აგვისტოს სისხლიანი ომი _ ,,ქვეყანა ხიფათის ციხეში აღმოჩნდა“

საზოგადოება

აგვისტოს სისხლიანი ომი _ ,,ქვეყანა ხიფათის ციხეში აღმოჩნდა“

2018 აგვ 8 13:12:50

2018 წლის 8 აგვისტო _10 წელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან.

ომმა, რომელმაც საქართველოს 408 მოქალაქე შეიწირა, ქართველი ხალხის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.

ვინ დაიწყო აგვისტოს ომი? _ პოლიტიკოსთა ნაწილი, მათ შორის, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, კონფლიქტის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლებას ლომის წილი მიუძღვის.

ზურაბიშვილმა კითხვებზე: ,,შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - უგუნურება? გიჟი პრეზიდენტის ახირება? თუ  უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?“_ პასუხების გაცემა მკითხველსა და ანალისტიკოსებს მიანდო. 

ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიას თქმით, ვარაუდი იმის შესახებ, რომ თითქოს აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, არასწორია. მისი თქმით, რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა საქართველოს ტერიტორიებზე, მოახდინა ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია, ამიტომ კითხვაზე პასუხი, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ომი?_ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.  

,,ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ეს არის არასწორი გამონათქვამი, იმიტომ, რომ საქართველო არ გადასულა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და  არ გამოუცხადებია ომი მეორე სახელმწიფოსთვის.  

2008 წლის ომის შემდეგ, საქართველომ დიდი ზიანი მიიღო და ფაქტობრივად, რუსეთის ხელისუფლების ფედერაციამ მოიპოვა უკეთესი ვითარება გეოსტრატეგიულ კონტექსტში, არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში.

აგვისტოს ომამდე რუსეთის ფედერაციას სამხედრო ბაზები  საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰყავდა განლაგებული, 2005 წელს საქართველომ მოითხოვა და რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ბაზები ჩვენი ტერიტორიიდან, რაც რუსეთისთვის ძლიერი დარტყმა იყო. ეს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის დამსახურება იყო, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია.  

2008 წლის შედეგად, რუსებმა განალაგეს  საკმაოდ ძლიერი სამხედრო ბაზები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ, ფაქტობრივად, მოახდინა საკუთარი ძალების მოდერნიზაცია და საქართველომ მიიღო მცოცავი ოკუპაცია. შეიცვალა გეოსტრატეგიული ვითარება  კავკასიის რეგიონში და ჩვენი ქვეყანა ხიფათის ციხში აღმოჩნდა. სწორედ, რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართელოს ტერიტორიაზე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს, ამიტომ ვინ დაიწყო ომი, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, _ გვითხრა მაისაიამ.

რუსეთ-საქართველოს ომი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

12 აგვისტოს კონფლიქტურმა მხარეებმა, ევროკავშირის თავმჯდომარის შუამდგომლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელთა ვალდებულებები რუსეთის ფედერაციას შეუსრულებელი აქვს.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...