შაშკინის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობით IDFI დაინტერესდა

საზოგადოება

შაშკინის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობით IDFI დაინტერესდა

2013 თებ 28 01:07:07
რის შესახებაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტრომ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

2012 წლის 5 სექტემბერს, ინსტიტუტმა სამინისტროს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა, რის პასუხადაც 19 სექტემბერს სამინისტროსგან მიღო პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბიუჯეტიდან "სხვა ხარჯებისთვის“ გამოყოფილი ერთი მილიონი ლარის დეტალური ხარჯთაღრიცხვა სამინისტროში დაცული არ არის.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 26 ნოემბერს ინსტიტუტმა განმეორებით მიმართა განათლების სამინისტროს იგივე მოთხოვნით. 19 დეკემბერს მიღებულ პასუხში სამინისტრომ ახალმა ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ გაფორმდა ხელშეკრულება ა(ა)იპ "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან" და ის დაფინანსდა ერთი მილიონი ლარით სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა თანხის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, და ამიტომ სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს აღნიშნული ინფორმაცია.

როგორც წერილიდან ირკვევა, ფონდს სამინისტროსთვის არ ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიში და თანხა ირიცხება განათლების სამინისტროს ანგარიშზე, როგორც დებიტორული დავალიანება.

2012 წლის 21 დეკემბერს, ინსტიტუტმა სამინისტროს მიმართა 2011-2012 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ "სამოქალაქო ინსტუტიციონალიზმის განვითარების ფონდს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნით. მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ სამინისტროსა და ფონდს შორის ხელშეკრულება ერთი მილიონი ლარის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმდა 2012 წლის 27 იანვარს და მას ხელს აწერს ერთი მხრივ განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, ხოლო მეორე მხრივ _ ა(ა)იპ "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ლალი ყიფშიძე.

ფონდის ვებ-გვერდი გამართულად არ მუშაობს და 2012 წლის ივნისის შემდეგ არ განახლებულა, შესაბამისად, რთულია დამატებითი ინფორმაციის მოძიება. მათ შორის, იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად ვინ დაფინანსდა ფონდის გრანტებით 2012 წელს.

სამი სხვადასხვა დამფუძნებელი ოთხი წლის მანძილზე

საინტერესოა თავად ა(ა)იპ "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" შექმნისა და საქმიანობის ისტორია. ფონდი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 მაისის ბრძანებულებით და მის დამფუძნებლად განისაზღვრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო. ფონდის საქმიანობის მიზნად განისაზღვრა საქართველოში სამოქალაქო ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელება, რეფორმირებისა და განვითარების პროცესში სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერება და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

ამასთან, ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ორგანიზაციის მიზანი შემდეგნაირად არის ფორმულირებული:

"სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის” შექმნის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფომ, განვითარებული დასავლური დემოკრატიების მსგავსად, საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო სექტორის განვითარებას, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერასა და სამოქალაქო ინსტიტუციების დამკვიდრებას. ფონდი გრანტებს გასცემს მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტთა შესაბამისად არაკომერციულ, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებზე.“

2011 წლის 8 თებერვლიდან, პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განკარგულების საფუძველზე, ფონდის დამფუძნებლად განისაზღვრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2012 წლის 9 აგვისტოს, პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის განკარგულების საფუძველზე, ფონდის დამფუძნებლად განისაზღვრა თავდაცვის სამინისტრო. ფონდის დამფუძნებლების ცვლილება საინტერესოდ ემთხვევა თითოეული სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიციაზე დიმიტრი შაშკინის დანიშვნას.

როგორც ჩანს, ფონდის კონტროლი იმ სამინისტროს კომპეტენციაში გადადიოდა, რომლის ხელმძღვანელადაც ბატონი დიმიტრი შაშკინი ინიშნებოდა. კერძოდ, 2009 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, დიმიტრი შაშკინი სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2011 წლის თებერვალში, ფონდის დამფუძნებლის პირველი ცვლილების დროს, ის განათლების მინისტრი იყო (2009 წლის დეკემბერი – 2012 წლის ივლისი), ხოლო ფონდის ხელმძღვანელის ბოლო ცვლილება შაშკინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში გახორციელდა.

ფონდის დაფინანსების წყაროები

არსებული ინფორმაციით, ფონდის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით ხდებოდა. კერძოდ, 2009 წელს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორგანიზაციას გამოეყო ერთი მილიონი ლარი. ამას გარდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2012 წლის პირველ კვარტალში განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან "სხვა ხარჯებისათვის“ განსაზღვრული ერთი მილიონი ლარიც სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს გადაერიცხა.

საგრანტო კონკურსების გამჭვირვალობა

2009 წლიდან, ფონდი წელიწადში ორჯერ აცხადებდა საგრანტო კონკურსებს, სანამ 2012 წელს არ გადავიდა ღია კარის საგრანტო პროგრამაზე. 2009 წელს სულ დაფინანსდა 91 პროექტი, ხოლო 2010 წელს _ 86 პროექტი. ინფორმაცია 2011 და 2012 წელს დაფინანსებული პროექტების შესახებ ფონდის ვებ-გვერდზე არ მოიძიება. ამასთან, ვებ-გვერდზე მოცემულია მხოლოდ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა თემატიკისა და რეგიონების მიხედვით, თუმცა, არ არის მითითებული თითოეულ პროექტზე გაცემული თანხის რაოდენობა.

ფონდის მმართველობა

ფონდის შექმნის დღიდან მისი აღმასრულებელი დირექტორია ლალი ყიფშიძე. თავდაპირველად სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ დავით აფრასიძე, მაგდა ანიკაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი.

2012 წლის 2 თებერვალს, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, დამტკიცდა ახალი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა, შემდეგი შემადგენლობით: დავით აფრასიძე (თავმჯდომარე), მაგდა ანიკაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნათია ანასტასიადი, ირაკლი ყიფშიძე, მაკა ბეჟანიშვილი და თეონა ჭკადუა. დიმიტრი შაშკინის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანების შემდეგ დავით აფრასიძემ დატოვა ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო 25 ივნისს ახალ თავმჯდომარედ განისაზღვრა ირაკლი ყიფშიძე.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?