ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

საზოგადოება

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

2017 მარ 13 11:10:51

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი და სამოქალაქო განვიტარების სააგენტო - სიდა განცხადებით ეხმაურებიან.

ისინი გმობენ ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებენ:

"ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ჩადენილი, და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოვუწოდებთ. 

11 მარტს, პროტესტის ნიშნად ბათუმში მოქალაქეების ნაწილმა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოქალაქის დაჯარიმება გახდა. პროტესტის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საპატრულო პოლიცია ჯარიმებს უსაფუძვლოდ უწერს, რაც მათ მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვებათ. მოქალაქეები პოლიციის სამმართველოს უფროსს შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაშიც ადანაშაულებდნენ, თუმცა, ამ დრომდე შეუძლებელია ამ უკანასკნელი ბრალდების სარწმუნოდ დადასტურება. პოლიციის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც მხარდაჭერა გამოუცხადეს შეკრებილებს.

აქციის მიმდინარეობის დროს, პოლიციამ გზის გახსნა სცადა და რამდენიმე პირიც დააკავა, რაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. შემდგომ აქციის მონაწილეების ნაწილმა აჭარის პოლიციის სამმართველოში შეჭრა სცადა. ღამის საათებში, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს და გადავიდნენ ვანდალური ქმედებების განხორციელებაზე. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და დაწვეს ავტომობილები, იწვოდა ხეები და ნაგებობებიც. დაპირისპირების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები და პოლიციელები.

მდგომარეობის დაძაბვის მომენტიდან საპატრულო პოლიციასთან არაერთი სამართალდამცველი იდგა. მიუხედავად ამისა, პოლიცია მიმდინარე არეულობის აღსაკვეთად აქტიურ ქმედებებს არ მიმართავდა და ძირითადად თავდაცვით რეჟიმში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა და „თავისუფალი ზონის” წევრმა ირაკლი ჩხვირკვიამ, აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდებთან ერთად, მათივე სახელით, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ჩხვირკვია ითხოვდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას საათ-ნახევრის განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და ახალგაზრდებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიას.

სპეცრაზმის გამოჩენისთანავე შეკრებილთა უმეტესობა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცა, რეალურად პოლიციელებსა და შეკრებილებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება აღარ მომხდარა. პოლიციის ქმედებები აქციაზე დამკვირვებელი პირებისთვის არ ტოვებდა არაპროპორციული ქმედებების შთაბეჭდილებას. პოლიციამ დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავა და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელი მოვლენების შედეგად წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი პირები სახალხო დამცველის აპარატის აჭარა-გურიის სამმართველოს იურისტმა მოინახულა და არც ერთმა მათგანმა არ დაადასტურა პოლიციელთა მიმართ გავრცელებული ბრალდება, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათ მიმართ შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ გამონათქვამებს იყენებდნენ რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით.

 ნიშანდობლივია ისიც, რომ ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის” ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ, 4 თანამოაზრესთან ერთად 9 მარტს გამართა. აქციაზე მერაბ ღოღობერიძე ამბობდა, რომ კახა ბუხრაძემ სამმართველოში ადგილობრივი კადრები მასთან დაკავშირებული პირებით ჩაანაცვლა. მცირერიცხოვან აქციაზე მისულებს ხელში ეკავათ ტრანსფარანტები ტექსტით - „აჭარელი თათარი არ არის”, აპელირებდნენ რა, რომ საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად ექცეოდა და ასეთივე ქმედებისკენ მოუწოდებდა ბათუმში სამსახურებრივი მივლინებით მყოფ სხვა სამართალდამცველებსაც. აქციაზე მისული ერთ-ერთი მძღოლი ამბობდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორჯერ უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააჯარიმეს. გასული პერიოდის განმავლობაში ღოღობერიძე ცნობილი იყო თავისი აგრესიული აქციებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

 საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა, როდესაც შეკრების მონაწილეების ქცევა კარგავს მშვიდობიან ხასიათს, ისინი გადიან შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და ამ პირობებში პოლიციას ეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ძალადობრივი ქმედების პროპორციული ზომებით აღკვეთის ვალდებულება. როგორც გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, აქციის მონაწილეების ნაწილი რაღაც ეტაპზე შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან გავიდა და მათმა ქცევამ უკანონო და ძალადობრივი ბუნება შეიძინა. მეტიც, დღის ბოლოს შეკრების ადგილზე გამოჩენილი ორგანიზებული ჯგუფები დემონსტრაციულად ჩადიოდნენ ვანდალურ აქტებს და სიტუაციის განზრახ ესკალაციას უწყობდნენ ხელს. ამასთან შეკრების ადგილზე მყოფი პირების მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა ეროვნული, რელიგიური და კუთხურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის სულისკვეთების მქონე განცხადებები. მომხდარზე სიმართლის დადგენის, სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისა და პროცესის სათანადო პოლიტიკური და სოციალური გააზრებისთვის, არსებითია, სახელმწიფომ გამოიკვლიოს ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების განზრახვები, მათ შორის, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის საკითხი.

 კონკრეტული ჯგუფების ძალადობრივი ქცევის მიღმა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ შეისწავლოს ბათუმში მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების რეალური მიზეზები და მათზე სისტემური რეაგირება მოახდინოს.

ამავდროულად ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია და კონკრეტული ჯგუფების ვანდალურმა ქცევამ სრულიად უკონტროლო და მასშტაბური ხასიათი მიიღო. თუმცა, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი შესწავლის, შესაძლო კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაგირებისა და მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

- სწრაფად და მიუკერძოებლად იქნეს შესწავლილი გუშინ შექმნილ მდგომარეობაზე სახელმწიფოს რეაგირების დროულობა და კანონიერება, შედეგების საფუძველზე გადაიდგას ზომები გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად;

- სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული, რა გახდა საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რა ფორმები მიიღო დემონსტრანტების მიერ პროტესტის დაფიქსირებამ, აუცილებელია, ხელისუფლებამ შეისწავლოს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი არასამართლიანი საჯარიმო პოლიტიკის გატარებას ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას პოლიციის მხრიდან და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება;

- ასევე, მიუკერძოებლად უნდა იქნეს შესწავლილი განვითარებული მოვლენების შესაძლო მართული ხასიათი.

სამართალდამცავ ორგანოებს:

 - განახორციელონ მომხდარის დროული და ყოველმხრივი გამოძიება, კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;

- აქვე უმნიშვნელოვანესია, დაცულ იქნეს დაკავებული პირების კანონით გარანტირებული უფლებები, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფით.

პოლიტიკურ პარტიებს

- განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წახალისებისაგან. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს ძალადობრივი დაპირისპირების რისკი;

- თავი შეიკავონ ქსენოფობიური, ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობასა და შუღლზე დაფუძნებული საჯარო განცხადებებისგან.

საქართველოს მოქალაქეებს

- აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აკისრიათ ვალდებულება, დაემორჩილონ და პატივი სცენ კანონს, ხოლო თუ მისი აღსრულების შედეგები უსამართლოდ მიაჩნიათ, გამოსავალი უპირველეს ყოვლისა ეძიონ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და არ გაიყვანონ პროცესები სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა. აღნიშნული აზიანებს როგორც კონკრეტული მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს", _ აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?