ალექსანდრე თავართქილაძე: „აქტივირებული უჯრედების გადანერგვა, ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაა“

საზოგადოება

ალექსანდრე თავართქილაძე: „აქტივირებული უჯრედების გადანერგვა, ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაა“

2019 დეკ 12 14:42:19

როგორც ჩვენს მკითხველებს შევპირდით, გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ონკოლოგსა და გენეტიკოსთან. პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურ დირექტორთან, ალექსანდრე თავართქილაძესთან. ის ოზურგეთელია, ჯერ მხოლოდ 38 წლის-მედიცინაში საარაკო მიღწევებით.

მშობლიური გურია განსაკუთრებით ელოდება მასთან შეხვედრას.

 -ბატონო ალეკო,  უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრეთ, რეზიდენტურაში სად სწავლობდით?

- 2005-11 წლებში ლუი პასტერის სახ. უნივერსიტეტში ვიყავი, Civil-ის ჰოსპიტალის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში. აქვე ვსწავლობდი რეზიდენტურასა და დოქტორანტურაშიც, სპეციალობით ონკოლოგია და ჰემატოლოგია. შემდეგ იყო სტაჟირებები: ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში, პიერ და მარია კიურების სახელობის სახ. ონკოლოგიის დეპარტამენტში, ჩიბას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ულუდაგის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში... ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. მთავარია ის, რომ დღეს ონკოლოგიაში საინტერესო ძვრებია მსოფლიოში და დროს არ უნდა ჩამორჩეს ექიმი. მუდამ სიახლის ძიებაში უნდა იყოს. უახლესი ინფორმაცია-ლიტერატურა  მოიძიოს. თითოეული პაციენტი მისთვის ახალი განტოლებაა. იმდენი ტიპის - სახეობის კიბო არსებობს, რამდენიც პაციენტია, რადგან თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, ასევეა ავადობაც და მისი მიმდინარეობის პროცესიც. მე თუ მკითხავენ, გაიდლაინებით მკურნალობის მეთოდიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს.  მედიცინა პერსონალიზირებული უნდა იყოს. ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს პაციენტის მკურნალობის მეთოდის შერჩევა, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი გენეტიკა.

დამეთანხმებით, XX საუკუნეში ადამიანის სიკვდილის მთავარ მიზეზად, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებთან ერთად, სიმსივნური დაავადებებიც იქცა. შესაბამისად, გაზრდილია ყურადღება კიბოს მიმართ. ვარაუდობენ, რომ XXI საუკუნეში კიბოთი სიკვდილიანობის ხარისხი გადააჭარბებს  გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. შესაბამისად ამისა, მოსალოდნელია ონკოლოგიური დაავადებების პროგრესული ზრდა.

_ბატონო ალეკო, რა არის  ონკოლოგიურ პათოლოგიათა ზრდის მიზეზები?

 ჯერჯერობით, საკამათოა და დაუზუსტებელი. ერთი რამ ფაქტია - მსოფლიოს სამეცნიერო ტექნოლოგიური რევოლუციის განვითარების პარალელურად, ონკოლოგიური დაავადების რიცხვი კატასტროფულად იზრდება. თუმცა, კიბო ათასწლეულთა წინათაც არსებობდა. ანტიკური და რენესანსის პერიოდის ხალხსაც კი, ასე ვთქვათ, შიშის ზარს სცემდა.

_ როდის იღებს კიბო ორგანიზმში სათავეს?

- კიბო და ზოგადად ავთვისებიანი სიმსივნეები ორგანიზმში საწყისს მანამდე იღებს, სანამ სხეულის - ორგანოს უჯრედები უკონტროლო ზრდას დაიწყებდნენ.   თითოეული მათგანი ვლინდება უჯრედების (კონტროლიდან გამოსული) არანორმალური ზრდის გამო. სიმსივნური დაავადება არსებობს ცოცხალი სისტემის გაჩენისა და განვითარების პერიოდიდან, რომლითაც შეიძლება დაავადდეს ყველა ცოცხალი არსება. მისი განვითარება სამსაფეხურიანი პროცესია: 1.ინიციაცია, ანუ საწყისი ნორმალური უჯრედის მიერ უსაზღვროდ გამრავლების უნარის შექმნა; 2. პრომოცია, ანუ სიმსივნური უჯრედის აქტივაცია; 3. სიმსივნური პროგრესია, რომელიც ვითარდება სიმსივნის ზრდის შესაბამისად. 

