აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობა

საზოგადოება

აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობა

8 დეკ. 2019, 14:38:47

თბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული.

მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული.

ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები.

აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული.

მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 




 ახალი ამბები
  • 56 წამი იმის შესახებ, რატომ უნდა შემოხაზოთ 56 - გურიის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სიორიძე! 56 წამი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შემოხაზოთ 56 _ “ლელო საქართველოსთვის” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი სიორიძე. ... ...
  • რას გვპასუხობენ ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები„გურია ნიუსი“  ქობულეთში მომხდარ „საქართველოს ბანკის“ ინკასატორის ძარცვასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლელბის  წარმომადგენლებს ესაუბრა. კითხვაზე, თუ იციან მოხდარის  შესახებ და დამატებით რაიმე ახალ დეტალებს ხომ არ ფლობენ, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა გვითხრა, რომ ის ერთ-ერთ სოფელში შეხვედრაზე იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ არ იცის: _არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ. გასული ვიყავი ერთ-ერთ სოფელში, საბავშვო ბაღის მშენებლობაა და იქ ვიმყოფებოდი.   ახლა ვბრუნდები უკან, _ გვითხრა მან. _მე ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს, ბოდიშს გიხდით, - გვითხრა ქობულეთის   მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გივი ... ...
  • შსს ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე "გურია ნიუსთან" კომენტარს აკეთებსქობულეთში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის" 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.  ამის შესახებ „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა მოხდა საინკასაციო მანქანაზე. ჩვენს ხელთ არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, გატაცებულია 75 ათასი ლარი. ამ წუთებში, ტერიტორიაზე სადაც დაყაჩაღება მოხდა, მობილიზებულია პოლიცია. ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს ქობულეთში, საქართველოს ბანკის ძარცვის ახალი დეტალები "მიმართეთ შსს-ს" - რას აცხადებს საქართველოს ბანკი ქობულეთში მომხდარ ... ...
  • "მიმართეთ შსს-ს" - რას აცხადებს საქართველოს ბანკი ქობულეთში მომხდარ ძარცვაზექობულეთში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. ბანკის განცხადებით, ინკასაციის მანქანა, რომელზეც თავდასხმა მოხდა საქართველოს ბანკის კუთვნილი არ არის. „ეს არ არის საქართველოს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის მიმართეთ შსს-ს“,_ გვითხრეს ბანკში. ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს ქობულეთში, საქართველოს ბანკის ძარცვის ახალი დეტალები შსს ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე "გურია ნიუსთან" კომენტარს ... ...
  • ქობულეთში, საქართველოს ბანკის ძარცვის ახალი დეტალები როგორც, ვიუწყებოდით, ქობულეთში, საქართველოს ბანკის ინკასატორი გაძარცვეს. ჩვენს ხელთ არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, გატაცებულია 75 ათასი ლარი. ამ წუთებში, ტერიტორიაზე სადაც დაყაჩაღება მოხდა, მობილიზებულია პოლიცია. ჩვენ ინფორმაციის დაზუსტებას ვცდილობთ საქართველოს ბანკთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ახალ დეტალებს მალე შემოგთავაზებთ. "მიმართეთ შსს-ს" - რას აცხადებს საქართველოს ბანკი ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს შსს ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე "გურია ნიუსთან" კომენტარს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...