ბიუროს სხდომაზე დაყენებული პეტიცია, რომელსაც დიდი მსჯელობა მოჰყვა

საზოგადოება

ბიუროს სხდომაზე დაყენებული პეტიცია, რომელსაც დიდი მსჯელობა მოჰყვა

19 ნოე. 2018, 14:10:23

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე სოფელ ლიხაურის მკვიდრმა ირმა გორდელაძემ პეტიციის შესახებ ისაუბრა.

აიკრძალოს სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყლის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვება, _ ამ მოთხოვნით პეტიცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე 5 სექტემბერს განთავსდა და საჭირო ხმები უკვე დააგროვა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლება ოფიციალურად დაიწყოს ამ საკითხზე ზრუნვა", _ თქვა ირმა გორდელაძემ.

როგორც გორდელაძემ აღნიშნა, სოფლის მცხოვრებლები ყველაფერს აკეთებენ ლიხაურის უნიკალური ბუნების გადასარჩენად.

"სოფელი ლიხაური არის ტურისტული ზონა. ყველას მოგეხსენებათ, რომ აჭის წყალის ხეობა არის უნიკალური, ეს სიმდიდრე უნდა შევუნახოთ ჩვენ მომავალს და ქვეყანას. ტურისტებისთვის ეს ადგილი არის ერთ-ერთი მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, ლიხაურელებს სურთ, ეს სოფელი უფრო განვითარებული და წარმატებული იყოს. დიდია საშიშროება, რომ ეს უნიკალურობა, რაც აქვს აჭის ხეობას, დაეკარგოს და მოსახლეობას ეს ნამდვილად არ გვინდა, დარწმუნებული ვარ _ არც ხელისუფლების წარმომადგენლებს. მდინარე აჭისწყალი უზრუნველყოფს სოფელ ლიხაურსა და დაბა ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით. თუ კი ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარებით, დიდი მადლობელი დაგრჩებით“, _ თქვა ბიუროს სხდომაზე ირმა გორდელაძემ.

პეტიციაში მოსახლეობა აჭის წყლის ხეობის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას და მდინარიდან ინერტული მასალის გატანის აკრძალვას  ითხოვს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, აღნიშნული საკითხი  სიღრმისეულადაა შესასწავლელი, რადგან რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას ადგილობრივი ხელისუფლება არ იღებს და ეს მთავრობის დონეზე გადასაწყვეტი საკითხია, რაზეც გორდელაძემ უპასუხა, რომ მოსახლეობის მოთხოვნაა მდინარე აჭზე კარიერების გაუქმება.

"არც შეიძლება ამ მდინარეზე არსებობდეს კარიერები! თქვენთან იმიტომ მოვედით, რომ დაგვეხმაროთ და გამონახოთ ის გზა, რომელიც მისაღები იქნება ხალხისთვის", _ თქვა ირმა გორდელაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას თქმით, კომისია აუცილებლად შეისწავლის საკითხს და დეტალურად მიაწვდის პასუხს სოფელ ლიხაურის მცხოვრებლებს. ასევე, პეტიცია გაეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

საკრებულოს დეპუტატის ლევან მგელაძის თქმით, ხალხის მოთხოვნა არის სამართლიანი და დროულად საჭიროებს განხილვას.

"მინდა დავაყენო საკითხი, რომ ყველა ის მდინარე შევისწავლოთ, სადაც არის კარიერები. არაერთ სოფელში არის ეს კარიერები და მოსახლეობა ხშრად აპროტესტებს. მათ არსებობას. მინდა ვთქვა, რომ კონტროლი არ არის, ვის რამდენი ქვა-ღორღი გააქვს და ეს არის მთავარი პრობლემა. განადგურების პირას არის მდინარეები და აუცილებლად მისახედია ეს საკითხი. სოფელ ნაგომარში მალე მდინარე ცენტრალურ გზაზე გამოვა და საშინელება მოხდება", _ თქვა ლევან მგელაძემ.

ირმა გორდელაძემ ბიუროს სხდომაზე, ასევე, აღნიშნა, რომ წიაღისეულის სააგენტოდან ოფიციალური ინფორმაცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ორი ინდმეწარმე დაჯარიმდა.

კი, ბატონო, ასეა და აღარ მუშაობენ, მაგრამ კიდევ ოთხ ინდმეწარმეს აქვს აღებული აჭის წყალზე ქვა-ღორღის მოპოვების უფლება და არავინ იცის, როდის დაიწყებენ სამუშაოებს. სოფლის გადაწყვეტილება უცვლელია _ თუ დაიწყებს ეს ხალხი სამუშაოებს, ისევ გაგრძელდება აქციები და არ მივცეთ მათ მუშაობის დაწყების საშუალებას. პირდაპირ გეტყვით _ ბომბზე ვზივართ, რადგან არ ვიცით, როდის დაიწყებენ მუშაობას", - აღნიშნა ირმა გორდელაძემ.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...