_ ონკოლოგიური დაავადება ეს „განაჩენია“ ადამიანისთვის?

_ არა. მართალია, რთულია მასთან ბრძოლა, მაგრამ დროული გამოვლინება და აქტიური, ხარისხიანი მკურნალობა ცუდ შედეგებს ნამდვილად არ გვაძლევს. ოღონდ ეს მოითხოვს დიდ ნებისყოფას, მკურნალობის კულტურას, ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ნდობის ფაქტორს და რა თქმა უნდა, რწმენას, რომელიც ყველაფრის აპრიორია.

_ბატონო ალეკო, თქვენი აზრით, მკურნალობის როგორი ტიპის მეთოდებია  გამართლებული თანამედროვე მედიცინაში?

_მეოცე საუკუნის ბოლო და 21-ე საუკუნის დასაწყისი, ძირითადად, ოფიციალური რეკომენდაციებით ე.წ. გაიდლაინებით დიწყო, რაც მასაზეა გათვლილი და არა კონკრეტულ პაციენტზე. თუმცა, სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიდანაც მესმის ხშირად „გაიდლაინის“ არსის არასწორი ინტერპრეტაცია.  მინდა, თქვენი ინტერვიუთი ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ „გაიდლაინი“ პირველ რიგში არის  სწორედ ის სახელმძღვანელოები, რომლებითაც სტუდენტებს ვასწავლით, ეს არის  ხანგრძლივი კვლევით დადასტურებული კონკრეტული შედეგები. მაგალითად, ვიცით, რომ ცილა შედგება ამინომჟავებისაგან და ადამიანის ორგანიზმის სისხლში არის 9 შეუცვლადი ე.წ. ესენციური ამინომჟავა, რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ წარმოქმნის და აუცილებლად საკვებით უნდა მივიღოთ. და თუ ჩვენ ნივთიერებათა ცვლის შესწავლის კუთხით, სისხლში ამინომჟავების ცვლას შევისწავლით, შესაძლოა, ძალიან ბევრმა ექიმმა გითხრათ, რომ ეს გაიდლაინში არ წერიაო. მაშინ გამოდის, რომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბიოქიმიას და გასტროენტეროლოგიას შეცდომებით ასწავლიან?! ყოველ პაციენტს უნდა მივუსადაგოთ კონკრეტული მკურნალობის ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო აზროვნებაზე. ექიმმა უნდა იცოდეს მედიცინის ბაზისური საფუძვლები. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობის შედეგი უმეტესწილად არასახარბიელო იქნება, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს დაავადებები, რომლის წინაშეც დღესდღეობით მედიცინა უძლურია.

_ თქვენ ჩაატარეთ აქტივირებული უჯრედების გადანერგვით პირველი ოპერაცია ქართულ მედიცინაში, რასაც უდიდესი წარმატება ეწოდა. უფრო კონკრეტულად თუ გვეტყვით ამის შესახებ?

2018 წლის დეკემბერში შევძელით პირველად გადაგვენერგა პაციენტისთვის აქტივირებული T უჯრედები. სხვათაშორის, მედია აქტიურად აშუქებდა, სულ ცოტა ხნის წინ, მსგავს ოპერაციას აშშ-ში და ამ დროს ჩვენთან, თბილისში, ჩატარდა ზუსტად ანალოგიური ოპერაცია. ახალგაზრდა გოგონას 5 წლიანი ანამნეზი ჰქონდა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის. პაციენტი, ფაქტობრივად, განწირული იყო, გერმანიაში მან მკურნალობის ყველა სამედიცინო რესურსი ამოწურა. უჯრედული იმუნოთერაპია საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და ბატონი კახი კალაძის ფონდმა შეძლო დახმარება გაეწია ამ გოგონასთვის. ჩატარდა უშუალოდ ჩემს მიერ, გვყავდა ავსტრალიელი კონსულტანტი, ენტონი მერსიადესი და ფრანგი კოლეგა  მანუელ როდრიგესი. მკურნალობამ ჩაიარა ფანტასტიურად.  გოგონა, ფაქტობრივად სიკვდილისთვის იყო განწირული, უამრავი მეტასტაზებით მუცლის ღრუში და  ყველაზე ფატალური შედეგის მოლოდინით. ჩვენი ოპერაციის შედეგად კი ლიმფოციტების მიღება მოხდა პაციენტის დისგან, მათი აქტივირება მოხდა ჩვენსავე ლაბორატორიაში და შემდეგ უკვე პაციენტზე მოხდა მათი გადანერგვა. ოპერაციის შემდგომ კი, როდესაც პაციენტმა ჩაიტარა გამოკვლევა თოდუას კლინიკაში, იყო სრული კლინიკური რემისია, ანუ პაციენტს აქტიური სიმსივნე აღარ აღენიშნებოდა და ის სრულიად ჯანმრთელი გახდა! ქართულ მედიცინაში მსგავსი ოპერაცია ჩატარდა პირველად.ეს ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაცაა! 

