აქვს თუ არა შსს-ს ახალ მინისტრს პოსტის დასაკავებლად საკმარისი კვალიფიკაცია

gurianews.com

საზოგადოება

აქვს თუ არა შსს-ს ახალ მინისტრს პოსტის დასაკავებლად საკმარისი კვალიფიკაცია

2017 ნოე 14 15:33:26

სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ადგილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა.  „გურია ნიუსი“ დაინტერესდა,აქვს თუ არა ახალ  შინაგან საქმეთა მინისტრს, აღნიშნული  პოსტის დასაკავებლად,  შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.  გახარიას ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ დავადგინეთ, რომ მისი გამოცდილება სხვადასხვა პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას  უკავშირდება. გიორგი გახარიას ბიოგრაფიიდან განათლების, კვალიფიკაციასა და პროფესიული გამოცდილების ხაზი ასე გამოიყურება.

განათლება და კვალიფიკაცია

2002-2004  წწ-ში სწავლობდა მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უმაღლესი ბიზნეს სკოლა - ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA)

1994-2000 წწ-ში - მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიში.

1992-1994 წწ-ში სწავლობდა  ი.ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის  ფაკულტეტზე.

სწავლობდა პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე _ მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში

პროფესიული  გამოცდილება

  27.11.2016–წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

2014 წლის  დეკემბრიდან  2016 წლის  სექტემბრამდე   – ეკონომიკური საბჭოს მდივანი;

2013 წლის მარტიდან  2016 წლის  ივლისამდე _ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;

2008 წლის  ნოემბრიდან   2013 წლის  თებერვლამდე   – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში;

2006 წლის  სექტემბრიდან  2009 წლის  მაისამდე   – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწევეული ლექტორი;      

2004 წლის მაისიდან 2008 წლის ნოემბრამდე იყო  SFK Group - გენერალური დირექტორი;

„გურია ნიუსი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის კვალიფიკაციაზე. ამ საკითხზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ვოლსკისა და ,,ევროპული საქართველოს „წევრს სერგი  კაპანაძეს ვესაუბრეთ.

გიორგი ვოლსკის თქმით, გახარია არის პიროვნება, რომელსაც შეიძლება ენდო.

გახარიას  საკმაოდ სერიოზული ხარისხი აქვს  პოლიტიკურ მეცნიერებაში. ის  არის კარგი პოლიტიკოსი, მთავრობის წევრი და  შესანიშნავი მენეჯერი. გამორიცხულია, რომ მთავრობის რომელიმე წევრმა ზედმიწევნით არ იცოდეს სხვადასხვა მომიჯნავე დარგში არსებული მდგომარეობა.  გიორგი მღებრიშვილსა და გიორგი გახარიას აუცილებლად ექნებათ ყველა დეტალთან დაკავშირებით საქმიანი განხილვა. შშს-ს ახალი მინისტრი გიორგი  გახარია არის პიროვნება, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო და  ენდო. პატრიოტი და მაღალი დონის პროფესიონალია.  მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამ სფეროშიც გამოდგება და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

 სერგი კაპანაძის თქმით კი, გიორგი გახარია არსდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფიგურა და ის ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვის გამო დააწინაურეს.

ერთი მხრივ, როცა მინისტრი ინიშნება ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს პოლიტიკური ფიგურა, რათა  პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს, რასაც გახარიაზე ვერ ვიტყვით.  ის  არასდროს ყოფილა ,,ქართული ოცნების“  პოლიტიკური ფიგურა. მეორე მხრივ,  ასეთი თანამდებობის პირი  შეიძლება იყოს პროფესიული  გამოცდილების მქონე და როგორც ვიცი,  მას ეს კვალიფიკაციაც არ გააჩნია, რადგან არც იურიდიულ საკითხებზე უმუშავია და არც სასჯელაღსრულების სტრუქტურაში. ნათელია, რომ გახარია ახლოს არის ივანიშვილთან, ამიტომ დაწინაურდა ამ პოსტებზე. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ძალოვანი სტრუქტურის უკეთ მართვა განიძრახა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სტაფილოსფერი შენობა დაჯარიმდაქალაქის ცენტრში, ახალაშენებულ შენობაში, რომელშიც საფინანსო ორგანიზაცია “კრედო“ შევიდა, დაჯარიმდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის შალვა გაბრიჩიძის ინფორმაციით, დაჯარიმდა მშენებელი. მისივე თქმით, პროექტში იყო სხვადასხვა დარღვევა, რის გამოც 500-ლარიანი ჯარიმა გამოიწერა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  დაწუნებული იქნა შენობის ფერიც, რასაც ქალაქში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. “მარტო ფერზე არ არის საქმე, როგორც გითხარით, პროექტში იყო დარღვევები. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს პირველადი ფერია და გადაიღებება“, _ თქვა შალვა გაბრიჩიძემ. მკითხველებს შევახსენებთ ეს ის ადგილია, სადაც ადრე ბილბორდი იყო ილიას უკვდავი სიტყვებით _ „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა ... ...
  • გააქვს თუ არა მოსახლეობას განვადებით მაღაზიიდან პურისფქვილი, შაქარი და მაკარონი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელშიც ამბობს, რომ მოსახლეობა მაღაზიებში კვების პროდუქტებზეც განვადებას აკეთებს.  “გურიაში ხალხი ისე გაღარიბდა, მაღაზიებიდან პურისფქვილი განვადებით გააქვთ“, _ წერს ქათამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ოზურგეთის ერთ-ერთ მაღაზიაში “გურია ნიუსს“ დაუდასტურეს, რომ კვების სხვადასხვა პროდუქტზე განვადების სისტემა მუშაობს. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია. ვისაც პრობლემა არ აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, მაღაზიებიდან განვადებით გააქვს შაქარი, პურისფქვილი, მაკარონი, ზეთი... პროდუქტი 100 ლარზე მეტი ღირებულების უნდა იყოს, რომ განვადებით გაიტანო. მე, როგორც ვიცი, რვა თვის შემდეგ ხდება გადახდა.  ეს კეთდება იმ მომხარებელზე, ვინც კარგი გადამხედელია. ჩვენს მაღაზიაშიც შეიძლება ამის გაკეთება“. ამავე მაღაზიაში გვეუბნებიან, რომ პროდუქტებზე განვადება 6 წელზე მეტია მოქმედებს. “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “კრედო ბანკის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს ჯაბა გუნთაიშვილს.  როგორც გუნთაიშვილმა გვითხრა, განვადების პროგრამით სარგებლობენ „კრედო ბანკის“ მომხარებლები, თუმცა ასეთი სახის განვადებაზე საპროცენტო განაკვეთი დიდი არ არის. “თითქმის 2 წელია მოქმედებს ეს პროგრამა. ღვინის დაყენების დროს მოგვმართავენ და შაქარი გააქვთ ჩვენი კონტრაქტორი მაღაზიებიდან“, _ გვითხეა ჯაბა გუნთაიშვილმა. ჩვენთვის, ასევე,  ცნობილი გახდა, რომ მაღაზიის მეპატრონეები,  პროდუქტს ერთი თვის ვადით ნისიად გასცემენ, ერთი თვის შემდეგ კი საბაზრო ფასს ემატება პროცენტი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონებმა საუბარი არ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?