.

მუზეუმი მოთავსებული იყო ერთ პატარა ოთახში, ჟდანოვის ქუჩაზე (ქალაქის ყოფილი გამგეობის შენობა), შემდეგ გადაიტანეს გურიის გამზირზე, გამოეყო 402 კვ ფართობი, (ამჟამად, ოზურგეთის პოლიციის  ყოფილი  შენობის მიმდებარე სკვერი) და მთლიანად დაეთმო შენობის მეორე სართული.

მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ნიკოლოზ სამსონია,რომელიც სამამულო ომში დაიღუპა. წლების მანძილზე მუზეუმის დირექტორებად მუშაობდნენ: კიტა კვაშალი, გიორგი კილაძე, აკაკი ერქომაიშვილი, ტერენტი ტაკიძე, ივანე ანთელიძე, ისიდორე ჯანელიძე, გივი თავაძე, ნიკოლოზ წიტაიშვილი, ენვერ გოგუაძე.

სამამულო ომის წლებში დროებით შესუსტდა მუზეუმის სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, ხოლო ომის შემდგომ წლებში განახლდა. მუზეუმის ფონდები შეივსო ძვირფასი მატერიალური კულტურის ძეგლებით. შეიქმნა სახვითი ხელოვნებისა და მეგობრობის ამსახველი გამოფენები.

1974 წელს მუზეუმი გადავიდა 25 ოქტომბრის (ამჟამად 26 მაისის) ქუჩაზე. გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის ბიძაშვილის,  დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელის ყოფილ სასახლეში  (აგებულია 1873 წელს ). აღნიშნული სასახლის ორივე სართული დაეთმო მუზეუმის ექსპოზიციას, 1977 წელს გაიხსნა საბჭოთა საზოგადოების ამსახველი ექსპოზიცია. 1978 წელს მოეწყო ისტორიის რევოლუციამდელი პერიოდის ამსახველი გამოფენა. შეიქმნა ისტორიის რევოლუციამდელი და საბჭოთა პერიოდების განყოფილებები, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების, ხელნაწერების და ნუმიზმატიკის განყოფილებები.

მუზეუმი წლების მანძილზე ნაყოფიერად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით, შეგროვებით, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას, შეგროვდა მრავალი მატარიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, სხვადასხვა კოლექციები, ხელნაწერები, არქეოლოგიური მასალა.

შემდეგ კი მოხდა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან, უკვე ეროვნული მოძრაობის მუზეუმად წოდებული, მე-18 –ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის შეერთება. 2004 წლის ივნისში მუზეუმში შეიცვალა ხელმძღვანელობა, მუზეუმის დირექტორად დაინიშნა ისტორიკოსი გოგა ტრაპაიძე.




 ახალი ამბები
  • წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე ღელვა- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...
  • "უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ" _ მელია ცერცვაძეს"ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს-ასე ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, ინფექციური საავამდყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ, გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, სადაც ექიმი "ქართული ოცნების" წარმატებებზე საუბრობს.  "ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში? ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?! უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინდელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?  ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან? ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება. ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს. ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.."-წერს მელია სოციალურ ... ...
  • საზღვრის უკანონო კვეთა და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები _ ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დაკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქ. ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ქ. ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა. ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიკორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდანაა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია და ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. „თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთლებულებთან შედარებით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი ... ...
  • EMC აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვსEMC არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის, წლების მანძილზე, მოუგვარებელ პრობლემას ეხმაურება. ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი - ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია. მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა, სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით. სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ, 2018 წელს, 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ხელშესახებ წილს შეადგენენ. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია - მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა. კრიზისის პირობებში, ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება. კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ. ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის. ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი, თავის მხრივ, სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს. შესაბამისად, საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც. არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე - უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200,000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება - აზარტული თამაშებისა და მათში არასრუწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის. 2019 წლიდან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილია. თუმცა პრევენციის პოლიტიკა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცვას აზარტულ თამაშებში ჩაბმის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე კონკრეტული ინტერვენციების დაგეგმვა. მთავრობის მიერ საკითხის არაპრიორიტეტულად მიჩნევის გამო, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება, რომელიც ნივთიერება დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად.[5] ამასთან, ქვეყანას დღემდე არ შეუმუშავებია სუიციდის პრევენციის პროგრამები/სტრატეგია, რომლის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირებდა სუიციდისა თუ მისი მცდელობების გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართებას სუიციდთან; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია დაწყებითი განათლების სისტემის როლი როგორც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირებაში, ისე სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების თავიდან აცილებაში. კვლევების თანახმად, სკოლაში შესაბამისი ღირებულებებისა და ნორმების დანერგვას მოსწავლეთა შორის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შეუძლია. პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებითი პოლიტიკაც. მნიშვნელოვან პრობლემად უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების რეკლამირების დაურეგულირებლობა. კაზიონებისა და ტოტალიზატორების მარკეტინგული კამპანიები შესაძლოა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ზრდიდნენ, ხოლო მათთვის, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ, დამატებით სირთულეებს აჩენდნენ. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში მარკეტინგული კამპანიები მომრავლდა, რაც მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, სუსტია რელევანტური საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მექანიზმები - განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არაეფექტიანი კონტროლი არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესებთან დაკავშირებით.[6] პრობლემურია ონლაინ სამორინეებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რაც აზარტულ თამაშებს ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისად, არსებობს მისი მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. უმნიშვნელოვანესია, რომ რეგისტრაციის პროცედურებმა არასრულწლოვანთა ჩართულობა გამორიცხოს, ასაკის დაუდგენლად რეგისტრაცია კი შეუძლებელი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში სახელმწიფოს ვალდებულებების სიმწირე/არარსებობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების, იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების შესწავლის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ სფეროში მათი მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.საქართველოს მთავრობას: გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები.განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით;უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება, _ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?