_რა არის პერსონალიზებული მედიცინა?

_დღესდღეობით, ძალიან ბევრ დაავადებას არ აქვს პრევენციის ან ეფექტური მკურნალობის გამართლებული საშუალება. ეს არის ეგრეთწოდებული პერსონალიზებული მედიცინა.  ეს არის უზუსტესი მედიცინა, აბსოლუტურად ახლებური მიდგომა დაავადების მკურნალობის და პრევენციის მიმართ, რომელიც მხედველობაში იღებს ინდივიდუალურ ცვალებადობას გენებში, გარემოში და ცხოვრების სტილში, თითოეული ადამიანის შემთხვევაში. ადგილი აქვს რა გლობალურ წინსვლას ზუსტ მედიცინაში, ეს პრაქტიკა ამჟამად მანდატორულად გამოიყენება მხოლოდ იაპონიაში, რაც აისახება ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ნოზოლოგიის მკურნალობის ძალიან კარგ შედეგებზე.

 შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა პერსონალიზებული მედიცინის ინიციატივის შესახებ (PMI), კონგრესისათვის თავის ყოველწლიურ მიმართვაში. თანამედროვე და მოწინავე კვლევაში, ტექნოლოგიასა და პოლიტიკაში, რომლებიც ახალ ძალას აძლევს პაციენტებს. PMI გზას გაუხსნის ახალ ერას მედიცინაში, რომელშიც მკვლევარები, პროვაიდერები და პაციენტები ერთად იმუშავებენ ინდივიდუალიზებული ზრუნვის (მკურნალობის) შესაქმნელად.

  პრეზიდენტი ითვალისწინებს 215 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას 2016  წლის ამ ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, ფედერალური მთავრობის ძალისხმევით. ამ სრულად შემოთავაზებული ბიუჯეტიდან, 130 მლნ დოლარი გამოიყო NIH-სათვის, რათა შევადგინოთ ეროვნული, ფართო-მასშტაბიანი კვლევის ჯგუფი, ე. წ. კოჰორტა და 70 მილიონი გამოეყო კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტს, რათა წარიმართოს ძალისხმევა კიბოს გენომიკაში, როგორც PMI-ს ნაწილი ონკოლოგიაში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ პროექტებში ჩართულობა.

_მაინც რა წამოწყებაა  PMI კოჰორტული პროგრამა?

  _ PMI კოჰორტული პროგრამა შეეცდება ზუსტი მედიცინის გავრცელებას ყველა დაავადებაზე, 1მლნ ან მეტი აშშ მონაწილისგან შემდგარი, ეროვნული კვლევის კოჰორტის შექმნით. ბევრი ფაქტორის თანხვედრა მოხდა დღეს, რათა ამ მასშტაბის პროგრამა დაწყებულიყო - ამერიკელები მონაწილეობენ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და მის კვლევაში დღეს მეტად, ვიდრე მანამდე. ჯანმრთელობის შეფასების ელექტრონული ჩანაწერები ფართოდაა შემოღებული და გავრცელებული, გენომიკის ანალიზის ფასები მნიშვნელოვნად დაეცა, მონაცემთა მეცნიერება თანდათან გართულდა, ხოლო ჯანდაცვის ტექნოლოგიები მობილური გახდა. PMI კოჰორტული პროგრამა იქნება მონაწილეების ჩართულობით და მონაწილეობით მართული წამოწყება, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევას ისეთი დაავადებების ურთიერთკვეთაზე, როგორიცაა ადამიანის ბიოლოგია, ქცევა, გენეტიკა, გარემო, მონაცემთა მეცნიერება და მათი გამოთვლა უფრო მეტი ახალი ცოდნის შესაქმნელად, ჯანმრთელობის გახანგრძლივებისა და დაავადების განკურნების უფრო ეფექტური გზების მიგნების მიზნით.

