"ლიბერთი ბანკს" ახალი დევიზი სჭირდება

საზოგადოება

"ლიბერთი ბანკს" ახალი დევიზი სჭირდება

2011 მარ 29 08:01:15

რამდენიმე დღეა, "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის ფილიალთან ჩავლისას, კომუნისტების დროს, მოსკოვში, მავზოლეუმთან, ლენინის ნეშტის სანახავად რიგში ჩამდგარი ხალხი გაგახსენდებათ. დაინახავთ "სტაჟიან" მომლოდინეებსაც _ ეტყობათ, წინა დღეებში არ გაუმართლათ. "დგანან, და ელიან" სასურსათო ვაუჩერის განაღდებას. რედაქციაში კი აღშფოთებული მოქალაქეების ზარი არ წყდება _ იქნებ რაიმე გვიშველოთო.

დილით, 9 საათზე, ბანკის წინ მომლოდინე ხალხს შევუერთდით. ერთ-ერთმა ქალბატონმა გულისტკივილით გვითხრა: _ სამი დღეა სამებიდან დავდივარ სასურსათო ვაუჩერის გასანაღდებლად, 9 ლარი უკვე დავხარჯე. თუ დღესაც ვერ მოვახერხე აღება, რაღა აზრი აქვს? ეს 30 ლარი გზაში დამეხარჯება!

ბანკი, რომლის დევიზია "ყველგან და ყველასთვის", დილით, დაკეტილი კარით, ღმერთმა იცის, საიდან შესული თანამშრომლებით (ეტყობა, ბანკის შენობას "საიდუმლო" შესასვლელი აქვს), კარში გამოჭრილი პატარა სარკმლიდან შიგადაშიგ გამომზირალი "დაცვის ბიჭების" "იმიჯით" წარსდგა ჩოხატაურელების წინაშე. როცა გაგვიმართლა და სარკმელთან დაცვის თანამშრომელი  მოვიხელთეთ, მმართველი მოვიკითხეთ: _ ახლა ნაგომარშია და 5 წუთში მოვაო, _  გვიპასუხეს. რადგან 5 წუთი, ასეთ შემთხვევებში, მინიმუმ, ერთ საათს უდრის, დაცვას მმართველის მობილური ტელეფონის ნომერი ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ, თურმე, ტელეფონის ნომრის გაცემის უფლება მას არ ჰქონია. სხვა საქმე მაინც არ გვქონდა და გავიხსენეთ, თუ როგორ ამოწმებდა პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტი ბანკის ჩოხატაურის ფილიალის უფროსის კი არა, მინისტრების მობილურების "მომსახურების ზონაში" ყოფნა-არყოფნას... თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა...

ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთმა ქალბატონმა "საიდუმლოდ" გაგვანდო, მმართველი შენობაშიაო. ეტყობა, მანაც იმ "საიდუმლო" შესასვლელით ისარგებლა. დიდი ძალისხმევით გავარღვიეთ ხალხის რიგი, გზადაგზა აღშფოთებულ ხალხს ვებოდიშებოდით, რომ მმართველისგან ვაუჩერის განაღდება კი არა, შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება გვსურდა. მმართველს, ისე რომ არც კი შემოუხედავს, ხალხის აღშფოთება და თხოვნა გადავეცით, რადგან ჩავთვალეთ, რომ "უკანა" კარიდან ბანკში მოხვედრილმა, იქნებ, არც იცის, რა ხდება გარეთ: ამდენი ლოდინითა და ტანჯვით დაღლილი, "საჭმლის ვაუჩერის" რიგში მდგომი მოქალაქეები ცუდადაც კი ხდებიან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გამოძახებაც უხდებათ, ვაუჩერის ფასს გზაში ხარჯავენ და ხელთ აღარაფერი რჩებათ... რიგში დგას პედაგოგი, რომელსაც ბანკიდან სესხი აქვს გატანილი და თანხის გადაუხდელობის გამო, წინა თვეში უკვე მოუხდა ჯარიმის გადახდა; თუ ახლაც დროულად ვერ გადაიხდის, ჯარიმა კიდევ უფრო გაიზრდება; რიგში დგანან გაზის აბონენტები და დანახარჯის გადახდის ბოლო ვადას თუ გადააცილებენ, გაზს გადაუკეტავენ და ოჯახები სიცივეში დარჩებიან; რიგში დგანან ორგანიზაციების ბუღალტრები, რომლებსაც გადაუდებელი საბანკო ოპერაციები აქვთ გასახორციელებელი...

_ ილაპარაკეთ, ქალბატონო, ილაპარაკეთ... _ საუბრის ნება ისე "დაგვრთო", თავიც არ აუწევია მონიტორთან მიმჯდარ მმართველს, ვინმე ზაზა სვანიძეს.

