“აუცილებელია, გვქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც მორგებული იქნება არა ერთ ,,ოლიგარქზე', არამედ ხალხზე“

საზოგადოება

“აუცილებელია, გვქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც მორგებული იქნება არა ერთ ,,ოლიგარქზე', არამედ ხალხზე“

16 მაი. 2017, 19:46:11

 ჯერ კიდევ სადავოა, საკონსტიტუციო კომისიაში ინიცირებული კიდევ ერთი საკითხი _ მომავალ არჩევნებში შესაძლოა, საარჩევნო ბლოკები გაუქმდეს _  არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი საარჩევნო ბლოკების შესაძლო გაუქმებას ეწინააღმდეგება. მმართველი გუნდი ინიციატივას საბიუჯეტო სახსრების დაზოგვით და პარტიების გაძლიერებით ხსნის _ ბლოკების გაუქმების პირობებში შემცირდება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, რადგან ეს გამოიწვევს პარტიული სპექტრის გამსხვილებას და შემცირდება მნიშვნელოვნად გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა.

“20 კვალიფიციური პარტიიდან, დაახლოებით, 13-14 პარტია სულ 30 კაცს აერთიანებს და ეს 30 კაცი მილიონიან დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან , _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საარჩევნო ბლოკების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება ბლოკების გაუქმებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ პარტიული სისტემა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შედგება, თუ ბლოკის ინსტიტუტი არ გაუქმდება.

 საინტერესოა, რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერები.

თამარ ნადირიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: “იმ პირობებში, როცა ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი საარჩევნო კანონმდებლობა და ასევე, მმართველი პარტია ყოველთვის თავისი ინტერესების შესაბამისად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებს და ძალიან უხეშად არღვევს, თუნდაც ჩვენს ძალიან ცუდ საარჩევნო კანონმდებლობას, ოპოზიციას გაერთიანების გარდა სხვა საშველი არ გააჩნია და თუ რამდენიმე პოლიტიკური ძალა არ გააერთიანებს თავის რესურსებს, ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ. ასე რომ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა შეგვიძლია, მივიჩნიოთ “ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ისეთ ინიციატივად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი ხელისუფლებაში დარჩენა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არ ხდება იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, პირიქით, კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის ოპოზიციას.

“დავით მჟავანაძე, “ნაციონალური მოძრაობა“:“ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღებით ცდილობს, დაასუსტოს ოლიგარქის და მისი ჯიბის მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტიები და სწორედ ამიტომ ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან დაბრკოლებები, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. თუ ხელსუფლება კანონით შეზღუდავს და აუკრძალავს პარტიებს, იბრძოლონ კოალიციურად გამარჯვების მოსაპოვებლად და ეს იმ ფონზე მოხდება, როდესაც 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერია, მე მგონი, ძნელი არ იქნება იმის მიხვედრა, რა გათვლებს აკეთებს მმართველი პარტია საკონსტუტიციო ცვლილებების მიღებით.

ბუნებრივია, მმართველი გუნდი ყველა მავნებლურ მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობა, მინიმუმ, 2030 წლამდე გაგრძელდეს“.

ნათია შარაშენიძე, ლეიბორისტული პარტია: “ბოლო 25 წლის მანძილზე ყველა უბედურება, რაც მოსახლეობას და ქვეყანას დაემართა, სწორედ რომ, პარტიების ბლოკებად და კოალიციებად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაგვემართა, გაგახსენებთ, მოქალაქეთა კავშირი იყო რამდენიმე პარტიისგან შემდგარი ბლოკი, “ნაციონალური მოძრაობა“, ასევე _ ბლოკი, ამჟამინდელი ხელისუფლება კი გახლავთ პარტიების კოალიცია. რა სავალალო შედეგამდე მივედით, ამას თითოეული მოქალაქე გრძნობს. სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში სწორედ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს პირველმა დააყენა კოალიციების და ბლოკების აკრძალვის საკითხი, თუმცა, მაშინ ამ ინიციატივას შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ ამ ინიციატივას მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ ბლოკების და კოალიციების აკრძალვით ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ქვეყანაში საბოლოოდ წერტილი დაესმევა პოლიტიკურ ვაჭრობებს და მოხდება პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, რაც, ასევე, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

“მიხეილ გოგოტიშვილი, “ევროპული საქართველო: “საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, წინასაარჩევნო ბლოკების აკრძალვას, კიდევ ერთხელ მიუთითებს დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობაზე, რადგანაც ხელისუფლებას ეშინია ხალხის და ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს ოპოზიციური ძალები ქვეყნის საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოებში. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს არის დემოკრატიის განვითარების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ხელს შეუწყობს ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებას და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის გამტკიცებას. თუ გვინდა, ჩამოვყალიბდეთ ნორმალურ სახელმწიფოდ, აუცილებელია, ყველამ ხმა ავიმაღლოთ ამ და კიდევ სხვა მანკიერი ცვლილებების წინააღმდეგ და ქვეყანაში გვქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც მორგებული იქნება არა ერთ ,,ოლიგარქზე'' არამედ _ ხალხზე.

 




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...