სოფლის კრების და პრიორიტეტების გამოვლენის პროცედურა

საზოგადოება

სოფლის კრების და პრიორიტეტების გამოვლენის პროცედურა

30 მარ. 2013, 12:07:08

შეხვედრები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

გაგაცნობთ "სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გასამართი სოფლის კრების და პრიორიტეტების გამოვლენის პროცედურას, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რათა სოფლის კრებები გამართულად იქნეს ჩატარებული.

სოფლის კრებება

მას შემდეგ, რაც განისაზღვრება თითეული სოფლისათვის გამოყოფილი ფინანსების ოდენობა, იწყება თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა და მოსახლეობის აქტიური კომუნიკაციის ფაზა. ამ პერიოდისათვის რწმუნებულის კომპეტენციას განეკუთვნება დასახლების წინაშე არსებული პრობლემების განსაზღვა-სისტემატიზაციის კოორდინირება. პირველ რიგში, რწმუნებული აწყობს დასახლების ან უბნის წარმომადგენელთა საერთო კრებას. დიდი დასახლების შემთხვევაში შესაძლებელია იგი დაიყოს უბნებად. უბნების დაყოფას რწმუნებული ახდენს ისტორიულად ჩამოყალიბებული პირობითი საზღვრების მიხედვით. რწმუნებული ვალდებულია კრების ჩატარებამდე 5 დღის ადრე გამოაქვეყნოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება კრების ჩატარების დრო, ადგილი და განსახილველი საკითხები.

• არის თუ არა გამოქვეყნებული ცნობა და რამდენად დაცულია გამოქვეყნების პერიოდი?

უნდა შემოწმდეს სოფლის/დასახლების ტერიტორიაზე განთავსებულია თუ არა საინფორმაციო დაფა (დაფები) სადაც გამოქვეყნებულია ცნობა, დადგინდეს ცნობის გამოქვეყნებისა და საერთო კრების ჩატარების თარიღებს და მათ შორის შუალედებს, ინტერესდება, რამდენად დაცულია მინიმუმ 5 დღიანი ინტერვალი;

• რამდენად თვალსაჩინო ადგილზე არის ცნობა გამოქვეყნებული და რამდენად სრულყოფილი ინფორმაციაა მოცემული?

უნდა მოხდეს დაკვირვება ცნობის განთავსების ადგილი, მოსახლეობისათვის რამდენად თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. აღნიშნულია თუ არა მასზე ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია? შესაძლებელია მაცხოვრებელთა გამოკითხვაც: აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით? ჰქონდათ თუ არა საშუალება, წაეკითხათ იგი და მიეღოთ გარკვეული ინფორმაცია?

სოფლის/დასახლების პირველი კრების ჩატარება

დასახლების პირველ კრებაზე ვლინდება ძირითადი საჭიროებები, ხდება მათი კორექტირება და ძირითადი პრიორიტეტების შერჩევა. დასახლების საერთო კრება მოიწვევა თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ინიციატივით. ასევე, თუ ამას ითხოვს დასახლების წარმომადგენლთა ნახევარზე მეტი. ამ შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია საერთო კრება მოიწვიოს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობენ რწმუნებული და სხდომაზე დამსწრე საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები. კრების მონაწილეთა აღრიცხვას და კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს რწმუნებული. ოქმი წაკითხული უნდა იქნეს კრებაზე და მას ხელს უნდა აწერდეს რწმუნებული და კრების არანაკლებ 3 მონაწილე. პირველ კრებაზე რწმუნებული დასახლების უბნების პროპორციულად ირჩევს არანაკლებ 3 წარმომადგენელს. წარმომადგენლების შერჩევის შემდეგ ეწყობა მხოლოდ წარმომადგენელთა საერთო კრება.

• გახორციელდა თუ არა მონაწილეთა რეგისტრაცია საერთო კრებაზე?

უნდა მოხდეს დაკვირვება კრების მიმდინარეობს პროცესზე, კერძოდ - ხორციელდება თუ არა მონაწილეთა რეგისტრაცია შესაბამისი ფორმის მიხედვით. შესაძლებლობების შემთხვევაში დათვლილ უნდა იქნეს კრების მონაწილეთა რაოდენობა და სიაში დაფიქსირებულ მონაწილეთა რაოდენობას.

• საერთო კრებაზე დაცულია თუ არა ღია კენჭისყრისა და მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპი?

უნდა მოხდეს დაკვირვება კრების მიმდინარეობის პროცესზე, კერძოდ - კენჭისყრის ჩატარების მეთოდი. რამდენად დაცულია ღია კენჭისყრის პრინციპი გადაწყვეტილების მიღების დროს. რამდენად ჩართული არიან კრების მონაწილეები და ხომ არ ხდება გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად ან რამდენიმე პირის შეთანხმების საფუძველზე მიღება? მიეცათ თუ არა მაცხოვრებლებს საკუთარი აზრებისა და იდეების დაფიქსირების საშუალება? ხომ არ იღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული და სხდომაზე დამსწრე საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები?

• საერთო კრებაზე მოხდა თუ არა უბნების წარმომადგენლების არჩევა?

უნდა მოხედს დაკვირვება დასახლების უბნების წარმომადგენლთა შერჩევაზე, რომელიც ასევე ღია კენჭისყრის საფუძველზე უნდა მოხდეს. ასევე: გათვალისწინებულ იქნა თუ არა კრებაზე დამსწრე მოსახლეობის აზრი წარმომადგენელთა შერჩევისას? მოხდა თუ არა წარმომადგენელთა შერჩევა უბნების პროპორციულად?

