ბაღდათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბაღდათის სოფელ როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"დამწვარია 90 კვ. მ. ფართობი. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოახერხეს. დროული რეაგირების შედეგად დაწვას გადაურჩა შენობის გვერდით მდგარი სათავსოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია", _ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.