ბავშვთა კვების პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგები

საზოგადოება

ბავშვთა კვების პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგები

2017 დეკ 26 15:15:17

ბავშვთა კვების პროდუქციის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა ,,ლაქტალის ინტერნეიშენალმა“ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში” წარადგინა.

დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტების რამდენიმე პარტიაში (Picot Lait Picot SL sans Lactose 350 გ., Milumel Bio 1 900g, Picot peptide junior sans Lactose 460g) ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად ეჭვი იქნა მიტანილი სალმონელა აგონას არსებობაზე (Salmonela Agona). სალმონელა იწვევს დიარეას და ცხელებას. კომპანია „CTN ჯორჯიას“ წარმომადგენლების ცნობით, ბრენდ „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი არ ხდება საქართველოში. 11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა რეკომენდაციები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხდებოდა პროდუქციის ექსპორტი. მათ შორის საქართველოს მასშტაბითაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეჩერებული „სელიას“ პროდუქციის გარკვეული პარტიების რეალიზაცია და ხდება მათი ამოღება სააფთიაქო ქსელიდან.

კომპანია „CTN ჯორჯიას“ წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ, როგორც ,,გურია ნიუსს“ განუცხადა, საფრანგეთში გაჩნდა ეჭვი ორ პროდუქტზე, რომელიც საქართველოში არ შემოდის, მაგრამ რადგან კომპანიას შეეხო ეს პრობლემა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ყველა პროდუქცია ამოეღო ქსელიდან. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ის პერიოდი, როცა შეიძლება ბაქტეოლოგიური დაბინძურება მომხდარი იყო, არის 1-დან 7 მაისი, გადამოწმდა და ამ პერიოდში წარმოებული სერია საქართველოში შემოსული არ არის. რაც ერთგვარი გამმომრიცხავი იყო, რომ თუ დაბინძურება არის „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციაზე, მაშინ ეს პროდუქცია არ შემოდის, თუ სხვა პროდუქციაზეა მაშინ აღნიშნულ პერიოდში წარმოებული პროდუქტი საქართველოში არ შემოსულა, მიუხედავად მიღებული იქნა გადაწვეტილება, საქართველოშიც ამოგვეღო კომპანიის მიერ წამოებული პროდუქცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ, 22 სინჯი აიღო, ჩაატარეს ლაბორტორიული კვლევა, ყველა შემოსულ წარმოებაზე, იმ ბაქტერიაზე და წარმოებაზე, რომელზედაც საფრანგეთში მიჩნეული იყო, რომ ამ პროდუქტით გავრცელდა და დაავდდნენ ბავშვები, 22 დეკემბერს დადასტურდა, რომ ამ პროდუქციებზე აღნიშნული ბაქტერიები არ აღმოჩნდა. იგივე მოხდა  სხვა ქვეყნებშიც.

კომპანიამ მიიღო გადაწვეტილება, რომ 2017 წლის 15 თებერვლიდან დღემდე, რა პერიოდშიც კითხვები გაჩნდა, წარმოებული პროდუქცია მთლიანად ამოეღო წარმოებიდან.

ჩვენ ჩავატარებთ ევროკავშირის რეკომენდაციით გათვალისწინებულ კვლევებს და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდება წარმოება. დაველოდებით საფრანგეთის მიერ ახალი პროდუქციის წარმოებას და ამის შემდეგ მისი ექსპორტი საქართველოში კვლავ გახორციელდება, _ განაცხადა კოპანია ,,CTN ჯორჯიას“ წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ.




 ახალი ამბები
  • ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, ავტომანქანით, თხმელის სახეობის 50 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. მან ხე-ტყის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შემდეგი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებას ... ...
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...