აქცია ლიხაურში: „აჭის წყალზე კარიერი უნდა გაუქმდეს!“

საზოგადოება

აქცია ლიხაურში: „აჭის წყალზე კარიერი უნდა გაუქმდეს!“

2020 მარ 20 18:28:09

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭის წყლის ხეობაში, ადგილობრივთა საპროტესტო აქცია გაიმართა,  რომელშიც სასულიერო  პირებიც მონაწილეობდნენ.

როგორც ლიხაურელებმა გვითხრეს, მიუხედავად არაერთი აქციისა და დაპირებისა, შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ მაინც შევიდა მდინარის კალაპოტში და „გზამშენი 18“-ის მიმდებარედ, ხრეშის „აისბერგები“ დააგროვა.

_ ნახეთ, რას შვებიან, ეს არის ხრეშის მოპოვება? სანამ ვიყვიროთ? კი, ვასაჩივრებთ, მაგრამ სანამ სამართლებრივად გადაიჭრება, როგორ გავაჩეროთ ეს   მტაცებლები?  50 წელია, უცვლიან აჭისწყალს კალაპოტს და ვერ წაიყვანეს თავის ჭკუაზე, ვერც თქვენ წაიყვანთ, მაგრამ იმხელა ტბები და გორები რომ დააყენეთ, იქ რომ ბავშვი საბანაოდ გაგვეპაროს და  ჩავარდეს, თქვენ გეძებოთ? და თუ გნახეთ, ხომ გაგათავეთ ადგილზე! რას დაამსგავსეთ აქაურობა, „კორონა“ კი არა ქოლერაც ხართ და უარესი, - ბრაზობდნენ აქციის მონაწილეები და კომპანიის წარმომადგენლისგან, გელა დუმბაძისგან, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, მოითხოვეს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ მუშაობა და გაეყვანათ ექსკავატორები მდინარის კალაპოტიდან.

გარემოს დამცველებმა,  ირმა გორდელაძემ და ლევან მგელაძემ მიმართეს დუმბაძეს, რომ ნუ არღვევდა დაპირებას და დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მუშაობა.

თავის  მხრივ, გელა   დუმბაძემ (რომელიც როგორ ადგილობრივებმა თქვეს, წესიერ პიროვნებად იცნობენ და  კომპანიაც კარგი სახელით  სარგებლობს), თავი იმართლა, რომ ადგილმონაცვლე ტერიტორია არ მოიძებნა და ამიტომ  ისევ გააგრძელეს მუშაობა ძველ ადგილზე.  

_რას მერჩით? ბიუჯეტში არ შემაქვს თანხა თუ მითითებულ ადგილზე არ ვმუშაობ, სადაც   ლიცენზიით  გვაქვს ნება დართული? დამპირდით, რომ ადგილმონაცვლე ტერიტორიას მომიძებნიდნენ, თუმცა ეს დღემდე არ მოხერხდა. ამიტომ ვმუშაობთ. რას ვაშავებთ?  _ ჰკითხა აქციის მონაწილეებს გელა დუმბაძემ.

_თქვენ მოსპეთ აქაურობა, ბიუჯეტში რა შეგაქვთ იმდენი, რასაც იღებთ? ფულისთვის დარბიხართ თქვენ. ვის უყურებთ, შვილო, ჩვენ გვიყურე. ამ ჭალაში თაობები იზრდებოდა, აჭის წყალი მარტო წყალი გგონიათ? აქ რომ ბავშვები ჩაგვეხრჩოს, ვინ აგებთ პასუხს?! რას დაამსგავსეთ, ესაა მუშაობა,  გული წაუვა ადამიანს, ამ ხეობის  შემხედვარეს? აჭის წყალს თავი დაანებეთ, წადით აქიდან,  ეს კარიერის უნდა გაუქმდეს!_ უთხრა დუმბაძეს ლიხაურელმა მართა მუჯირმა.

 ლიხაურის მკვიდრმა, სასულიერო პირმა  მამა მათემ სთხოვა გელა დუმბაძეს, ერთი თვით შეაჩერონ მუშაობა, სანამ სამართლებრივად  გადაწყდება საქმე.

_ შესაძლოა, ამას ერთი თვეც არ დასჭირდეს. როგორც კი პასუხს მივიღებთ,  შეგატყობინებთ. გვაქვს პეტიცია, რომელსაც ათასი კაცი აწერს ხელს.  პირადად თქვენზე კი არ არის საქმე, ეს კალაპოტი, ხუთ კილომეტრზეა მოქცეული კარიერში, კიდევ იმდენს დაამატებენ, თუ გააგრძელებენ მუშაობას. როგორმე უნდა შევთანხმდეთ, _ უთხრა მან დუმბაძეს.

საბოლოოდ, აქციის მონაწილეები და კომპანიის წარმომადგენელი შეთანხმდნენ, რომ ერთი თვით შეწყდება მუშაობა, თუმცა, აქციის მონაწილეთაგან ბევრს ეჭვი შეეპარა, რომ  აღნიშნული კომპანია კვლავ დაარღვევს  პირობას.

_ არ გაბედოთ აქ ჩამოსვლა, თორემ ცუდად დაამთავრებთ, _ დაუბარეს მათ კომპანიის წარმომადგენელს.




 ახალი ამბები
  • ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოუწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ასევე, ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ... ...
  • დაღუპულები და დაშავებული_ ავარია თბილისშითბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა. შემთხვევა მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ . მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში გურიაში ოთხი სკოლა ჩაერთოკორონავირუსის პრევენციის მიზნით,  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს. საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან. ამ ეტაპზე “ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ოთხი სკოლია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგვზიანის და ჩიბათის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზოტის საჯარო სკოლა. ასევე ცნობილი ხდება “ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტების ვინაობა, ესენია: ხათუნა რუსიეშვილი და ლუკა მეგრელიშვილი.  მოხალისეებად კი მარიამ ბოლქვაძე და  მაია კაკაბაძე ... ...
  • მდინარაძე: სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ეტაპობრივად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით  გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ სამშობლოში უკვე 5000-ზე მეტი ემიგრანტი ჩამოიყვანა. „ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები.  ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება  ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით,  სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა  ჩამოიყვანოს და  მოხდეს მათი დაბინავება საკარანტინო ... ...
  • სად არის შესაძლებელი ქართული წარმოების პირბადის შეძენაუწყებათშორისმა საბჭომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარებულ სხდომაზე განიხილა ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ იფი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება.  ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...