აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები კახეთში გაიხსენეს (R)

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები კახეთში გაიხსენეს (R)

10 აგვ. 2020, 16:08:13

2008 წლის ომის მე-12 წლისთავზე, სამშობლოსათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალები და ჯარისკაცთა საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

გურჯაანში ჩატარდა აგვისტოს ომში დაღუპული ალექსი ნატროშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თავდაცვის სამინისტრის 3 და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების 7 გუნდი. გაიმარჯვა სოფელ კალაურის გუნდმა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში სძლია მე-4 მექანიზირებული ბრიგადის გუნდს და გადაეცა ააიპ ''გურჯაანის სპორტული გაერთიანების'' მიერ დაწესებული ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასი.

ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გასულ წელს დაარსდა და ყოველწლიურად ჩატარდება.

უფროსი ლეიტენანტი ალექსი ნატროშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ შრომაში გაიზარდა. იგი IV ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო. 9 აგვისტოს, გამთენიას, თანამებრძოლებთან ერთად, დაზვერვაზე იყო წასული; უკან დაბრუნებულს, უთქვამს, რომ დიდი ხაფანგები იყო და ბრიგადის მეთაურთან ერთად, უკან დახევაზე შეთანხმებულან. სწორედ ამ დროს მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

კახეთის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ალექსი ნატროშვილის გარდა, კიდევ 15 მებრძოლი შეეწირა;

გიორგი ანწუხელიძე _ საქართველოს ეროვნული გმირი!

ბესიკ მამიაური _ რიგითი; 8 აგვისტოს, ერედვში, დაბომბვის შედეგად დაიღუპა; დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით;

ზურაბ ბალაშვილი_კაპრალი; 9 აგვისტოს, ნიქოზში, დაბომბვაში მოყვა და კასეტური ბომბის ანასხლეტის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. დაჯილდოვებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''.

პოლკოვნიკი დათო ელიზბარაშვილი შილდელი იყო; იგი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთშიც იბრძოდა; შემდეგ სამხედრო სამსახური გააგრძელა_თავდაცვის სამინისტროში საინჟინრო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კადეტთა კორპუსში მოღვაწეობდა, ბოლოს გორის ბატალიონის საინჟინრო ნაწილის გამნაღმველთა ბრიგადის მეთაური იყო; დათო ელიზბარაშვილი, 11 აგვისტოს, სოფელ ფხვენისთან , რუსული ''მი-24''ის შემოტევას ემსხვერპლა. დაჯილდოვებულია მედლებით:''უმწიკვლო სამსახურისთვის''; მედლით ''საბრძოლო დამსახურებისთვის'' და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. (სიკვდილის შემდეგ).

სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ ალმატიდან იყო. სნაიპერი ზურაბ ტურაშვილი, ზუსტად არავინ იცის, რა ვითარებაში დაიღუპა, მაგრამ მისი მეგობრები ამბობენ, რომ კაზაკ სნაიპერ ქალს მისთვის მაშინ უსვრია და მხარში დაუჭრია, როცა ცხინვალში, სკოლის ეზოში გამოსულან. 4 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა; 2012 წელს, შვილის დნმ-ის დახმარებით იპოვეს. იმ უცნობ ჯარისკაცებს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დახმარებით, ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს..

კაპრალი გიორგი კირაკოზაშვილი სოფელ ჩაილურიდან იყო. ჯარში 15 წელი იმსახურა. მსახურობდა გვარდიაში, სპეცრაზმში, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ პირველ ბრიგადაში. ბოლოს – მეოთხე ბრიგადაში, იყო ბატალიონის დაზვერვის უფროსი. 9 აგვისტოს, დილას, ცხინვალში, დაღუპული თანამებრძოლის გადმოსვენების დროს, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა... დაჯილდოვებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''; ''უმწიკვლო სამსახურისთვის'' (III ხარისხი) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