"საუბარი" იმით დასრულდა, რომ თურმე, "ბანკის მმართველი ანგარიშვალდებული არაა, რამე აგვიხსნას!" როგორც ჩანს, სვანიძეს ჩოხატაურელთა პრობლემები, რომლებიც "ლიბერთი ბანკის" შენობის წინ ცოცხალ რიგში რამდენიმე დღეა დგანან, იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნია, ახსნა-განმარტების ღირსადაც არ თვლის და  თვის ბოლოს, მხოლოდ ხელფასის დათვლა "ეხერხება". ბანკს, რომელსაც ასეთი თანამშრომელი ჰყავს ფილიალის უფროსად, უფრო სხვა სახის დევიზი შეეფერება; იმ დღეს, ცოცხალ რიგში იმდენი შესაფერისი დევიზი გავიგონეთ, ჩამოთვლაც და  უფრო კორექტულების შერჩევაც გაგვიჭირდა, მაგალითად, "ჩემთვის და ჩემდათავად", "კაბინეტში _ ხელფასისთვის" ან კიდევ "კლიენტები ფეხებზე მკიდია"...

ჩვენ ხალხში გაგონილ ახალ სლოგანებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ სტატიასთან ერთად გადავუგზავნით სათავო ოფისს და თავად გადაწყვიტონ, ამგვარი დევიზი უფრო გამოადგებათ თუ სვანიძისნაირი "მმართველი" ჩოხატაურში. მანამდე, მოსახლეობისთვის რომ რამე სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა, "ლიბერთი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს დოდო ბოჭორიშვილს დავუკავშირდით. მან ბოდიში მოუხადა მოქალაქეებს შექმნილი შეფერხებების გამო და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მთელს საქართველოში ასე მიმდინარეობს და რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეეცდებიან ფილიალებში თანამშრომლები დაამატონ.

ჩოხატაურელებისთვის ვერაფერი ნუგეშია, რომ "საჭმლის ვაუჩერების" (როგორც ხალხში ეძახიან) დარიგება მთელ საქართველოში ასევე, ანუ სამარცხვინოდ მიმდინარეობს. მოსახლეობას კი შევახსენებთ, რომ სასურსათო ვაუჩერზე, რომელიც წინასაარჩევნო სარეკლამო ტექსტითაა "დამშვენებული",  ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების დონის ასამაღლებელი გრძელვადიანი საფუძვლების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის, ახალი სამუშაო ადგილების მოხსენიებით, მითითებულია, რომ ვაუჩერის განაღდება 2011 წლის 1 ივლისამდეა შესაძლებელი. ვაუჩერზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "ცხელი ხაზიცაა" მითითებული: (822) 510-033, (822) 910-046. მართალია, ჩვენ დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში ვცადეთ სამინისტროს ამ ტელეფონებზე დაკავშირება და ჩოხატაურში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ხაზი "ცხელი" კი არა, მუდმივად "დაკავებული" აღმოჩნდა. თქვენც სცადეთ, იქნებ, გაგიმართლოთ!




 ახალი ამბები
  • სექსუალური შევიწროება კარანტინში_ რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც  საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს ეხება. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”,_ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში ექიმმა  კორონავირუსზე შემოწმებისას პაციენტი სექსუალურად ... ...
  • კობახიძე: „9 აპრილმა დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა" „9 აპრილი არის გმირობის დღე. 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე თუმცა, ეს არის ასევე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილმა 2 წლის შემდეგ, შედეგად მოიტანა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" გადაცემაში „ქრონიკა" ... ...
  • გომელაური: სასულიერო პირის ოჯახზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა. „სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში.  ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს არ მომხდარა, რომ ცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.  მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია, რაც მაქვს, დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა ... ...
  • გომელაური: გვაქვს დამატებითი ლოკაცია, სადაც შეგვიძლია გადავიდეთ„რაღაც რომ მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ საქმეს, ამის პრობლემა არ გვაქვს“ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 112-ში ვიზიტისას განუცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე იმის საშიშროება არ არსებობს, რომ 112-მა და 144 -მა სრული დატვირთვით ვერ გააგრძელოს მუშაობა. „112-ის და 144 -ის თემაზე ძალიან კარგად ისაუბრა  ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და   განმარტა თუ როგორი სისტემით ვმუშაობთ. დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია,  სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს მოწყობილი თუნდაც, რომ აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც  არის.  თუმცა  მაინც, რომ მოხდეს რაიმე,  კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული,  სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა,  იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა ვახტანგ ... ...
  • დღეს არის ეროვნული ტკივილის დღე _ ბაქრაძე თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც. იმიტომ, რომ ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა და როდესაც ქართველები ვიდგებით ერთად, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული და მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ დღეს ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...