• შეივსო თუ არა კრების ოქმი?

უნდა მოხდეს დაკვირვება შეივსო თუ არა კრების დასასრულს ოქმი, მოხდა თუ არა შევსებული ოქმის წაკითხვა კრებაზე? მოაწერა თუ არა ხელი კრების ოქმს დამსწრეთა სულ ცოტა სამმა მონაწილემ?

მოსახლეობის გამოკითხვა

დასახლებათა პრიორიტეტების დადგენის დამატებით ფორმას წარმოადგენს მოსახლეობის გამოკითხვა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს თვითმმართველი ერთეულის წმუნებულის ინიციატივით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით. მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება "დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის ინსტრუქციის" შესაბამისად. გამოკითხვის ჩატარებისას, გამოკითხულ უნდა იქნას დასახლების მაცხოვრებელთა არა ნაკლებ 1/3. რწმუნებული ვალდებულია გამოკითხვის ჩატარების ფორმა და ფორმის შევსების ინსტრუქცია გამოაქვეყნოს გამოკითხვის დაწყებამდე 3 დღით ადრე.

გამოკითხვის დაწყებიდან დასრულებამდე გამოკითხვის ფორმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დასახლების ყველა მაცხოვრებლისათვის, რწმუნებულის შენობაში. რწმუნებული ასევე იყენებს გამოკითხვის "კარდაკარ" პრინციპს.

გამოკითხვისას რესპოდენტი შესაბამის ფორმაში მოცემულ პრიორიტეტებს აფასებს 0 დან 10 ქულამდე. მაქსიმალური ქულით შესაძლებელია შეფასდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე პრიორიტეტი. რესპოდენტს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაამატოს პრიორიტეტები. რესპოდენტი (დასახლების მაცხოვრებელი) ვალდებულია ფორმის შევსებისას მიუთითოს სახელი და გვარი, მისამართი, შევსების თარიღი და დაადასტუროს ხელმოწერით, ასევე მოცემულ ფორმაზე ხელი უნდა მოაწეროს ინტერვიუერმა (გამოკითხვის ჩამტარებელმა პირმა).

გამოკითხვის ჩატარება უნდა დასრულდეს 1 კვირის ვადაში, რის შემდეგაც რწმუნებული აჯამებს მონაცემებს და გამოკითხვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს შედეგებს, ამასთან საბოლოო შედეგებს უგზავნის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს.

ინფორმაციის გამოქვეყნება:

"სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში" სოფლის/დასახლების მაცხოვრებელთა ჩართულობის მიზნით თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ვალდებულია დასახლებაში მოაწყოს საინფორმაციო დაფა და მათზე გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია შესაბამისი დროითი ინტერვალების დაცვით, კერძოდ:

• დასახლების უბნების დასახელება და საზღვრები - არა უგვიანეს 1 მარტისა;

• დასახლების წინაშე არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადასაწყვეტად საჭირო სავარაუდო ღონისძიებათა ჩამონათვალი - არაუგვიანეს 1 მარტისა;

• ცნობა დასახლების, დასახლების უბნის წარმომადგენელთა საერთო კრების ჩატარების დღის წესრიგის, დროისა და ადგილის შესახებ - საერთო კრების ჩატარებამდე 5 დღით ადრე;

• საერთო კრებაზე დასახელებული პრიორიტეტები - კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში;

• ცნობა მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარების შესახებ, აგრეთვე გამოკითხვის ფორმა და მოკლე ინსტრუქცია - გამოკითხვის ჩატარებიდან 3 დღით ადრე;

• მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები - გამოკითხვის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში;

• ცნობა თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტზე, აგრეთვე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე საკრებულოს კომისიის და საკრებულოს სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ - სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე;

• "სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით", ადგილობრივი ბიუჯეტით თუ ინვესტიციებით დაგეგმილი, დასახლებაში განსახორციელებელი ღონისძიებები, მათი დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადის მითითებით - დაგეგმილი ღონისძიების დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში.

დანართი N1 - საერთო კრებაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციის ფორმა

სახელი,გვარი

უბანი, მისამართი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ---------------------------------------------

(ხელმოწერა) (სახელი,გვარი)

დანართი N2 - საერთო კრების ოქმი N

მუნიციპალიტეტის დასახელება: ____________________

სოფელი, თემი, დაბა: ____________________

კრების ჩატარების თარიღი: ______________

დღის წესრიგი

1.

2.

3.

1. საკითხის დასახელება

____________________________________________________________

განხილული საკითხის აღწერა:

დამსწრეთა მოსაზრებები:

მიღებული გადაწყვეტილება/კონსესუსი

 

2. საკითხის დასახელება

____________________________________________________________

განხილული საკითხის აღწერა:

დამსწრეთა მოსაზრებები:

მიღებული გადაწყვეტილება/კონსესუსი

 

3. საკითხის დასახელება

____________________________________________________________

განხილული საკითხის აღწერა:

დამსწრეთა მოსაზრებები:

მიღებული გადაწყვეტილება/კონსესუსი

 

თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ____________________/ /

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

 

კრებაზე მონაწილე პირები ____________________/ /

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

____________________/ /

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

____________________/ /

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?