კოჰორტა ფართოდ ასახავს აშშ-ს მოსახლეობის განსხვავებულობას, ჩართავს რა მონაწილეებს სხვადასხვა სოციალური, რასობრივ/ეთნიკური და ძველი  მემკვიდრული ხაზების პოპულაციებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ სხვადასხვა გეოგრაფიულ, სოციალურ გარემოში და ეკონომიკურ პირობებში და ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. კოჰორტიდან მიღებული ინფორმაცია იქნება ფართო, ძლიერი რესურსი მკვლევარებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჯანმრთელობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. პროგრამა ეცდება გაავრცელოს ზუსტი მედიცინის წარმატება ბევრ დაავადებაზე, მათ შორის ისეთ გავრცელებულ დაავადებაზე, როგორიცაა დიაბეტი, კარდიოლოგიური დაავადებები, ალცჰაიმერის დაავადება, სიმსუქნე და მენტალური დაავადებები, როგორიცაა: დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია და ასევე იშვიათი დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ კოჰორტა ფოკუსირებას მოახდენს არა მხოლოდ დაავადებაზე, არამედ ასევე ჯანმრთელად დარჩენის შანსებზე სიცოცხლის განმავლობაში. PMI კოჰორტის პროგრამის მიზანია, საფუძვლის მომზადება კვლევის ახალი გზისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ღია, პასუხისმგებლობით მონაცემთა გაზიარებას, პირადული ინფორმაციის დაცვის გარანტიით, რაც მონაწილეებს დააყენებს მეცნიერული ძალისხმევის ყურადღების ცენტრში.

   2015 წლის მარტში, NIH-ის დირექტორმა ფრანსიზ კოლინზმა დაავალა დირექტორის მრჩეველთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფს გეგმის შემუშავება, დიდი კვლევითი კოჰორტის შექმნისა და მართვისათვის. 2015 წლის 17 სექტემბერს კოლინზმა მიიღო სქემის ,,ჩონჩხი’’ სამუშაო ჯგუფისგან და მუშაობს სწრაფად იმისათვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ კოჰორტაში ჩართვა 2016 წელს.

_როდის გახდება პერსონალიზებული მედიცინა სრულად ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის?

_პერსონალიზებული ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ნეფროლოგიის, ენდოკრინოლოგიის  მეთოდების ნაწილი უკვე ინიცირებულია  ჩვენს კლინიკაში და მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის. პროექტის ზედამხედველობაში ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჩართულია უცხოელი მკვლევარები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან.

- ვინ არის ამ პროექტის ხელმძღვანელები საქართველოში?

_საქართველოში ამ პროექტის გახორციელებაში ჩართული ვართ მთლიანად პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის მკვლევარ ექიმთა ჯგუფი, ხოლო ჯგუფის ხელძღვანელები ვართ, მე- პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე და პროფესორი გაიანე სიმონია.

- ბატონო ალეკო, ვინ არის კარგი ექიმი?

- ის ვინც პაციენტის ისტორიას, სამუშაო საათების შემდეგ, სახლში წაიღებს, დაღლილი არაერთხელ გადახედავს და ქვეშეცნეულად თან ექნება პრობლემის დაძლევის ჟინი. ეს ერთგვარი აზარტიც გახლავთ ექიმისთვის. პაციენტი უნდა იყოს მისი ძირითადი საფიქრალი.

_რას ეტყვით მშობლიურ გურიას, ჩვენს მკითხველებს, რომლებიც უდიდესი ინტერესით გელოდებიან?

_„გურია ნიუსის“ მკითხველებს გადაეცით ჩემი დიდი სიმპათია, სიყვარული და პატივისცემა გურიისა და გურულების მიმართ.

