ანი წითლიძე: "აქციამ ბიძგი მისცა სხვებსაც, რომ უფრო მეტი გააკეთონ ანაკლიისთვის"

საზოგადოება

ანი წითლიძე: "აქციამ ბიძგი მისცა სხვებსაც, რომ უფრო მეტი გააკეთონ ანაკლიისთვის"

2013 აპრ 15 15:39:26

ჩვენ აქციის ორგანიზატორს ანი წითლიძეს დავუკავშირდით.

_ ჩვენს სააგენტოს აქციის დამთავრებისთანავე ერთ-ერთმა დამსწრემ დაურეკა და უთხრა, რომ აქციაზე ცოტა ხალხი იყო და სავსე დარბაზის ეფექტი რომ შეექმნათ, ტელევიზიებისთვის ტაშის ფონოგრამა ჰქონდათ ჩაწერილი. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე?

_ თქვენ კითხვას თქვენვე პასუხობთ ნიუსში, სადაც მითითებულ გაქვთ, რომ ეს "ქართული ოცნების" წევრის კომენტარია. მე უფრო დიდი პრეტენზია სააგენტოსთან მაქვს, თქვენ უნდა გყოფნიდეთ იმის პროფესიონალიზმი, რომ ინფორმაცია გადაამოწმოთ. მე გუშინ მირეკავდნენ ანაკლიელები ძალიან გაბრაზებული და ნაწყენები ამ ნიუსით. მე ანაკლიელების სახელით ბოდიშის მოხდას მოვითხოვ სააგენტოსგან, "ჩაწერილი ფონოგრამის ტაშზე" რაც შეეხება კომენტარის ავტორს: რაც თქვა, მაგაზე მეტი რა დავუმატო _ ერთი გაბოროტებული ადამიანია, რომელიც ისეა ბოღმით დამხრჩვალი, ანაკლიის გაჩერებაც კი უხარია. ათმაგად ვწუხვარ, რომ ზუგდიდელია.

_ სააგენტოს თავისი აზრი არ დაუფიქსირებია, თან სათაურს კითხვის ნიშნი აქვს. სწორედ იმიტომ აქვს ნიუსს გაკეთებული მინაწერი, რომ ჩვენ გვაინტერესებს თქვენ აზრი და კომენტარი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. საზოგადოების ერთი ნაწილი და ეს სოციალურ ქსელებშიც არის გავრცელებული იმ დღიდან, რაც აქცია: "არ გააჩერო ანაკლია" დაანონსდა, წერდა, რომ 13 აპრილი არის 19 აპრილის გენერალური რეპეტიცია. რას იტყვით ამაზე?

_ ვერანაირად ვერ დავაკავშირებ და ცოტა მეცინება კიდეც. ვწუხვარ, რომ უფრო დიდი აზროვნებით ვერ უყურებენ ანაკლიას და მხოლოდ პარტიული ჩარჩოებით საზღვრავენ. რატომღაც "ოცნების" აქტივისტებს დიდი პანიკა ჰქონდათ 13 აპრილს და ასე ძალიან რისი ეშინოდათ, არ ვიცი. ეს არ იყო არავის წინააღმდეგ მიმართული აქცია, ამ აქციის მთავარი მესიჯი იყო _ "არ გააჩერო ანაკლია!"

_ როგორ ჩაიარა დღემ და რამდენად კმაყოფილი ხართ?

_ კმაყოფილი ვარ იმ ანაკლიელებით, იმ ზუგდიდელებით და კიდევ ძალიან ბევრი სტუმრით, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ, რომ მხარი დაეჭირა ანაკლიისთვის. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ ღონისძიებამ უკვე მისცა ბიძგი და სტიმული სხვებს, უფრო მეტი გააგრძელონ ანაკლიისთვის და გააკეთონ, ვიღაცეების ჯინაზე მაინც. მინდა კონცერტში მონაწილე ყველა მომღერალს დიდი მადლობა გადავუხადო. არასოდეს დამავიწყდება მათი პოზიცია, როდესაც ჯერ კიდევ ვგეგმავდით ამ კონცერტს. მე არ დამჭირდა ზედმეტი დარწმუნება მათი, რომ ანაკლია არ უნდა გაჩერებულიყო. ისინი ჰონორარის გარეშე ჩამოვიდნენ ჩვენთან და ბოლომდე დაიხარჯნენ. მე ვხედავდი მათ სახეებს და ემოციებს, როდესაც ხედავდნენ გაჩერებული ანაკლიის პროექტებს და მე მჯერა, რომ სანამ ასეთი შეგნების არტისტები გვყავს საქართველოში, არაფერი გაჩერდება. დღეს ისინი არიან ჩემთვის გმირები "ინტელიგენციისგან" განსხვავებით.

_ აქციის ორგანიზატორებმა მოწვევა გაუგზავნეთ საქართველოს მთავრობას. რა გამოხმაურება მოჰყვა ამას?

_ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოგვიცხადა ოფიციალური მხარდაჭერა, თვითონ პრეზიდენტი იყო პოლონეთში და ამიტომ ვერ დაესწრო აქციას, ჩვენ მოწვევა გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც, მაგრამ მათგან არც პასუხი და არც გამოხმაურება არ ყოფილა.

_ ანი, თქვენ აქციამდე რამდენჯერმე მიმართეთ პოლიციას და მოსთხოვეთ, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი. რამდენად გაართვა თავი პოლიციამ დაკისრებულ მოვალეობას?

_ მე მადლობაც გადავუხადე მათ საჯაროდ. მთელი დღის განმავლობაში არ მოგვშორებიან და იცავდნენ წესრიგს, გულშემატკივრობდნენ ანაკლიას. ყველა იქ მდგარი პოლიციელი ზუგდიდელია და მათ ძალიან კარგად ესმით ანაკლიის განვითარების მნიშვნელობა. ამიტომაც მჯერა _ სულ რომ დავალება ჰქონდეთ, მაინც არ წავლენ ანაკლიის წინააღმდეგ. მე მადლობას ვუხდი მთელ პოლიციას იმ სახელმწიფოებრივი მიდგომისთვის, რაც 13 აპრილს გამოიჩინეს.

რედაქციისგან. ჩვენ, გუშინ, როგორც კი წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია აქცია-კონცერტის შესახებ, მაშინვე ვცადეთ ორგანიზატორებთან დაკავშირება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. რადგან სააგენტოს მუშაობისთვის მთავარი ოპერატიულობაა, გადავწყვიტეთ მასალის გამოქვეყნება, სათაურში გამოვიყენეთ კითხვის ნიშანი და გავაკეთეთ მინაწერი, რომ აუცილებლად გამოვაქვეყნებდით ორგანიზატორების კომენტარს, რომელიც ზემოთ შეგთავაზეთ.




 ახალი ამბები
  • მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადებაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. "ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან. სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"_წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ... ...
  • სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ გახსნა: „ოზურგეთის სიყვარულში ყველას შევეჯიბრები“დღეს, ოზურგეთში  გურამიშვილის ქუჩაზე,   სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა. ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა  ოზურგეთის ყოფილი მერი,  ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის,  განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა. _ დამფუძნებელი  არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ  ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას,  ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა. სასტუმროს  გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა  ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება  მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა სააქტო დარბაზი, სადაც 50 ადამიანის მომსახურება  შეიძლება. სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ  მოემსახურებიან როგორც ტურისტებს,  ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა  თუ კონფერენციების ... ...
  • ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, - წერს ოთარ ... ...
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...