ბათუმში გვანცა ჯიშკარიანის გამოფენა გაიხსნა (R)

საზოგადოება

ბათუმში გვანცა ჯიშკარიანის გამოფენა გაიხსნა (R)

29 ივლ. 2017, 13:40:55

თიბისი სტატუსი და Project Art Beat-ი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ჩასულ სტუმრებს საინტერესო გამოფენას სთავაზობს. ბათუმის ჩოგბურთის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი საგამოფენო სივრცე ახალგაზრდა არტისტის გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევრებს დაეთმობა. პროექტი  შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ხორციელდება, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით.

 გვანცა ჯიშკარიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა  გაიარა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. მან ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად 2014 წელს ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“. 

გვანცა, ძირითადად, ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს სწორისა და არასწორის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას. ინსტალაციებში, ვიდეოებსა და სკულპტურებში გვანცა იყენებს კულტურული იდენტობის, უძველეს შეხედულებებს, პოპ-კულტურის ელემენტებს და საკუთარ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.

 გვანცას ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოეულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად წინასწარ მომზადებული ესკიზები არ აქვს.

 „ფოტოები ნახევრად გამჭვირვალეა და მთლიანი გამოსახულების აღქმა მხოლოდ დისტანციიდანაა შესაძლებელი. ცხოვრებაშიც ასეა: ზოგჯერ, მოვლენათა ხელახლა გააზრებისთვის საჭიროა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ. მეც ასე მოვიქეცი, ერთი წლის წინ, როცა ჩემს შემოქმედებაში დიდი ცვლილების დრო დადგა და ნამუშევრებში ფოტოების გამოყენება დავიწყე. და თუ თითქმის არაფერი მახსოვს როგორი ვიყავი 13 წლის, მაშინ ასეთად ვისურვებდი 26 წლის საკუთარი თავის  დამახსოვრებას", _ ამბობს გვანცა გამოფენის შესახებ, რომელსაც სახელად SAVANNA SAVAGE  უწოდა.   

თიბისი სტატუსი თანამედროვე არტისტებთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. თიბისი ბანკის არტკურატორი ნინა ახვლედიანი ამბობს, რომ მიზანი ქართველი ხელოვანებისთვის დამატებითი პლატფორმების შექმნა და ამ გზით თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაა. თანამედროვე არტისტების ნამუშევრები თიბისი სტატუსის სივრცეებში მოიყრის თავს, რაც საქმიანი ადამიანების  შეხვედრების ადგილს დამატებით დატვირთვას აძლევს. გვანცა ჯიშკარიანის რამდენიმე ნამუშევარიც გამოფენის შემდეგ თიბისი სტატუსის სივრცეებში განთავსდება.

„ერთი მხრივ, ჩვენი ინიციატივა თანამედროვე ქართული არტის პოპულარიზაციას და ქართული წარმოების ხელშეწყობას ემსახურება, მეორე მხრივ კი, დამატებითი შანსია თავად არტისტებისთვის, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარონ, ახალ მედიუმებში იმუშაონ, განვითარდნენ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისადმი კი ჩვენი გზავნილი ერთია -  გვინდა, ისინი მეტად დავაახლოვოთ თანამედროვე ხელოვნებასთან და გემოვნებიანი, ესთეტიური გარემო შევთავაზოთ,“ - ამბობს ნინა ახვლედიანი.

გამოფენა SAVANNA SAVAGE  ბათუმში 28 ივლისს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.   (R)




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...