"არც წყალი, არც საქუჩო განათება _ ყველანაირად წყალწაღებულები ვართ!"

საზოგადოება

"არც წყალი, არც საქუჩო განათება _ ყველანაირად წყალწაღებულები ვართ!"

2019 მარ 25 14:31:38

გუთური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან  140 მეტრით დაშორებული სოფელია. როგორც გურულები იტყვიან, "აგერაა, ორი ფეხის ნაბიჯზე და ელანძე მიხვალ".

თუმცა, სოფელში მისასვლელი გზა ორმოებითაა სავსე. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია შიდა სასოფლო გზები, რომლის მოწესრიგებას ადგილობრივები, წლებია, ითხოვენ.

2014 წლის აღწერით, სოფელში 880 ადამიანი ცხოვრობდა _ 430 კაცი და 450 მამაკაცი, თუმცა, დღეს მათი დიდი ნაწილი, ოჯახის სარჩენად ქვეყნიდანაა წასული.

სოფელში განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდების მიგრაცია _ აქ თითო-ოროლა ახალგაზრდას თუ იპოვით და ისინიც აუცილებლად გეტყვიან, რომ სოფლიდან და რაიონიდან წასვლა სურთ.

_ ისე ვიზრდებით, რომ გასართობი ადგილი არ ვიცით, რა არის. სოფელში კი არა, რაიონში არ არის იმის საშუალება, რომ ახალგაზრდამ დაისვენოს, გაერთოს _ ყველას წასვლა უნდა. აქ რომ დავრჩეთ, რა უნდა გავაკეთოთ?! ვინც კი სასწავლებლად წავიდა, არავინ დაბრუნდა. ან რისთვის უნდა დაბრუნდნენ _ სამუშაოს ვერ იშოვი. განვითარება აქ წარმოუდგენელია, _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდები, რომელთა დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლეა. სკოლის, რომელსაც ამ დროისთვის შენობა არ აქვს _ გუთურელი ბავშვების ნაწილი განათლებას კერძო ბინაში, ნაწილი და ადმინისტრაციულ შენობაში იღებს, რადგან ავარიული შენობა, რომელშიც წლების განმავლობაში, სიცოცხლის რისკის ფასად სწავლობდნენ, დაიშალა.

მოსწავლეები და მასწავლებლები ახლა ახალი შენობის მოლოდინში არიან _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებული 7 მარტს უნდა გამოვლენილიყო, თუმცა ჩაიშალა _ მასში მონაწილე ერთადერთ კომპანიას _ "შპს ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსს", არასრული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცეს.

როგორც გავარკვიეთ, 2 470 043 ლარის ღირებულების შენობის დეტალურად დასაპროექტებლად და ასაშენებლად, რომელიც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 150 მოსწავლეზე უნდა იყოს გათვლილი, მალე, ხელახლა გამოცხადდება.

ახალი სკოლის შენობის გარდა, ადგილობრივები ხელისუფლების მიერ საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულების მოლოდინში არიან _ უგზოობა, უწყლობა, საქუჩო განათების არარსებობა _ ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოგვარებას გუთურელები, დიდ ხანია, ითხოვენ.

_ ჩვენი უბანი სხვებზე მეტად განიცდის საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობას. არც წყალი, არც საქუჩო განათება არ გვაქვს და ყველანაირად წყალწაღებულები ვართ. ყურადღებას არავინ გვაქცევს. მთავრობისგან დაპირებები ბევრი იყო, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი შეცვლილა. ჩოხატაურის მერი შეგვპირდა წყლის პრობლემის მოგვარებას. ჩვენს ქუჩაზე თეთრი ქვიშა დაყარეს, რამაც ძალიან გაგვახარა, მაგრამ პირველ რიგში, მაინც უწყლობის და განათების არქონის პრობლემაა მოსაგვარებელი, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას  მარინა ჩხიკვიშვილი.

მზია უგულავასაც იგივე პრობლემები აწუხებს _ იგი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ  ზაფხულში ჭაში წყალი მცირდება და იძულებულია, მეზობლებისგან  მოიტანოს, თუმცა, ცხელ დღეებში ჭები მეზობლების ეზოებშიც შრება:

_ სხვა სოფლებთან შედარებით რაიონის ცენტრთან ასე ახლოს ვართ, მაგრამ მაინც სიბნელეში და უწყლობაში გვიწევს ცხოვრება, _ გვითხრა მან.