რიგითი გოჩა ილურიძე დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედიდან იყო; 18 წლისა წავიდა სამშობლოს დასაცავად; სპეცრაზმში ირიცხებოდა. მისი მეთაური იხსენებს, რომ სამაგალითო ჯარისკაცი იყო; 9 აგვისტოს, ერედვში, რუსების მიერ ჩამოგდებული კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით;(სიკვდილის შემდეგ)

ლეიტენანტი რეზო მამისაშვილი _ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მარიამისჯვრიდან იყო; სამხედრო აკადემიაც დაამთავრა და ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 42-ე ბატალიონში მსახურობდა. 8 აგვისტოს, ფრონტის წინა ხაზზე, ''დუბოვი როშჩაში'' დაიღუპა; მისი ცხედარი საკმაოდ გვიან, 26 აგვისტოს გადმოასვენეს, 42 გმირის ცხედართან ერთად; ამოცნობა ვერ მოხერხდა, მხოლოდ მოგვიანებით, დეენემის პასუხის წყალობით გახდა ცნობილი, რომ ის მუხათგვერდში განისვენებდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, რეზო მამისაშვილი, მშობლიურ სოფელში, მარიამისჯვარში გადაასვენეს. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით;'

უმცროსი სერჟანტი გელა მებაღიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან გახლდათ. IV ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო. 10 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, დაღუპული ჯარისკაცის ბრძოლის ველიდან გამოყვანისას, ნაღმზე აფეთქდა... 2008 წლის ნოემბერში, დეენემის პასუხით დადგინდა, რომ გადმოსვენებულ 11 მებრძოლთა შორის გელა მებაღიშვილიც იყო. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ( სიკვდილის შემდეგ)

რიგითი გიორგი აბიათარი დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარიძეში იზრდებოდა. დედისერთა ბიჭს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა, 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში წავიდა. ძალიან უნდოდა, რომ სამხედრო ბილეთი მალე აეღო და სასაზღვრო პოლიციაში დაეწყო მუშაობა, მაგრამ 8 აგვისტოს, ერედვში, მტრის ჩამოგდებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

10. კაპრალი თეიმურაზ ბერიძე_ დედოფლის წყაროში გაიზარდა; II ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა. თეიმურაზი ერთ-ერთია იმ 17 გმირიდან, რომლებმაც 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისში, უთანასწორო ბრძოლაში დაასრულეს სამშობლოსათვის შეწირული სიცოცხლე. დაჯილდოვებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''.

11. გიორგი მარსაგიშვილი _ დედოფლის წყაროდან იყო; იგი განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე ათეულის მეთაურის მოადგილე გახლდათ; გიორგი მარსაგიშვილს შს სამინისტროში მუშაობა სამი თვის დაწყებული ჰქონდა. მისი კვალი ცხინვალში იკარგება... გიორგის ცხედარი აღმოჩენილი ვერ იქნა და მისი გაუჩინარებაც ბურუსითაა მოცული. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

12. კაპრალი შმაგი ნოზაძე_ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორიდან იყო. ჯარისკაცის ფორმა ბავშვობიდან უყვარდა. IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა; ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა, ერთხელ დაბომბვას გადაურჩა, თუმცა, შემდეგ ისევ შებრუნდა ბრძოლის ველზე, სადაც როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა; მისი ცხედარი დღემდე არაა ნაპოვნი...

13. ექიმი გოგა აბრამიშვილი სიღნაღელი იყო. მისთვის აგვისტოს ომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის პირველი ბრძოლა არ იყო. ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო, აფხაზეთის ომში რომ წავიდა. 2008 წლიდან, გორის ჰოსპიტალში ტრამვატოლოგად მუშაობდა და არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა.. გოგა აბრამიშვილი, 11 აგვისტოს, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, ნაღმის ანასხლეტმა იმსხვერპლა...

14. კაპრალი სოსო ღვინიაშვილი გურჯაანელი იყო. IV ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა; სამშობლოს 20 წლის ჯარისკაცი 9 აგვისტოს, ''შანხაის'' ტერიტორიაზე, ორმხრივი ცეცხლის დროს დაიღუპა, მაგრამ როგორ, არავინ იცის... სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. (R)




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls