ადრეული ქორწინება _ რა საფრთხის წინაშე დგანან მოზარდები

საზოგადოება

ადრეული ქორწინება _ რა საფრთხის წინაშე დგანან მოზარდები

2019 აგვ 14 11:30:10

მოზარდობის ხანა ერთგვარი ხიდია ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. ის 10 წლიდან 16 წლამდე ასაკს მოიცავს, თუმცა, მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი შედარებით გვიან, 19 წლის ასაკში სრულდება ან უფრო მეტიც, 25 წლამდე ადამიანი ჯერ კიდევ ვითარდება და ის ჩამოყალიბებული პიროვნება არ არის.

ფსიქოლოგმა ერიკ ერიკსონმა შექმნა 8 ეპატისგან შემდგარი თეორია ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების შესახებ, სადაც გარდატეხის ასაკი 12-18 წელი, აღწერილია, როგორც პერიოდი, როცა მოზარდები საკუთარ თავს ეკითხებიან “ვინ ვარ და საით მივდივარ“.

ამ ასაკისთვის ბავშვებში იზრდება იმის განცდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია სხვების აზრი მათ შესახებ. ამ ასაკში ყალიბდება სექსუალური იდენტურობა, რომელიც მოიცავს სექსუალურ ორიენტაციას. ამ ასაკში მოზარდები ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას, აქვთ ერთმანეთში არეული გრძნობების და ემოციების ნაზავი. ამ პერიოდისთვის, ზოგ ბავშვს განსაკუთრებით უყვარს მანქანები, მუსიკა, ზოგი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებში ერთიანდება. ერიკსონის ხედვით, ამ პერიოდისთვის მოზარდების უმეტესობას უჩნდება საკუთარი იდენტურობის განცდა. თუკი მოზარდმა ვერ შეძლო საკუთარი იდენტურობის განსაზღვრა, უვითარდება იდენტურობის კრიზისი.

ის თვითონ ირჩევს საკუთარ იდეოლოგიას და ამიტომ ხშირად ხდება კონფლიქტი მოზარდებს და დიდებს შორის.

ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელი, ზიგმუნდ ფროიდი მიიჩნევს, რომ სწორედ გარდატეხის პერიოდში არის ფსიქოსექსუალური განვითარება თავისი განვითარების პიკში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოზარდებთან საუბარი მოსალოდნელ ცვლილებებზე და პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობა, სამწუხაროდ, ისინი მშობლებისგან მხარდაჭერის ნაცვლად რიგ შემთხვევებში განსაკუთრებით დიდი პრობლემის - ადრეული ქორწინების, ბავშვობის ასაკში დაქორწინების წინაშე დგებიან.

ადრეული ქორწინება შეიძლება იყოს იძულებითი მაგალითად, გარიგებით ან არასრულწლოვნის  გაუაზრებელი თანხმობით.

საქართველოს კონსტიტუციით, ქორწინების ასაკად 18 წელია დაწესებული, თუმცა, შინაგან საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით, 12-14 წლის გოგოებში ნაადრევი ქორწინების სავარაუდო მსხვერპლია 16%, ხოლო 15-16 წლის გოგოებში - 82%, 16 წელს ზემოთ კი ნაადრევი ქორწინების სავარაუდო მსხვერპლი 2 %-ია.

არის თუ არა მზად არასრულწლოვანი იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც ოჯახი ჰქვია, რა სახის ტრავმები შეიძლება გამოიწვიოს ადრეულმა ქორწინებამ  -ამ საკითხებზე ,,გურია ნიუსი’’ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს, გიორგი დონაძეს ესაუბრა.