ლაურა ანთიძე და ლიანა მამალაძეც ანალოგიური პრობლემის შესახებ გვიყვებიან _ ისინი  წინასაარჩევნოდ დაპირებული წყლის პრობლემის მოგვარების  იმედად არიან. ყურადღებას სოფლის სასაფლაოს კეთილმოწყობლობაზეც ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ ამ თემის მოგვარებას, რომელზეც სოფელში ბევრი იმსჯელეს, წელს ელოდებიან.

თანასოფლელებისგან განსხვავებულს არც ნინო გაბუნია  ამბობს _ ისიც უწყლობასა  და ცენტრალური გზის შესახებ გვესაუბრა:

_ გზის პირას ვცხოვრობთ, ეს ცენტრალური გზაა და ისეთი მოძრაობა და ხმაურია, მოტორბოლა გეგონებათ. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ბახმაროს სეზონია. არა ერთი უბედური შემთხვევა მომხდარა ამ გზაზე. კარგი იქნება, თუ სიჩქარის საზომ კამერებს დაამონტაჟებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ზაფხული ჩემთვის ორმაგად მძიმეა. წყლის მოსატანად მეზობლებთან დავდივარ, როდესაც სიცხეების გამო ჩემი ჭა შრება, _ ამბობს გაბუნია.

გუთურელი ნუგზარ ჩხიკვიშვილისთვის უწყლობა პრობლემა მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ მისი ჭა წყალუხვი გამოდგა.  ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ცენტრალურ გზაზე, სადაც ის ცხოვრობს, ელექტროგადამცემი ბოძები სასწრაფოდ შესაცვლელია:

_ ცენტრალურ ქუჩაზე, გზის პირას ვცხოვრობ. აქ ყველა მეორე ბოძი დაზიანებულია, რადგან თავაწყვეტილმა მძღოლებმა გვერდი ვერ აუარეს. ეს ბოძები დროულად არის გამოსაცვლელი და აუცილებელია, შესაბამისი ბარიერების დაყენება, რადგან აქ, ავტომანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ. ხშირია ავარიებიც, _ გვითხრა ჩხიკვიშვილმა.

ჩვენი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა ყურადღება ფაროსანაზე გაამახვილა და გვთხოვა, ხელისუფლებისთვის ხმა მიგვეწვდინა.  გუთურელები ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშავებდა ფაროსანას მავნეობას ცალკეული კულტურებზე და რეკომენდაციას მიაწვდიდა სოფლის მოსახლეობას, თუ როდის, რა პრეპარატით უნდა შეიწამლოს ესა თუ ის მცენარე:

_ ფაროსანამ მოსახლეობას ყველაფერი გაუნადგურა _ თხილი, სიმინდი, ხეხილი. ამ მავნებელთან ბრძოლა ერთი და ორი კაცის საქმე არ არის და მას ორგანიზებულად ბრძოლა სჭირდება, რაშიც ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს, _ აღნიშნავენ გუთურელები, რომლებიც ხელისუფლებისგან მათ მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან.

ჩოხატაურს მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, გუთურში ბევრი პროექტი ხორციელდება:

_ არ მგონია, გუთურელების უმრავლესობის აზრი იყოს, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს, რადგან გუთურში არა ერთი პროექტი გახორციელდა. მალე, როგორც ძველ, ისე ახალ სასაფლაოსთან მისასვლელი ქუჩების მოასფალტება დაიწყება. ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაემატება გარე განათება. იწყება ახალი სკოლის მშენებლობა. ასე რომ, რაც დავპირდით უკვე იმაზე მეტია გაკეთებული და ეს პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება უწყლობას, ამ სოფელს წყალსადენი არასდროს ჰქონია და ზაფხულის თვეებში ნამდვილად არის წყლის დეფიციტი. არც თვითდინებით მიწოდების საშუალებაა, ამიტომ, ვფიქრობთ, მომავალში ჭაბურღილებით მოხდეს ამ დეფიციტის შევსება ან ახალი წყალმომარაგების სისტემა უნდა მოეწყოს, რომელიც ერკეთს, ქვემო ერკეთს და გუთურს მოამარაგებს. ეს მრავალმილიონიანი პროექტია, ისეთი, როგორიც დაბაში გახორციელდა...

რაც შეეხება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, უკვე დაწყებულია ღონისძიებების გატარება, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის. ორი დღის წინ ასეთი შეხვედრა სოფელ ამაღლებაში გაიმართა. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სოფლებში უკვე ჩატარდა შეხვედრები ფერმერებთან. წელს კიდევ უფრო ეფექტური იქნება ამ მავნებელთან ბრძოლა, მათ შორის, გუთურშიც. მოუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას აქტიური თანამშრომლობისკენ. სახელმწიფო და თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს გეგმის მიხედვით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.




 ახალი ამბები
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...