"ბავშვებს ძალით ხდიდნენ საცვალს" _ რა მოხდა ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში

gurianews.com

საზოგადოება

"ბავშვებს ძალით ხდიდნენ საცვალს" _ რა მოხდა ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში

2018 აპრ 17 15:41:21

მშობლები ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში ანალიზის პროცედურის ხარვეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, ანალიზის ჩასატარებლად ბავშვებს ძალით ხდიდნენ საცვალს.

მშობლების ინფორმაციით, ექიმები მას შემდეგ შეჩერდნენ, როცა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მივიდნენ.

მე-14 საბავშვო ბაღის დირექციაში, ასევე ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში ადასტურებენ, რომ ბავშვებს მართლაც ერთმანეთის გვერდიგვერდ უტარებდნენ პროცედურას.

ბათუმის ბაღების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა შამილიშვილი ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„არცერთ ბავშვს არ უტირია, პირიქით, პროცედურა ხალისიანად ჩატარდა, თამაშ-თამაშით. ეს ახალი არ არის ჩვენთვის, ჯანდაცვის სამინისტროს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება პარაზიტულ ჭიებზე გამოკვლევა, არასდროს ყოფილა ასეთი გართულება. ბავშვმა იტირა პროცედურის დასრულების შემდეგ, მშობელმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ეს დაკავშირებულია გამოკვლევასთან,“- განაცხადა მამუკა შამილიშვილმა.

