სარჩელი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ

საზოგადოება

სარჩელი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ

10 აპრ. 2013, 18:34:38
რომლებსაც 1990–იან წლებში კუთვნილი ანაბრები დაეკარგათ და გაუუფასურდათ.

ყოფილმა მეანაბრეებმა სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი მოსარჩელე "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას" ცხელ ხაზზე კომუნიკაციის შედეგად დააფიქსირეს. მოქალაქეების პოზიციით, საქართველოს ეროვნული ბანკი 1991-92 წლებში, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გახორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო იყო და ინფლაციის პროცესის მიმართ პასუხისმგებლობა გააჩნდა.

ყოფილი მეანაბრეები აცხადებენ, რომ "ახალგაზრდა ფინანსისტების" სარჩელი სამართლიანია და ეროვნული ბანკი ვალდებულია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გასცეს.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" "ახალგაზრდა ფინანსისტების" ინტერესების დასაცავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელი 2013 წლის 22 თებერვალს შეიტანეს. დავა ეროვნული ბანკის მხრიდან გასაიდუმლოებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც "ახალგაზრდა ფინანსისტების" შეფასებით, საჯარო ინფორმაციაა და საჯარო უწყებას მისი ორგანიზაციისთვის მიწოდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი 10 კალენდარული დღის მანძილზე უნდა უზრუნველყო.

საქმე ეხება "ახალგაზრდა ფინანსისტების" 2013 წლის 4 თებერვლის მიმართვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის სახელზე, რაცა საჯარო დაწესებულებას გაეცა ინფორმაცია 1992-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500-ზე მეტ ორგანიზაციაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთის და კუპონის გაცემა რომელ ორგანიზაციებზე მოხდა, ამასთან, რა მოცულობის თანხები იქნა გაცემული აღნიშნულ ორგანიზაციებზე სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები. "ახალგაზრდა ფინანსისტები" უკვე ერთ თვეზე მეტია 90-იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლას ახდენს, თუმცა ორგანიზაციის მოთხოვნას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარით უპასუხა და მიუთითა, რომ "ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე."

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგანაც საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის თანახმად, ასეთი გრიფირება არ ადევს. ამასთან, "ახალგაზრდა ადვოკატები" განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არც კომერციული საიდუმლოების მატარებელია, რადგანაც მისი გამჟღავნება ვერავითარ ზიანს მიაყენებს პირთა კონკურენტუნარიანობას, რადგანაც ორგანიზაციები, რომლებზედაც ეროვნულმა ბანკმა 90-იან წლებში სესხი გასცა, დღეს არ საქმიანობენ. ამასთან, არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება "ახალგაზრდა ფინანსისტების" მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტი, რითაც შეიძლება დადგინდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2013 წლის 24 აპრილს, 11:30 საათზე გაიმართება. სასამართლო დღემდე გაურკვეველი მიზეზით პროცესის გამართვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს, სარჩელის შეტანიდან 40 დღე დასჭირდა, რათა სასამართლო პროცესის თარიღი გამოეცხადებინა. სხდომის დროულად ჩატარებას ორგანიზაციის მიერ დაწყებული საბჭოური ანაბრის კვლევის შედეგებისთვის მნიშვნელობა გააჩნია. "ახალგაზრდა ადვოკატები" გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სასამართლო სხდომის გამოუცხადებლობა მიზანმიმართული მოქმედება იყო.

"ახალგაზრდა ადვოკატები" "ახალგაზრდა ფინანსისტების" ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაიცავს. ორგანიზაციის ინტერესებს სასამართლოში, "ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. საქმეს მოსამართლე ნათია ბუსკაძე განიხილავს.




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...
  • გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის- პროკურატურა„საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ. თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ. დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ. გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები. ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ. გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყოგიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი ... ...
  • თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის (R)აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. 31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ  სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ. ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის  ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს. ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს: მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან  გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ; ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში; ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet; Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...