"ამასაც მოვესწარით _ ცერცვის და ყველის ფასი თითქმის გათანაბრდა!"

საზოგადოება

"ამასაც მოვესწარით _ ცერცვის და ყველის ფასი თითქმის გათანაბრდა!"

2019 აპრ 24 19:30:50

ოზურგეთში, წინასააღდგომო ბაზრობა, გასულ წლებთან შედარებით, მეტი სიძვირით გამოირჩევა. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, სხვადასხვა პროდუქტზე თუ ცოცხალ შინაურ ფრინველსა და ცხოველზე ფასები უკვე დილიდან საღამომდეც კი იცვლება და მაღლა იწევს.

აგრარულ ბაზარში, სადაც შინაური ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთათვის სპეციალური ფართია გამოყოფილი, გამყიდველთა უკმაყოფილება პიკს აღწევს. კითხვაზე, თუ რატომ და ვისზე ბრაზობენ ისინი, გამყიდველი ქალბატონები ამბობენ, რომ სოფლებიდან მოსული მეურნე ადამიანები ძალიან ძვირად ყიდიან კვერცხს, რძის ნაწარმს, შინაურ ფრინველს თუ ცხოველს, თვით ცერცვსაც კი.

_ ასეთი რამ გაგიგიათ? დღეს, დილით ერთი კილოგრამი ცერცვი 5 ლარი ღირდა. ყველი კი _ 6 ლარი. შუადღისკენ ყველის ფასი კიდევ აიწია ერთი ლარით. ცერცვის ფასიც მოიმატებს, ალბათ. ამასაც მოვესწარით, ცერცვის და ყველის ფასი, თითქმის, გათანაბრდა. ასეთი არაფერი გვახსოვს, _ ამბობენ ისინი.

ოზურგეთის ბაზარში ახლა ინდაურს, რომელიც ათ კილოგრამს იწონის, ას ლარს აფასებენ. ახალი ქათამი _ 25 ლარი, ხოლო შედარებით დიდი, რასაც ძველ დედალს ეძახიან _ 35-40 ლარი ღირს. ერთი კილოგრამი ყველი აქამდე ექვსი ლარი ღირდა, 19 აპრილისთვის კი უკვე შვიდი ლარი გახდა და ვარაუდობენ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირაში საკმაოდ მოიმატებს. ერთი კილოგრამი ცოცხალი გოჭის ფასი 9-10 ლარია. ხორცი 15 ლარი ღირს. ყველაზე აუცილებელი სააღდგომო ატრიბუტის _ კვერცხის ფასი 50 თეთრია.

_ შინაური, სახლის ქათმის კვერცხის ფასი აუცილებლად მოიმატებს აღდგომამდე, რადგან შარშან ამ დროს ჩაბარება 35 თეთრი ღირდა. ახლა კი უკვე 45 თეთრად ვიბარებთ და რა აზრი აქვს 50 თეთრად გაყიდვას? შემთხვევით ორი ცალი რომ გაგიტყდეს, უკვე ზარალში ვარდები. ასეთი სიძვირე სოფლის ქათამსა და კვერცხზე, ბოლო წლებში არ მახსოვს, _ გვეუბნება ბაზარში მოვაჭრე თამუნა კინწურაშვილი.

ბაზარში კი ყოველდღე ხალხმრავლობაა _ ადამიანები წინასწარ ყიდულობენ სადღესასწაულო სანოვაგეს და ცდილობენ, ცოტა უფრო იაფად შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი. ამბობენ, რომ სოფლის ქათმის თუ კვერცხის ფასი იმიტომ კი არ აწეულა, რომ ზოგადად, ფასების ზრდა ხდება, არამედ, რაც დრო გადის, მით უფრო ცოტა ადამიანი მისდევს შინა მეურნეობას.

წარსულში წარმატებული აგრონომი, ამჟამად პენსიონერი ელდარ თავაძე "გურია ნიუსთან" საუბრობს:

_ რაც დრო გადის, სოფელში უფრო და უფრო ნაკლებ ოჯახს ჰყავს შინაური ცხოველი, ფრინველი. წელს, სამასკომლიან სოფელში ბევრს არ დაუთესავს სიმინდი. ეს უკუსვლის სტატისტიკა საგანგაშოა. ბუნებრივია, ფასების ზრდაც აქედან გამომდინარე ხდება და არა იმიტომ, რომ გლეხის შრომას ფასი დაედო. ყველას რომ ჰყავდეს შინ ფრინველი, ცხოველი, ჰქონდეს კვერცხი, რძე, ყველი, იქნება სიძვირე? ჯობს, იაფი იყოს და ყველას ჰქონდეს. მე რომ მკითხო, ხელისუფლება უნდა სწავლობდეს ამ სტატისტიკას. დავცინით კომუნისტებს, მაგრამ მათ ასეთი რამ ყურადღების მიღმა არ რჩებოდათ.

ერთსაც გირჩევთ, თუ არ მიწყენთ _ შეისწავლეთ ჟურნალისტებმა რამდენიმე სოფელი, გააკეთეთ სტატისტიკა. ნახავთ, რაოდენ ნელა, მაგრამ შესამჩნევად, თავს ანებებს ხალხი შინამეურნეობას, ყანას... სულ თუ ვიწუწუნეთ, სხვა არაფერს გაგვიკეთებს. რის საშუალებაც არის, ბევრი იმასაც არ აკეთებს. სიმინდი როგორ არ უნდა დათესო? ერთი ტარო 200 მარცვალს გაძლევს. მოსავალი რომ მიიღო, 10-15 დღე მუშაობა სჭირდება. არ გვინდა? მომავალ აღდგომას სამი ლარი ეღირება კილოგრამი ფქვილი, ქათამი კი, ალბათ, _ 40-50 ლარი, საყანე ფართობები აქვს ხალხს და უმრავლესობამ ტყედ გაუშვა, _ გვითხრა ელდარ თავაძემ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ მომავალი წლის აღდგომამდე ფასები ისევ გაიზარდა, ეს ქვეყნის უკუსვლას ნიშნავს.

რაც შეეხება ბოსტნეულს, ოზურგეთის ბაზარში მწვანილეული შედარებით იაფია. თუმცა, აგრარული კულტურებიდან, ცერცვის შემდეგ, კომბოსტოს ფასია მაღალი _ ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს, რაზეც, ასევე, გაკვირვებით საუბრობენ გამყიდველები და ამბობენ, რომ მსგავსი ფასი ბოლო წლების განმავლობაში არ ახსოვთ. ძვირია, ასევე, ბადრიჯანი _ ერთი კილოგრამი ოთხი ლარი ღირს, იგივე ფასი აქვს ბულგარულ წიწაკას.

რაც შეეხება კვერცხის საღებავს, ბუნებრივი ენდრო, პატარა კონა ერთი ლარი ღირს. დაქუცმაცებული სახით კი ერთ ჭიქასაც ერთ ლარად ყიდიან.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...