შემთხვევას სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

წყარო: რუსთავი2


ნახვა: 238


 ახალი ამბები
  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ტარას იჩქიტიძე 95 წლის გახდა (R)მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ტარას იჩქიტიძე 95 წლის გახდა. იუბილარს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს."ხარაგაულის რაიონში, სოფელ მოლითში დავიბადე. ჩემი ორი უფროსი ძმა ფრონტზე იყვნენ ომის დაწყების დღიდან. მე კი ჯერ სკოლაში ვსწავლობდი. შინიდან ორჯერ გავიპარე. პირველ ჯერზე, ჩემი წლოვანება რომ შეიტყვეს, უკან დამაბრუნეს, მაგრამ შემდეგ ცდაზე წამიყვანეს. ახლაც თვალწინ მიდგას ის ამბავი, რაც გაწვევის ადგილზე ხდებოდა _ ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, საყვარელ ადამიანებს ემშვიდობებოდნენ... ზოგს _ სამუდამოდ...ათ ახალგაზრდასთან ერთად წამომიყვანეს ჩემი რაიონიდან თბილისში. 1942 წლის 5 მაისი იყო. დედაქალაქშიც ყველა ტიროდა, აქაც ერთმანეთს თვალცრემლიანი ემშვიდობებოდნენ. ნავთლუღის მიმღებ პუნქტში აღმოვჩნდით, თმა გადაგვპარსეს, მატარებელში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს. ვფიქრობდი, სადმე გავჩერდებით და დედას წერილს მივწერ-მეთქი, მაგრამ 38 დღე-ღამე ვიარეთ და ვლადივოსტოკში ჩავედით. საბოლოოდ, კუნძულ სახალინზე ისე აღმოვჩნდი, რომ დედას წერილი ვერ გავუგზავნე.სახალინზე ფიცი დავდეთ და მესაზღვრეების ნაწილში ჩავირიცხე. მძიმე დღეები დამიდგა. ყოველღამე, სულ ცოტა, ორჯერ მაინც განგაში ცხადდებოდა, ბევრს გვარბენინებდნენ. ცოტა ხანში მივიღეთ განკარგულება, რომ ფრონტზე უნდა წავსულიყავით. ორი თვის შემდეგ მოვხვდი კუიბიშევში, სადაც ჩვენი ნაწილი დააკომლექტეს და 62-ე არმიას შეუერთეს. დივიზია 45-ე იყო. გამოგვიცხადეს, რომ სტალინგრადში უნდა ჩავსულიყავით.ბავშვობაში შურდულიდან კარგად ვისროდი, ამიტომ, როცა იარაღს გვირიგებდნენ, ვთქვი, კარგი სნაიპერი ვარ, ამ საქმეში გამოვდგებიმეთქი. კარაბინი მომცეს. სნაიპერის მოვალეობა ნეიტრალურ ზონაში ბრძოლაა. სტალინგრადში ქარხანა იყო, "წითელი ოქტომბერი". სწორედ ამ ქარხნის ტერიტორიაზე ვიბრძოდი წინა ხაზზე ორ თვის განმავლობაში. 1943 წლის 14 იანვარს დამჭრეს.გერმანელები და ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. მათი სანგრებიდან ამოსული კვამლი ჩანდა, ხმა გვესმოდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავდით,რადგან ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. როცა გერმანელმა მესროლა,მივხვდი, რომ დამჭრა, მაგრამ სროლა მოვასწარი. დიდხანს ვიყავი მიწაზეგართხმული, მეგონა, კიდევ მესროდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოვკალი.საველე პირობებში გაშლილ ლაზარეთში შევედი, ჭრილობა დამიმუშავეს, აუცილებელი აღმოჩნდა ჩემი ჰოსპიტალში გადაყვანა. ჩემზე უმცროსი გოგო იყო ერთი, რომელმაც, როგორც კი მოსაღამოვდა, ციგაზე დამაკრა და წამიყვანა. გზა არ იყო, ვოლგის ნაპირზე მოვდიოდით. თითქმის მთელი ღამე მატარა, 8 კილომეტრი გამოვიარეთ და ბორანთან მიმიყვანა.მხოლოდ ჰოსპიტლიდან მოვახერხე დედისთვის სამკუთხა წერილის გაგზავნა.დედას ჩემი წერილი რომ წაუკითხავს, გონება დაუკარგავს და რამდენიმე დღის შემდეგ დაღუპულა კიდეც ახალგაზრდა ქალი. რვა თვის განმავლობაში ჩემზე არაფერი იცოდა...მალე გამოვჯანმრთელდი და ფრონტს დავუბრუნდი. ვიბრძოდი ბელორუსიაში, დიდი ბრძოლები გადამხდა დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევში, ოდესაში... იქაც დამჭრეს, მერე _ პოლონეთშიც. პოლონეთი და გერმანია ფეხით მაქვს მოვლილი.ფრონტიდან სამივე ძმა დავბრუნდით.როგორც სნაიპერმა, სტალინგრადში 18 გერმანელი გავანადგურე, სულ კი დიდი სამამულო ომის პერიოდში _ 59 ფაშისტი. ორჯერ დაწერეს გაზეთში ჩემზე.მას შემდეგ ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ბევრიც _ ცუდი, მაგრამ დიდი სამამულო ომის დღეები ვერაფერმა დამავიწყა."- იხსენებს ბატონი ტარას იჩქიტიძე. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ ტარასს. ... ...
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ოთხი ფაქტი გამოავლინასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის  ოთხი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამ  შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები,  საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით,   საქართველოს საბაჟო საზღვარზე  საბაჟო კონტროლისაგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების  შემოტანას ცდილობდნენ. ხოლო, ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში  11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება   670 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიტიკური შურისძიება_დეპუტატები ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ისე გარიცხა, რომ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდნენ. როდესაც ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობდნენ ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები, მათ განგვიცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. „თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია, ვერ გავაკეთებ კომენტარს“, _გვითხრა რევაზ არველაძემ. ,,ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ჭიჭინაძის გუნდიდან გარიცხვა ზაზა პაპუაშვილია. ,,ინფორმაციას წავიკითხავ, გავერკვევი და არ დავიმალები“, _გვითხრა პაპუაშვილმა. მმართველ გუნდში დავით ჭიჭინაძე ყველაზე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. ,,ქართულ ოცნებაში“ დავით ჭიჭინაძე ერთადერთი იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, მთავრობას აკრიტიკებდა და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც მოითხოვა. ჭიჭინაძის კრიტიკას მმართველ გუნდში პარტიიდან გარიცხვით უპასუხეს. თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეთიკური პრინციპების დარღვევა, პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება _,,ქართული ოცნება“ ჭიჭინაძეს ამ ბრალდებებს უყენებს და გუნდიდან უშვებს. ,,პაარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”, _აღნიშნულია პარტიის ... ...
  • უწყლობის დღეები სოფელ ჯუმათშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მეოთხე დღეა მოსახლეობა წყალის მოსვლას ელოდება. “როგორც იქნა, მოგვარდა წყლის პრობლემა ჩვენს სოფელში და ახლა ოთხი დღეა წყალი არ მოსულა. “ბანჩოკებით“ მოგვაქვს წყალი ხან მეზობელი სოფლიდან და ხან კიდევ რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდან. მივმართეთ სოფლის ხელმძღვანელობას და ხვალისთვის იქნებაო, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ კიდევ ორი დღე არ გვექნება წყალი და იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ სიმართლე.“ _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს სოფელ ჯუმათის ერთ-ერთი მცხოვრები. სოფელ ჯუმათში ერთ-ერთი დამსვენებელი “გურია ნიუსთან“ სატელეფონოს საუბრის დროს ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ნამდვილად არ უნდა იყოს წყლის პრობლემა. შპს “სატისის“ დირექტორის, დათო ცერცვაძის თქმით, წყალსაცავ ნაგებობაზე მოხდა დაზიანება და ახლა მიდის აღდგენითი სამუშაოები. მისი თქმით, მოსახლეობას წყალის მიწოდება ორ დღეში ... ...
  • გედევან ფოფხაძე: შეუძლიათ, პარტიას, "ქართული ოცნების" ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვანშეუძლიათ, პარტიას, ქართული ოცნების ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება,“ _ ასე გამოეხმაურა დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას. ფოფხაძეს აინტერესებს, თუ რატომ მიღო პარტიამ ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, დავით ჭიჭინაძის ქართული ოცნებიდან გარიცხვას გუნდში ახალი დაპირისპირება მოჰყვეს. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ცისარტყელაზე

ცისარტყელა უძველესი დროიდან იპყრობდა ადამიანის...

პატარა ეშმაკობა შოპინგის დროს

მაღაზიებში ცდუნებისგან თავს ვერ იკავებთ...

"საბრალო ქალები"

ცოტა ხნის წინ იაპონელმა მეცნიერებმა...

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...