"ადამიანის უფლებები არის საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანა" _ გიორგი კვირიკაშვილი

საზოგადოება

"ადამიანის უფლებები არის საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანა" _ გიორგი კვირიკაშვილი

2017 დეკ 11 22:06:15

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ჩვენ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შედეგებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია და დაწყებული თანმიმდევრული რეფორმები ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყველას მიულოცა ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, 10 დეკემბერი, რომელიც იმის ხაზგასმაა, რომ ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის უმთავრესი ღირებულებაა.

„მომავალ წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 70 წელი უსრულდება. 1948 წელს მიღებულ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ჯერაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მისი სულისკვეთება და პრინციპები დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო 70 წლის წინ. ჩვენი ხელისუფლება ერთგულია ამ ღირებულებების და ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც თითოეული ადამიანის უფლებებია დაცული. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის და პარლამენტისთვის, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის პრინციპების განმტკიცება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩვენი საერთო მიზანია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ, თვისობრივად განსხვავებულ რეალობას ქმნის ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენი ხელისუფლების მყარი პოლიტიკური ნების შედეგია და ამას ჩვენი მოქალაქეები, ყოველდღიურად და ყველა სფეროში ხედავენ. ეს არაერთხელაა დადასტურებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაზე საუბრობენ თანამედროვე, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანათა კონტექსტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განსაკუთრებული წუხილის საგნად რჩება ის ფაქტი, რომ დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აქვს საშუალება, მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს.

„შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობის გაძლიერება და აქ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ გალის რაიონი; მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა; თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა; უკანონო დაკავებები და მავთულხლართებით შუაზე გაყოფილი კარ-მიდამოები - ეს ყველაფერი არის ოკუპაციის პოლიტიკის შედეგები და რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. საქართველოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური თუ სამშვიდობო ძალისხმევა, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და გაუმჯობესდეს ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას მუდმივად ეხმარებიან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რეფორმების გატარებაში; ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს ოფისს საქართველოში და ყველას, თითოეულ ადამიანს, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.

გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული საქმიანობა უსურვა ახლად არჩეულ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი კანდიდატისთვის სახალხო დამცველის თანამდებობაზე. მინდა, მივულოცო ქალბატონ ნინო ლომჯარიას ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მინდა, წარმატება გისურვოთ, ქალბატონო ნინო, ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე", - მიმართა პრემიერმა სახალხო დამცველს.

მთავრობის მეთაურმა ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების გაგრძელების პროცესში ფართო ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ხელისუფლება ვერ იქნება წარმატებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე და, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ადამიანის უფლებები არის საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანა და მე დიდი იმედი მაქვს, ამ რეფორმების გზაზე ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, რათა მივაღწიოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.




 ახალი ამბები
  • ამ ბეზპრედელშიკი ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს. "ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ ... ...
  • დარბევამდე, პალიკო კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს _ მელიასიამაყე! - ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ "არჩევანში", სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ  დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს. „სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს. ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია. „თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან. „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ  გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.  „ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ  იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის "ქართულ ოცნებაში". ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. წყარო:  ... ...
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...
  • ვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებასვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებას, _ ეს განცხადება  ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქავთარაძემ  ხელისუფლების მისამართით სოციალურ ქსელში გაავრცელა. "თალაკვაძე თავის საქმიანობას ოპოზიციონერი დეპუტატის დაჭერით იწყებს! ეს ხლეჩს საზოგადოებას. ეს არის რუსეთის დაკვეთა. ვერ დაიჭერთ. შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი",  _ ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...