როგორც დონაძე ამბობს, მოზარდი ამ ასაკში არ არის ფსიქოლოგიურად მომწიფებული ახალი სოციალური როლისათვის, რასაც ოჯახის შექმნა ჰქვია და ეს მისთვის იქნება დიდი ტვირთი, რაც მჭიდროდ კავშირშია ტრავმულ გამოცდილებასთან, რომელიც ბუნებრივია, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

იძულებითია თუ არა იძულებითი ქორწინება, დამანგრეველია  ორივე შემთხვევაში ბავშვისთვის, ამ დროს ბავშვი არ არის ემოციურად მომწიფებული და ეს  ბუნებრივია, არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რა არის ოჯახი, სექსუალური ურთიერთობა და ა.შ.  და ესეც ძალზედ ბუნებრივია და  მეტიც მისი ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ სამყარო შეიცნოს, კითხვაზე ეძებოს პასუხი ,,ვინ ვარ მე’’,  ერთობოდეს მეგობრებთან ერთად, გამოსცადოს სიყვარული, მიიღოს განათლება და განვითარდეს, ხოლო როდესაც მის ბუნებრივ განვითარების ეტაპს არღვევს ქორწინება, რომელიც უკვე მოზარდობის ეტაპის შემდგომი პერიოდების ერთ-ერთ ამოცანად ითვლება,  ბუნებრივია, რომ ესეთ დროს ადამიანებს უჭირთ ისედაც კრიზისულ პერიოდში ისეთი პასუხისმგებლობის აღება, მითუმეტეს, როდესაც ეს ხელოვნურად მოხვეულია,  რომელიც სრულიად არ ჯდება მისი განვითარების  ეტაპის ბუნებრივ  მახასიათებლებში,  ხშირად ტრავმული გამოცდილების შემცველია.

გოგოებს ქორწინებაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, თუნდაც,  შვილის გაჩენა. თავად ბავშვი ბავშვს აჩენს, რომლისთვისაც მზად არ არის და ბუნებრივია,  გაცნობიერებული არ აქვს რა ხდება მის თავს და შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ ერთმა ფაქტმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის რიგი პრობლემების საფრთხის წინაშე დააყენოს, როგორც თავად  ის, ასევე ბავშვი. ხშირია ამ დროს საკუთარი შვილის და სოციალური როლის, დედის მიუღებლობა, რაც გამოწვეულია ხშირ შეთხვევაში მშობიარობის შემდგომი დეპრესიით. დეპრესია დაკავშირებულია როგორც წესი ისეთ სიმპტომებთან როგორიცაა მუდმივი გადაღლილობის შეგრძნება, უიმედობის და ემოციებისგან გადატვირთვის შეგრძნება, ძილის და კვების რეჟიმის დარღვევა, დანაშაულისა და უმნიშვნელობის შეგრძნება, ინტერესის დაკარგვა ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე სიამოვნებას გვანიჭებდა, ოჯახისა და მეგობრებისთვის თავის არიდება, ბავშვის მიმართ ინტერესის ნაკლებობა საკუთარი თავისთვის ან ბავშვისთვის ზიანის მიყენების შესახებ ფიქრები და განსაკუთერებული აგრესია იმ გარემოს მიმართ ვინც ქორწინებას შეუწყო ხელი“,_ამბობს დონაძე.

ფსიქოჯანმრთელობის სპეციალისტის თქმით, ტრავმებისგან ბავშვების დასაცავად საჭიროა განათლების დონის ამაღლება და სამართალდამცავების ეფექტური მუშაობა.

„საჭიროა ცნობიერების ამაღლება. ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ვერავინ აიძულებს ამ ნაბიჯის გადადგმას და უნდა მიმართოს საჭირო უწყებებს. ეს უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და თემებში, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში არ დადის და ჩართულია იძულებით შრომაში.  ადრეული ქორწინების პრევენციის გზაა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი და ცნობიერების ამაღლება, მეტი განათლების მიცემა გოგონებისა და ბიჭებისთვის”,_თქვა დონაძემ.

ის აღნიშნავს, რომ  ფორმა უნდა გამოინახოს, როგორც მშობლებთან, მეურვეებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ყოველდღური შეხება აქვთ ბავშვებთან და მოზარდებთან და ასევე ბუნებრივია პირველ ყოვლისა თავად ბავშვებთან და მოზარდებთან, სასაუბროდ. ამ ასაკის მოზარდი არ არის მზად ოჯახის შესაქმნელად, არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიოლოგიურად.  მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება უფრო დიდი ტვირთია, ვიდრე სექსუალური ურთიერთობა რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა თუ ძალადობრივი არ არის. მშობლები უნდა მიხვდნენ, რომ საქალწულე აპკის გარღვევა არ ნიშნავს, რომ გოგონა აუცილებლად უნდა დააქორწინონ და ეს ბუნებრივი ეტაპია მოზარდისთვის, როდესაც ის ავლენს ინტერესს სექსის შესახებ  სხვადასხვა ფორმით.

ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა მივაწოდოთ მას სწორი ინფორმაცია მისი პერიოდისათვის დამახასიათებელი სექსუალური ქცევის   და მასთან დაკავშირებული საფრთხეების   შესახებ. ტაბუს და სტერეოტიპებთან ბრძოლის ერთადერთი გზა ისევ და ისევ განათლებაა. უნდა იყოს სკოლაში სწავლება, გავრცელდეს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებული ვიდეოები, რომელიც იქნება მოზარდისთვის გასაგებ ენაზე შექმნილი. მაქვს იდეა, რომ სანამ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შევიტანთ, მანამდე სოციალური ურთიერთობის საგანი შევიტანოთ, ვისაუბროთ თემაზე რა არის სიყვარული, მოწონება, მეგობრობა და ამის შემდეგ მოხდეს გადასვლა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ნელ-ნელა შევაგუოთ საზოგადოება, რომ ეს არის აუცილებელი ჩვენი შვილების დასაცვად არასასურველი ორსულობისგან, ნაადრევი ქორწინებისგან და იმ ტრავმებისგან, რაც შეიძლება განვითარდეს ამ მოვლენის შემდეგ”,_ამბობს დონაძე.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობის შესახებ საუბრობს ასევე „გურია ნიუსთან“ მე-16 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი, უშანგი ჩირგაძეც.

მისი თქმით, მოზარდებს გარდატეხის ასაკში არ შეუძლიათ დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ სკოლებში არ არსებობს ფსიქოგანათლება.

დაახლოებით, 13 წლიდან მოზარდს უჩნება სექსუალური ურთიერთობების მიმართ ინტერესი. ის ჯერ ჩამოყალიბებული პიროვნება არ არის, ვითარდება და შეუძლებელია, რომ ამ პერიოდში მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია ის გარემო პირობები, რასთან გვაქვს საქმე, რადგან სხვადასხვა რეგიონში  განსხვავებული მდგომარეობაა, განსკუთრებით ეთნიკური ჯგუფებში.  ქორწინების შედეგად მოზარდი სხვადასხვა სახის ტრავმას იღებს, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს და პოსტრავმული მდგომარეობის შედეგად შეიძლება სუიციდიც კი სცადოს.

ბავშვის განწყობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ სკოლებში ფსიქოგანათლება არ არის, არც კანონმდებლობაა ბავშვთა უფლებების კონვენციასთან თანხვედრაში“,_ამბობს ჩირგაძე.

ფსიქიკური აშლილობების  ნახევარი  მოზარდობის პერიოდში ჩნდება, 14 წლის ასაკიდან. შემთხვევების უმეტესობა რჩება გამოვლენისა და ყურადღების გარეშე.

ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები, როგორც წესი, ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, ისინი ოჯახში ძალადობისა და ზეწოლის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ხდებიან. ამასთანავე, მათზეა დაკისრებული მზრუნველობის ისეთი ფორმების შესრულება, როგორიცაა ოჯახის წევრების, ოჯახის ავადმყოფი წევრის, ბავშვის, მოხუცის და. ა.შ. მოვლა, საჭმლის მომზადება, სახლის მოვლა, სახლის დალაგება, სარეცხის გარეცხვა და. ა.შ.

ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ზეწოლის მომატებული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ოჯახში ძალადობის ძირითადი ტიპებია: ფიზიკური ძალადობა ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება, ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, ფსიქოლოგიური ძალადობა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, ეკონომიკური ძალადობა, იძულება,  სექსუალური ძალადობა.

ადრეული ქორწინება  განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგონებზე. ზოგადად, მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გოგონებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ადრეული ქორწინება ქმნის პრობლემებს სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სფეროში.

ამავე თემაზე

ბავშვი და ქორწინება- ერთმანეთთან შეუთავსებელი მცნებები

 

 

 




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...