„ბევრი რამ გასაკეთებელია“_ „ღვთისშვილთა კავშირი“ 30 წლის გახდა

საზოგადოება

„ბევრი რამ გასაკეთებელია“_ „ღვთისშვილთა კავშირი“ 30 წლის გახდა

2019 სექ 27 17:25:25

„წინ, წარსულისკენ-ღირსეული მომავლისათვის... თავისუფლებით, რწმენით, განათლებით, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულით!“ _ ეს ინვალიდთა ასოციაცია „ღვთისშვილთა კავშირის“ დევიზია, რომელსაც 2019 წლის 26 სექტემბერს 30 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო შეხვედრა ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გამართა.

როგორც ასოციაციის დამფუძნებლის, ზაზა სიხარულიძის მეუღლემ და „ღვთისშვილთა კავშირის“ ახლანდელმა ხელმძღვანელმა, ნონა კენჭუაშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დარბაზი საიუბილეო მიღების გასამართად განგებ შეარჩია, რადგან ასოციაცია 1989 წლის 26 სექტემბერს დაარსდა, ანუ მაშინ, როდესაც 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო, 27 სექტემბერი კი სოხუმის დაცემის დღეა, ამიტომაც ღონისძიება ომში დაღუპული გმირების საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო.
ასოციაციის იუბილეზე მისულმა სტუმრებმა ზაზა სიხარულიძის ხსოვნას პატივი მიაგეს, ასოციაციის ხელმძღვანელმა კი ქვეყნის ისტორიასა და ინვალიდთა ასოაციაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა რამდენიმე მოქალაქე დააჯილდოვა, რომელთა შორისაცაა აფხაზეთის ომში დაღუპული შვილის დედა, ლამარა (ივლიტა) კახიანი.

სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია) იცავს და ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა, თანასწორობის, თანაბარი უფლებებისა და ძირითადად თავისუფლებათა რელიზების, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემის უზრუნველყოფას.

ასოციაცია მიზნად ისახავს შშმ, მათ შორის ბავშვთა და მოზარდთა, სხვა მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებულ პირთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაცია-ადაპტაციას, სტიმულირებას, აქტივობის ამაღლებას, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვით მათი თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობების გაძლიერებას, დასაქმების ხელშეწყობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ცნობისთვის, 1989 წლის 26 სექტემბერს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (I ჯგუფის ინვალიდის), პოეტისა და აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ზაზა სიხარულიძის ინიციატივით დაფუძნდა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული ინვალიდთა ასოციაცია, რითაც საფუძველი ჩაეყარა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოძრაობას საქართველოში.
ასოციაციის ემბლება/გერბი კი საქართველოს სახალხო მხატვარმა, მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაიამ შექმნა.

ასოციაცია დაარსებიდან რანდენიმე თვეში გაფართოვდა ორგანიზაციულ-სტრუქტურულად და მოიცვა მთელი საქართველო, რის შემდეგაც, გამოეყო რუსთაველის საზოგადობას და 1990 წლის 30 ივნისიდან დღემდე, ფუნქციონირებს როგორც სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია).
ასოციაციას წარმომადგენლები ჰყავდა ეროვნულ ფორუმში, ეროვნულ კონგრესში, სახელმწიფო საბჭოში. 1992-1995 წლის მოწვევის პარლამენტში და სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივით მიიღო პარლამენტმა პირველი და მოქმედი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში „ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელი, ნონა კენჭუაშვილი ამბობს, ამ 30 წლის განმავლობაში იყო წარმატებებიც, თუმცა ასოციაციას ბევრი სირთულე შეხვდა.

„იყო სირთულეები, დიდი წარმატება, იყო შეფერხებები, ვარდნა და 2012 წლის შემდეგ როცა ოფისი დაენგრა „ღვთისშვილთა კავშირს“ ფაქტობრივად ნულიდან მოგვიწია ბევრი რამის კეთება, რადგან პრაქტიკულად განადგურდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ჩვენი ორგანიზაციისა, მაგრამ დარჩა ადამიანური რესურსი, დარჩა გამოცდილება და შესაბამისად, ისევ დავდექით იმ რელსებზე, რაც საქმის კეთების საშუალებას გვაძლევს“,_ ამბობს კენჭუაშვილი და აღნიშნავს, რომ შშმ პირების ირგვლივ არსებული ვითარება 1990-იან წლებთან შედარებით შეცვლილია, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

„1990-იან წლებთან შედარებით ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. აღარ ვილაპარაკებ იმაზე, რომ მაშინ იყო დიდი ზომის ინსტიტუციები, არა ადაპტირებული გარემო, ოჯახში შშმ პირის ყოლას მალავდნენ. დღეს რადიკალურად შეცვლილია მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი არის კარგად. ბევრი რამ არის გასაკეთებელი და რასაც რადიკალურად ხაზს ვუსვამ, არის ის, რომ მინდა სიკეთეები რაც ამ ადამიანებისთვის დედაქალაქში ხელმისაწვდომია, დედაქალაქისგან ყველაზე შორეულ ადგილას მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფროსს თუ ბავშვსაც ჰქონდეს“,_ ამბობს კენჭუაშვილი.




 ახალი ამბები
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...
  • 2 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - საზარელი ავარია დადიანზეთბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯეხა. ამ წუთებში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. საქმეზე დაწყებულია გამოძიებადაწყებულია ... ...
  • პატრიარქი - მიყვარხარ საქართველომიყვარხარ საქართველო! _ ბრძანა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მე­ო­რემ მე­ტე­ხის ხიდ­ზე, სა­დაც ასი ათა­სი მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.  "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" პატ­რი­არ­ქმა სამ­ჯერ ... ...
  • საცობი თბილისის მეტროში (ფოტო)ამ წუთებში თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. მატარებლები მგზავრთა ნაკადს ვერ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიმართება (R)საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. ის თბილისში წელს მესამედ ჩატარდება. DataFest Tbilisi არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, ბიზნესმენები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაიცნონ საინტერესო ადამიანები. წლევანდელი ფესტივალი 12 ძირითად თემას მოიცავს. მათ შორისაა: ამბის თხრობა მონაცემებით; მონაცემთა ვიზუალიზაცია; მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი; მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech); მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის; მონაცემები და კიბერუსაფრთხოება; მონაცემთა სტარტაპები; მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs) და ა.შ. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Booking.com, Washington Post, Mercedes-Benz, Google News Lab და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკის მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო ბანკებსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს, მათ შორის: Strands, Santander UK და VISA. ღონისძიებას ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე დაესწრება. „მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?