მიგულეთ  ყოველთვის თქვენს სამსახურში , სიყვარულით - ალეკო თავართქილაძე.

დოსიე: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 2005 წელს, გაიარა რეზიდენტურტის სრული კურსი ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტში Civil-ის ჰოსპიტალის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში - რეზიდენტურა/დოქტორანტურა სპეციალობით ონკოლოგია და ჰემატოლოგია, სრული ინტერნის კურსი სპეციალობით - შინაგანი მედიცინა (საფრანგეთი, პარიზი 2012), კლინიკური ონკოლოგიის და იმუნოთერაპიის გაძლიერებული კურსი (Paris Sud University 2014, Gustave Roussy -ის ინსტიტუტის ბაზაზე 2014), პერსონალიზებული მედიცინის და მოლუკულური ონკოლოგიის სადიპლომო სწავლება - Paris-Descartes უნივერსიტეტში (2016), უჯრედული თერაპია და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია - სორბონის უნივერსიტეტი (2018).  გავლილი სტაჟირებების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

2005-2009 ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური ონკოლოგიის და კლინიკური ქიმიოთერაპიის მიმართულება 6 თვე); შვეიცარია. ჟენევა.2006 წ

დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში 2008 წ;  ტრეინინგები გაიარა ჩიბას სახელწიფო უნივერსტიტის ქიმიოთერაპიის და ონკოდიაგნოსტიკის მიმართულებით (Division of chemo Chemotherapy and Cancer Diagnosis) (ქიმიოთერაპია ღეროვან უჯრედებთან კომბინაციაში. 2 თვე). იაპონია. ასევე, პიერ და მარია კიურების სახელობის უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტი -ზოგადი ქიმიოთერაპიის მიმართულება. საფრანგეთი. პარიზი.2008 წ. ულუდაგის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიმართულება 1 თვე); თურქეთი; ბურსა.2009 წ

საბერძნეთის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეროვნული ინსტიტუტი (მოლეკულური და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულება 2 თვე). საბერძნეთი. ფლორინო.  ნაიმეიხენის უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი ტრეინინგი ზოგადი ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიაში 1 თვე. ჰოლანდია; ნაიმეიხენი.კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC). ტრეინინგი: “ონკოლოგიურ პაციენტთა მედიკამენტური თერაპიის სრულყოფილების და ადექვატურობის შეფასების ექსპერტიზა” 3 კვირა. (საფრანგეთი. ლიონი.) 2009-2010 წწ. 

- 2009 წლიდან არჩეულია სრულ პროფესორად; 2005 წლიდან სწავლობს და მუშაობს ბელგიის და საფრანგეთის სხვადასხვა კლინიკებში; 2009 წელს მინიჭებული აქვს მოლეკულური მედიცინის და კლინიკური ონკოლოგიის საერთაშორისო სერტიფიკატი;

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მოლეკულურ მედიცინასა და კლინიკურ ონკოლოგიაში 2009 წ;  გარემოს დაცვის საერთაშორისო ექსპერტთა კომისიის საქართველოს წარმომადგენელი 2011 წლიდან. ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტის Civil-ის ჰოსპიტალის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური და სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი 2008 წლიდან დღემდე;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი სპეციალობით ონკოლოგია და მოლეკულური მედიცინა 2008-2009; 87 ექსპერიმენტული შრომა (აქედან 37 ImpactFactor-ის მქონე ჟურნალში);

2017 წლიდან დღემდე დეკარტეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი, პარიზი), მიწვეული პროფესორი მოლეკულურ ონკოლოგიასა და იმუნოთერაპიაში

მის სახელზეა 34 რეფერატული შრომა; 7 მონოგრაფია. არის მრავალი საერთაშორისო ასოციაციის წევრი, საფრანგეთის კლინიკური და ბაზისური ონკოლოგიის ექსპერტი, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. ძუძუს კიბოს ონკოგენეტიკაში შესრულებული ნაშრომისათვის დაჯილდოვებულია მადლობის ოქროს მედლით, ხოლო გასტროენტეროლოგიაში შესრულებული ნაშრომებისთვის ევროპის და იაპონიის ინტერნისტთა ასოციაციამ მიანიჭა პროფესორის (Honoris Causa) წოდების სერთიფიკატი. ფრანგულ ენაზე გამოცემული აქვს სარეკომენდაციო სახელმძღვანელო პერსონალიზებულ მედიცინაში, რომელიც აპრობირებულია დეკარტეს უნივერსიტეტის მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომის - „სიმსივნური უჯრედის გენეტიკა“ ექსპერტი კი, ნობელის პრემიის ლაურეატი ტიმ ჰანტი ჰყავდა.

