„აკვაკულტურის შესახებ" კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საზოგადოება

„აკვაკულტურის შესახებ" კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

3 ივნ. 2020, 16:02:27

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე  ნინო წილოსანი უძღვებოდა, კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ" თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა და  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ წარდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია, სხდომაზე ნინო წილოსანმა გამოიტანა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნისათვის მისი მიღების მნიშვნელობა. ნინო წილოსანის განცხადებით, ეს კანონპროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორიც აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებაა. მისივე თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ რედაქციულად გასწორდა, ხოლო კანონის   ამოქმედების ვადამ გადაიწია  2021 წლის  1 მარტამდე, ვინაიდან პანდემიის გამო განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა კანონის მიღება. 

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები I მოსმენით წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და კანონმდებლებს საკანონმდებლო პაკეტის მიღების აუცილებლობაზე  მიაწოდა ინფორმაცია. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების განხორციელება და კოდექსის სრულყოფა. მან მნიშვნელოვან საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების დამატებას ეხება, ანუ ეს არის მუნიციპალიტეტებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტის ყოლის შესაძლებლობა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით მუნიციპალური ტრანსპორტის ქონის უფლება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს აქვს. მისივე თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც ექნებათ სურვილი ჰყავდეთ მუნიციპალური ტრანსპორტი. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, გარემოს კუთხით გარკვეული შენიშვნები აქვს. თავის მხრივ, როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სამინისტრო წარმოდგენილ შენიშვნებს იზიარებს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე რამდენიმე ათეულ კანონში მოხდა ცვლილებების შეტანა, ძირითადად, ტერმინოლოგიის ცვლილების კუთხით, ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების მიზნით.  ცვლილებების განხორცილების აუცილებლობა დადგა პარლამენტის რეგლამენტშიც. შესაბამისად, სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" და კანონპროექტები:„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" , რომელიც კოლეგებს I მოსმენით პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ამგვარად, რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად, კანონმდებლობაში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი". 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე  სამი საკითხი წარადგინა. კერძოდ, კანონპროექტები: „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (II მოსმენა); „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (I მოსმენა); „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" (I მოსმენა). სამივე კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტის მიღებით, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის - ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება იგეგმება.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა,  ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა, ხოლო დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან. კანონპროექტის მიმართ კომიტეტმა გარკვეული შენიშვნები დააფიქსირა, რომლებიც მომხსენებლის თქმით, ფაქტობრივად, გაზიარებულია. 

რაც შეეხება კანონპროექტს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", იგი განსაზღვრავს ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობს და საზღვრებს (კოორდინატებს). 

კანონპროექტის მიღების შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4179,6 ჰა-თი და ადიგენის მუნიციპალიეტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი. გაფართოებული ტერიტორია შევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგელობაში და მასზე გავრცელდება ეროვნული პარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები. ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული ორი სახეობის - კავკასიური კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) და კავკასიური არჩვისთვის (Rupicapra rupicapra caucasica) დასავლეთ მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა. 

„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტრით კი, რომელიც კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა, მოქმედ კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კანონპროექტის მიმართ კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ ჰქონდათ. 

პარლამენტის წევრების სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა -  კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კომიტეტს I მოსმენით გოგა გულორდავამ წარუდგინა და ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ნარჩენების მართვის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით, ასევე, კოდექსის მთელი რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით არის განპირობებული.

 

მისივე თქმით, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირები, მიუხედავად ნარჩენების კოდექსში კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით. აღმოჩნდა, რომ კანონით დაწესებული ჯარიმები მათთვის არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი და არსებული რეგულაციების ფონზე არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტურ გზად კი, კანონპროექტის ინიციატორებს დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდა მიაჩნიათ. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით დაწესდება გაზრდილი სანქციები ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისათვის.

აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასევე გაიზიარა მომხსენებელმა. კომიტეტმა ასევე დაუჭირა  მხარი სხვა განხილულ საკითხებსაც.

ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომის დასასრულს, სხდომის შედეგები შეაჯამა.

