„ბავშვთა პრობლემები ძალიან მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე“

საზოგადოება

„ბავშვთა პრობლემები ძალიან მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე“

2019 ივნ 13 13:12:27

დღეს საქართველოში 5-17 წლის ასაკის 570 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს,  რომელთაგან 24 ათასზე მეტი ბავშვთა შრომაშია ჩართული, მათგან 60%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით 15  ათასი ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს. 


დაუზუსტებელი  მონაცემებით,   მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა რიცხვი ორი ათასს აჭარბებს.  თბილისში კი მათი რიცხვი სხვა ქალაქებთან და რაიონებთან შედარებით ყველაზე მაღალია.

ბავშვებს აქვთ შრომის უფლება, რაც დაშვებულია ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს მომუშავე ბავშვების კატეგორიაა. „ბავშვთა შრომა“ კი ნიშნავს ბავშვების ჩართულობას აკრძალულ შრომაში. ისეთი ტიპის საქმიანობაში, რომელიც მათ ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას აზიანებს.

სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი 16 წელია. 16 წლის ქვემოთ კი ბავშვების შრომა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის ან მზრუნველობის ორგანოს) თანხმობით, ასევე იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და უზღუდავს სავალდებულო საბაზო განათლების მიღების შესაძლებლობას. 14 წლამდე ასაკის ბავშვთან კი შრომითი ხელშეკრულების დადება, ძირითადად, აკრძალულია, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც სპორტს ან ხელოვნებას უკავშირდება.

კანონი განსაზღვრავს, რომ 16-17 წლის ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 -15 წლის არასრულწლოვნის - 24 საათს. ასევე აკრძალულია ბავშვის მუშაობა ღამის სამუშაოზე- 22 საათიდან დილის 6 საათამდე.

12 ივნისი  ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის  მსოფლიო დღეა. 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მწერალთა სახლში ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

კონკურსში 18 ესე იყო წარმოდგენილი, საბოლოოდ კი სამ კაციანმა ჟიურიმ 9 ესე შეარჩია, რომლებიც იყო ემოციური და კონკურსის პირობებს აკმაყოფილებდა.

როგორც  საქართველოს ღვთის შვილთა კავშირის „ინვალიდთა ასოციაციის“  პრეზიდენტი, ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ესეების კონკურსის ჩატარება მიზნად ისახავდა შრომაში ჩართულ ბავშვთა მიმართ საზოგადოებისა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ყურადღების მიპყრობას და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთა მიმართ ემოციური მხარდაჭერის სტიმულირებას. კონკურსის ჩატარების იდეა კი თემის სიმწვავიდან გამომდინარე გაჩნდა.

„ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე ესეების კონკურსის ჩატარების იდეა თავისთავად განპირობებული იყო ამ თემის სიმწვავით. ბავშვთა პრობლემები დღეს ძალიან მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და გარდა ამისა, ბავშვთა შრომა მთელი მსოფლიოსათვის არის მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხი. გვინდოდა, რომ აკადემიურად და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოგვეცვა ამ თემის აქტუალიზაციის პროცესში და ყველაზე მორგებულად მაინც ჩავთვალეთ ესეების კონკურსი.  მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები ისე სხვა ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ან არ მუშაობენ ამ თემასთან მიმართებაში, მაგრამ მათთვის ახლობელი აღმოჩნდა. ამ ესეებში დაფიქსირდა მათი პოზიცია, მათი ხედვა. სწორედ ეს იყო მიზანი - ერთი, რომ მოგვეხდინა ამ უმწვავესი თემის აქტუალიზაცია, საზოგადოების მიერ ამ ბავშვების მიმართ დამოკიდებულებაში შეგვეტანა პატარა ცვლილებები და მიგვეწვდინა ხმა პასუხისმგებლობის მქონე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე, რომ აუცილებელად საჭიროა სხვა სერვისები, დამატებითი სერვისების ამოქმედება, რომ ბავშვთა ზრუნვის სისტემამ ეს ბავშვები დაინახოს“, _ამბობს საქართველოს ღვთის შვილთა კავშირის „ინვალიდთა ასოციაციის“  პრეზიდენტი.

ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია იძულებით შრომაში  ჩართულ ბავშვთა მიმართ სახელმწიფო მიდგომის შეცვლა.

„პრობლემა დარჩება პრობლემად, თუკი, სახელმწიფო დონეზე არ შეიცვალა მიდგომა. პირველი, ეს უნდა იყოს, რომ ბავშვთა ზრუნვის სისტემამ, შრომის პოლიტიკამ უნდა დაინახოს ეს ბავშვები. ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები, რეგულაციები იქნება მანამდე უნდა არსებობდეს კოორდინაცია ყველა იმ სტრუქტურის, რომლებიც პრაქტიკულად არის შემხებლობაში  ამ კატეგორიის ბავშვებთან, ანუ არ უნდა მოხდეს იმით შემოფარგვლა, რომ ეს ბავშვები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ეს არის პიკი რასაც სახელმწიფო მათთვის აკეთებს.  უნდა მოხერხდეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით კოორდინაცია ამ თემასთან მიმართებაში მუშაობისას და მსჯელობა რაც შეიძლება მეტი, რომ ეს არ იყოს კამპანიური ხასიათის“,_ამბობს ის.

ესეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის, ნოველისტის, ტელეკომპანია ობიექტივის საავტორო გადაცემის წამყვანის, ორგანიზაცია „იმედით გამოწვდილი ხელების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ხელმძღვანელის, ციცი გურიელის თქმით, ბავშვების ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს.

 „ეს  ღონისძიება არის მნიშვნელოვანი იმით რომ ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური უმძიმესი ფონის პირობებში როდესაც გვიხდება ცხოვრება ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს ბავშვების ცხოვრებას, ფაქტია, ქვეყანაში არის ძალიან დიდი რაოდენობა ისეთი ბავშვების რომლებიც არიან უსახლკარო, მიუსაფარი და რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას და აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს განათლება, ყველა ბავშვი უნდა იყოს ჭერქვეშ და ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მზრუნველობა.

რაც შეეხება ჩემს ესეს, „აღდგომას“ შევეცადე აღმეწერა ერთ-ერთი უსახლკარო ბიჭის ერთი დღის ისტორია, რომელსაც არ აქვს სახლი, არ ჰყავს მშობლები და ცხოვრობს ქუჩაში, რა თქმა უნდა ამ ბიჭის უკან დგას არაერთი ბავშვი და მე ვისურვებდი რომ ყველა ბავშვი ბედნიერი ყოფილიყოს. საქართველო არ არის ის ქვეყანა ვისაც დასაკარგი მომავალი ჰყავს და ამიტომ უნდა მოვუაროთ მომავალს“, _ამბობს გურიელი.

მწერალთა სახლში ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კონკურსიის გამარჯვებულებმა საკუთარი ესეები წაიკითხეს, ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას კი სიტყვით მიმართა მწერალმა, თემურ ჩალაბაშვილმა.

ის შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ყველა კარგმა მოქალაქემ უნდა დაუჭიროს მხარი.

„რაღაცნაირად სევდიანად მსიამოვნებს. არც სევდა არსებობს უსიხარულოდ და არც სიხარული უსევდოდ. ეს არის ერთმანეთს გადაჯაჭვული 2 საოცარი გრძნობა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეს მშვენიერი ღონისძიება გამართეთ და აუცილებლად ყველა მწერალმა, ყველა კარგმა მოქალაქემ უნდა დაუჭიროს ამას მხარი. არავინ არ ვართ დაზღვეული ჩვენს ცხოვრებაში ასეთი საოცარი  განცდებისა თუ შემთხვევებისგან. თუნდაც მოსმენა რად ღირდა, რომ ჩაწვდე არსს და მიხვდე, რომ ასეთი ახალგაზრდები მოდიან“,_თქვა ჩალაბაშვილმა.

 ამავე თემაზე:

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში 




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...