დიდი სიყვარულით იხსენებს თსუ-ს პროფესორებს: თეიმურაზ პეტრიაშვილს, დინარა კასრაძეს, გაიანე სიმონიას, რუსუდან რუხაძეს, ელენე აბზიანიძეს, ნოდარ ემუხვარს.




 ახალი ამბები
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, კ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ კასრისწყალში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებული დ. ს.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ... ...
  • "ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იპოვნის გზებს"- კიდევ ერთი წერილი გახარიასსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამჯერად წერილი კონგრესმენ ბრაიან ბაბინისგან მიიღო. წერილი ბაბინმა სოციალურ ქსელ თვითერში გაასაჯაროვა. კონგრესმენი სოციალურ ქსელში აღნიშნავს,რომ წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეფერხებული რეფორმების და ამერიკის ინვესტიციების შემცირების გამო გამოუგზავნა. კონგრესმენი წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს,რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს იპოვოს გზა აშშ-ს კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და ასევე აღმოფხვრის ნიშნებს, რომელიც დემოკრატას ქვეყანაში საფრთხეს უქმნის. „გწერთ, რომ მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე. ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც კონგრესში საქართველოს, კავკასიის ჯგუფს წარმოადგენენ, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და თავმდჯომარე გერი კონოლის, თავიანთ ბოლოდროინდელ, 2019 წლის 13 დეკემბრის წერილში თქვენ მიმართ, რომელიც წინ წამოწევდა შეშფოთებას შეპირებული დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო, ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ძალადობის ცნობების გამო. ამას გარდა, ასევე მაქვს სურვილი, შევუერთდე ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მაკუაინ მალინს და იმ შეტყობინებას, რომელიც მან გადმოგცათ თავის 2020 წლის 13 იანვრის წერილში. როგორც იცით, 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრი წლის განმავლობაში. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, რომელიც ამჟამად აშშ-ს სენატში იმყოფება განსახილველად. ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც პირველ რიგში იყო წინ წამოწეული ამ აქტის ტექსტში, შემდეგია: აშშ-ს პოლიტიკაა, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს, ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე,  გწერთ, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი მზარდი ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა. ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, რადგან აშშ-სა ევროპული ბისნეს ინტერესები შევიწროვების, კონტრაქტის გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ამის ცნობილი მაგალითია ზეთისა და გაზის კომპანია Houston, Texas,  Frontera Resources. ასევე, შემაშფოთებელი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურმა მედია კომპანიამ, ფეისბუქმა, ახლახანს გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ, „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული, და აღმოჩენილი იქნა,რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტი-დასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის ორ აქტს თანხის გამოყოფის შესახებ, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკთრებით არის საუბარი იმ შეშფოთების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ მზარდად ანტაგონისტურ ქმედებებს უკავშირდება. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე, ამერიკის მთავრობის ასიგნებებთან მიმართებაში. იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე და ცვლილების წახალისების მცდელობით, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება. კონგრესის წევრების ამ მზარდ რიცხვს შევუერთდი, რომლებიც მხარს უჭერენ რეფორმებს „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ მხარდაჭერით. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ბევრი მომავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევები“. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა  იპოვის გზებს, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები აშშ-ს კომპანიებისა და საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რომ აღმოფხვრას მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და თავისუფლებისთვის, იმისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთის მიერ მიცემული უფლებაა ყველა ქართველი ადამიანისთვის“, - წერია ... ...
  • კონგრესმენი: საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებსრესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი ტვიტერში სშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილს აზიარებს და წერს, რომ საქართველოს კორუმპირებული მთავრობა დემოკრატიულ ღირებულებებს თავს ესხმის. „ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! ” - წერს ოლსონი ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...