„დღეს კომიტეტს ძალიან ნაყოფიერი დღე ჰქონდა, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ შორის, სამი დაცული ტერიტორიის შესახებ კანონპროექტები განვიხილეთ, აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი მივიღეთ მესამე მოსმენით. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  დამატებითი ღონისძიებები განვიხილეთ და მხარი დავუჭირეთ, რომ უკეთესად განხორციელდეს აღსრულება და ჩვენი თანამოქალაქეები შეეჩვიონ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კულტურას. ამასთან ერთად, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომიტეტის აპარატს, რომელიც ამ პანდემიის პირობებშიც და ყოველდღიურ რეჟიმში   დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაცია და შენიშვნები მოეწოდებინა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა.




 ახალი ამბები
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...
  • „სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"„ჩვენს უახლოეს ადამიანს ბაჩო ჩხაიძეს, ჩვენს ძმას, სამი შვილის მამას, საუკეთესო ადამიანს, ყველას გვერდით მდგომს, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი, ჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. გუშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ, სახლში გაჩნდა ცეცხლი და სრულად გაანადგურდა სახლი, მასში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სახლი რომელშიც მთელი მისი სამეგობრო ვცხოვრობდით აღარ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ ბაჩოსთვის და მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან ეს ადამიანი და მისი დიდი ოჯახი სამი შვილით არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ახლა ძალიან მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. საქართველოს ბანკი: ანგარიში: GE16BG0000000161878002GEL მიმღები: ბიჭიკო ჩხაიძე პირადი ნომერი: 37001047801 ვფიქრობ, ყველა ერთად შევიტანთ წვლილს და ღვთის შეწევნით დავეხმარებით ახალი სახლის აშენებაში. P.S. ყველა ვინც მიცნობთ, იცით, რომ აქამდე არაფერი მითხოვია თქვენთვის. გთხოვთ გააზიაროთ რადგან უფრო ბევრმა  ადამიანმა ნახოს“,_ ამ ემოციურ პოსტს, ხანძრიდან მალევე, სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახის უფროსის, მერაბ ჩხაიძის ვაჟის, ბაჩოს მეგობრები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერაბ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლის დაწვა მოჰყვა. ომიკო ჭიჭეიშვილი და იოანე მახარაძე ბაჩოს მეგობრების სახელით ჩხაიძეების ოჯახისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ: ,,საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახს სხვა არანაირი საცხოვრებელი არ აქვს. არც საშუალება აქვს.სახლის შეკეთება არის წარმოუდგენელი. კედლები არის დახეთქილი სიმხურვალიდან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. გვინდა დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ოჯახი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახი სამტრედიაში თავისი ბევრი დადებითი მხარით.  ბაჩოს 3 შვილი ყავს და ფაქტიურად რჩებიან ყოველგვარი ნივთების გარეშე ღია ცის ქვეშ. ვაგროვებთ თანხას, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას საზოგადოებიდან, ბიზნეს სექტორიდან, ძალიან მცირედი დახმარებაა საჭირო თუ ყველა ერთად ვიქნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყო ბანკში ჩადებული გამომდინარე სხვადასხვა ფინანსური პრობლემებიდან. სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გამოდის რომ მიწაც და სახლიც ბანკის სახელზეა. ამიტომ გვინდა და უნდა გადავატრიალოთ ყველაფერი და როგორმე ბანკთან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მერე ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.  ბაჩო და მისი ოჯახი, არ ვიცი,  იცნობთ თუ არა,  ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახია. ზოგადად ამ ოჯახის ცხოვრებისეული დევიზი იყო ყველას დახმარება. ბაჩოს ხუმრობით მეგობრები სულ ერთ ფრაზას ვუმეორებდით: - ბაჩო , ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერე სხვისითქო. ანდაზაც ასეთი არის,  ჯერ თაო ჩემო და მერე სხვაო ჩემოთქო. გემუდარებით, ყველას, ამოვუდგეთ მხარში ჩხაიძეების ოჯახს, რათა გადავარჩინოთ ეს დიდებული ადამიანები საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრებას. ასე,  რომ ეს ჩვენი ყველას გამოცდაა. ეს გასაჭირიც იმისთვისაა რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ. მჯერა ჩვენი თანამოქალაქეების ქართველი ერის და ყველა მორწმუნე ადამიანის რო ახლა ყველა ჩვენს გვერდით იქნება და 1 დღე მაინც იცხოვრებს ბაჩოს ცხოვრებით და ჯერ სხვის საქმეს გააკეთებს და მერე თავისას. ვიცი, როგორ რთულ დროს ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“. ამავე თემაზე: ხანძარი სამტრედიაში ... ...
