„აუდიტის სამსახურმა თავისი განმარტება უნდა გააკეთოს“ _ დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საზოგადოება

„აუდიტის სამსახურმა თავისი განმარტება უნდა გააკეთოს“ _ დაავადებათა კონტროლის ცენტრი

2018 იან 17 19:35:56

საფრთხის შემცველი ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე სსიპ „ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აღნიშნულ საკითხზე აუდიტის სამსახურს არგუმენტირებული პასუხი რამდენჯერმე გასცა და აუდიტის სამსახურის დათანხმებაც შეძლო.

„გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც შეეხო იმუნიზაციის პროცესს. პირველ პუნქტად, მინდა დავაფიქსირო, რომ ის, რაც წერია პუბლიკაციაში  რეალობას არ შეესაბამება. ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს გაცემული აქვს რამდენიმეჯერ არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისათვის. მათ შორის, გუშინ წინ, სპეციალური სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენებმა დაუსაბუთეს იმ საკითხის მართებულობა, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის არგუმენტებს და იყო შეპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა.  არ მინდა ვიფიქრო, რომ  გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მოგეხსენებათ, რომ მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უფრო უკეთესი ინტერვენცია ჯერ საზოგადოებას არ მოუგონია, რომელმაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე“,_ამბობს გამყრელიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ დღეს აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საუბარი ცოფის ვაქცინას შეეხება და არა გეგმიურ ვაქცინებს.

„დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ კალენდრის მიხედვით. ეს საკითხი ეხება ცოფს. ცოფი, მოგეხსენებათ, გახლავთ 100%-ით სასიკვდილო დაავადება. თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა, ჯერჯერობით, მედიცინა ამ დაავადების წინააღმდეგ უძლურია. ერთადერთი _ ცოფი იმართება ვაქცინების საშუალებით“, _ ამბობს ის.

გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ადამიანის ცოფის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ჯანდაცვის სექტორის გახლავთ ის, რომ  წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა. უმჯობესდება ქვეყანაში აცრები მთლიანად და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო, სწორედ შედეგია ის, რომ პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, ბოლო 3წელია 2015, 2016 და 2017 ქვეყანაში არცერთი ადამიანის ცოფის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული“, _ ამბობს ის.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, ვაქცინა ქვეყანაში 2015 წელს შემოვიდა და მთელი წლის განმავლობაში არცერთი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა.

„ეს ვაქცინები 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით რასაც ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის განმავლობაში და არცერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული, როგორც ვაქცინის შემოტანიდან, ასევე ვაქცინის ამოღებიდან პროცედურებში“, _ ამბობს ის.

გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა 2016 წლის იანვარში გამოითხოვა ვაქცინის პრეკვალიფიკაცია, რის გამოც ქვეყანაში 2016 წლის მარტიდან სხვა ვაქცინა გამოიყენება.

„2015 წლიდან ერთ-ერთი დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გვაქვს. როდესაც, სამწუხაროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში გვქონდა 10-15, პიკი იყო 21 ცოფის შემთხვევა ქვეყანაში, შემდგომ ყოველწლიურად იყო 3, 4, 5 შემთხვევა 2015 წლიდან  ფის არცერთი შემთხვევა ქვეყანაში არ არ და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება ქვეყანაში იმუნიზაციის გამართვისა“, _ ამბობს ის.

„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალურმა დირექტორი აუდიტის სამსახურს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, დღეს პრესაში ჩნდება მცდელობა, მე არ მინდა კიდევ ვიფიქრო, რომ ამას კიდევ გამიზნული დანიშნულება აქვს.  მოვუწოდებ აუდიტის სამსახურს კიდევ გაიმართოს შეხვედრა ჩვენთან,  რათა დარწმუნებული ვარ, რომ აუდიტის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განმარტება უნდა გააკეთოს“, _ განაცხადა გამყრელიძემ.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...