  • მედიაკოალიცია „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს ეხმიანებაკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ. 2020 წლის 05 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი“, სადაც ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთი მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია – „დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსს“ ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას წერილი, რომელიც ფეისბუკს პოლიტიკურ რეკლამაზე საქართველოდან მისწერეს“ - ნათქვამია მასალაში. პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება გვინდა შევაჩეროთ იმ გარემოებაზე, რომ მედიაკრიტიკის ვებ გვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს მასალის აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. ასევე აღვნიშნავთ, რომ მარეგულირებელი ორგანოს თავისი 2020 წლის 30 ივნისის განცხადებით, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არასწორად წარმოაჩენს ფაქტს, თითქოს არასამთავრობო სექტორი, რომლის მონაწილეობითა და ინიციატივით მოხდა მედიაგამჭვირვალობისათვის საჭირო საკანონმდებლო რეფორმა, ეწინააღმდეგება მედიის დაფინანსების ღიაობას. მეორეს მხრივ, კი კომუნიკაციების კომისია თავს ესხმის მედიასაშუალებას და ცდილობს დამაკნინებლად წარმოაჩინოს იგი. აქვე მითითებულია, რომ ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს ონალინ გამოცემა on.ge, ხოლო მოშველიებულია „მთავარი არხის“ იურისტის თამთა მურადაშვილის მოსაზრების ნაწილი. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - ლადო მგალობლიშვილის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა - „გაზეთი ბათუმელები“. დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს - ,,ბათუმელებმა""გაავრცელა ჩემი ინტერვიუ სადაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად შექმნეს ხმაურიანი სათაური. ამით გაბედნიერებული ნაცმოს სექტანტები ავრცელებენ ამ სტატიას. იქვე დავაფიქსირე კომენტარებში, რომ სათაური არის ფეიკი. მაგრამ ვის აინტერესებს სიმართლე, მთავარია ზიზღის ნთხევა ამ მოსიარულე ბოღმის კასრებისგან! - ნათქვამია დეპუტატის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად. აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია. თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების „გაზეთი ბათუმებელის“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ. ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები. მიგვაჩნია, რომ წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ ... ...
  • საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებსსაქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერას და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 2X Challenge ინიციატივის შეერთებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მისი მიზნები, რაც ქალებისთვის ხარისხიან დასაქმებასა და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბანკში დასაქმებულთა 40%-ზე მეტი ქალია და საქართველოს ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალთა როლის და წინსვლის გაძლიერების მიმართულებით. ეს გამოიხატება ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა დეკრეტულ შევებულებასთან დაკავშირებული კომპენსაცია, პრემია ქორწინებისას და დამატებითი ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღეები. ”ჩვენ, საქართველოს ბანკში ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას, წავახალისოთ კულტურა, რომელიც აქტიურად აფასებს განსხვავებებს და აღიარებს, რომ სხვადასხვა გამოცდილებისა  და ცოდნის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სამუშაო პროცესსა და გარემოში.   მოხარული ვარ, რომ 2X Challenge-მა აღიარა ბანკის წარმატებული პრაქტიკა ქალთა როლის გაძლიერების, ბანკის პოლიტიკისა და მის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმართ, რომელიც  ქალთა დასაქმების, განვითარების და წინსვლის ბარიერების აღმოსაფხვრისაკენ არის მიმართული“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 2X Challenge-ის შექმნა 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის გლობალურ ანგარიშს მოყვა. მასში აღნიშნული იყო რომ გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ, არსებული ტემპებით ბრძოლის შემთხვევაში, საჭიროა 202 წელი, რათა ეკონომიკურ პროცესებსა და თანაბარ გენდერულ შესაძლებლობებში განსხვავება დაიძლიოს. ინიციატივამ G7-ის ქვეყნებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა ძალების გაერთიანებისკენ, რათა 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მომხდარიყო, რაც  განვითარებად ქვეყნებში ქალებისთვის ლიდერობის შესაძლებლობებისკენ წვდომას, ხარისხიან დასაქმებას, დაფინანსების მოპოვებას, ქალი მეწარმეების ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. საფინანსო ინსიტუტების, როგორიცაა DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund-ის გაერთიანებული ძალისხმევა არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლიათ საფინანსო ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას. მიმდინარე მდგომარეობით, FMO-ს მიერ განხორციელებული 13 ინვესტიცია უკვე აკმაყოფილებლს 2X Challenge-ის კრიტერიუმებს, რის შედეგადაც  270 მლნ აშშ დოლარი მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...