ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან _ ქიმიური წამლობა

საზოგადოება

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან _ ქიმიური წამლობა

2018 აპრ 25 17:06:57

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე ყველაზე აქტიურ და ეფექტურ საშუალებად ქიმიური შეწამვლა მიიჩნევა. თუმცა იმ მცენარეების ქიმიურად დამუშავება, რომლებიც ყვავილობის პერიოდში იმყოფებიან, არ შეიძლება.

ზამთრის ძილის შემდეგ, გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვერცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. ბაღლინჯოს დაფრთიანებამდე - ეს პერიოდი, აზიური ფაროსანას სიცოცხლის ის ციკლია, რა დროსაც სპეციალისტები ქიმიური წამლობის ჩატარებას გვირჩევენ.
მავნებელთან ქიმიური ბრძოლის პროცესში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამისთვის საჭიროა შეწამვლისას შესაბამისი წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ის უარყოფით ზემოქმედება, რაც თან ახლავს პესტიციდების არასწორ გამოყენებას.

უსაფრთხოების ნორმები
ბაღლინჯოს წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალური კომბინიზონი და ხელთათმანი, რესპირატორი (პირბადე) და რა თქმა უნდა დამცავი სათვალე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რეზინის ბოტები. ამით თავიდან ავიცილებთ, პრეპარატის ადამიანის სხეულზე, სასუნთქ გზებში და ლორწოვან გარსზე მოხვედრას. ეს უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ მაშინაც, როცა ქიმიური საშუალებით ვამუშავებთ საკარმიდამო ნაკვეთს ან დიდ პლანტაციებს.

ფერმერი რომელიც შეწამვლისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს


ერთი შეხედვით, უსაფრთხოების ამ ნორმების დაცვა ფერმერისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ხშირია მოსაზრებები, რომ მათთვის სპეციალური კომბინეზონის, რესპირატორისა თუ დამცავი სათვალის შეძენა გარკვეულწილად რთულია, ამის მიზეზად კი მატერიალურ მდგომარეობას ასახელებენ.
სპეციალისტების თქმით, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მარტივია. დამცავი კომბინეზონის მაგივრად, მოსახლეობას შეუძლი გამოიყენოს ნებისმიერი ტანსაცმელი რომელიც მათ სხეულს სრულად დაფარავს - შარვალი, პერანგი ან მაისური. ასეთ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაციაა, რომ ის სამოსი რომელიც შეწამვლის დროს გვეცმევა, მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოვიყენოთ.
რაც შეეხება პირბადეს, ის არსებობს სხვადასხვაგვარი და მათი შეძენა მარტივად არის შესაძლებელი სამეურნეო და აგრომაღაზიებში, ასევე ნებისმიერ აფთიაქში.

რესპირატორი შეიძლება იყოს ასეთი:


სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ამ ინდივიდუალური ნორმების დაცვის შემთხვევაში, მოსახლეობა ქიმიური პრეპარატების მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაცული იქნება.

შეწამვლის წესები
ერთია უსაფრთხოების დაცვა და მეორეა შეწამვლის სწორად ჩატარება. იმისთვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ეფექტური იყოს, საჭიროა შესაბამისი პერიოდულობისა და ნორმების დაცვა. 
დიდი ფართობის შეწამვლისას, რეკომენდირებულია სატრაქტორო ან მაღალი გამავლობის ავტომობილებზე დამონტაჟებული აგრეგატის გამოყენება. რაც შეეხება საკარმიდამო ნაკვეთებს, ბაღებს ან მცირე ზომის ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავებას, ამ დროს ყველაზე მოსახერხებელია მცირე ზომის აგრეგატებით შეწამვლა. ასეთ ხელსაწყოებს იყენებენ ვაზის, ხეხილის შესწამლად მისი შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში. ასეთი ზურგსაკიდი აგრეგატები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ან ელექტრო ძრავით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მექანიკურიც. ამ გზით შესაძლებელია მაღალი ხეების შეწამვლაც.

შესაწამლი აგრეგატები:

რეკომენდაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩასატარებლად

სტატიაში გაგაცნობთ წამლობის ჩატარებისას გასათვალისწინებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას. ალბათ ეს ყველა იმ ფერმერისთვის არის ცნობილი, რომელიც აქამდე საკუთარ ტერიტორიებს ქიმიური საშუალებით ამუშავებდა, მაგრამ მათთვის ვინც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ან ზოგადად ქიმიურ წამლობას ახლა იწყებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:ქიმიური საშუალების შესხურების დროს აუცილებელია დავიცვათ შესაბამისი დროები. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია შეწამვლა დილის ან საღამოს საათებში განხორციელდეს. ფერმერმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური პირ

ობები, რადგან წამლობა არ შეძლება მაღალი ტემპერატურის დროს. კიდევ ერთი აკრძალვა ეს არის ქარიანი ამინდი, თუ ქარის სიჩქარე 5 მ/წმ-ს აღემატება ქიმიური პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მიმდებარე ტერიტორ

იებზე გავრცელება. პრეპარატის შესხურებისას ასევე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ან საკვების მიღება. სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, რომ ქიმიური წამლობამდე ამინდის პროგნოზს გაეცნენ, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია წვიმა, ქიმიური საშუალების გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან წვიმა პრეპარატს ჩამორეცხავს და წამლობას შედეგი არ ექნება.არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენე

ბა ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. პრეპარატი საზიანოა ასევე მწერებისთვის, შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ამიტომ საჭიროა, სანამ მოსახლეობა ქიმიური საშუალებით დამუშავებას დაიწყებს, იზოლირებულ გარემოში გადაიყვანოს ფრინველები და ცხოველები, შეზღუდოს ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსოს.შეწამვლის შემდეგ, აუცილებელია დავიცვათ ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.

იმისთვის, რომ ქიმიურ წამლობას შედეგი ჰქონდეს საჭიროა პრეპარატით კარგად დამუშავდეს მცენარე, ფოთლის როგორც ქვედა ასევე ზედა ნაწილი.

ქიმიური წამლობა უნდა მოხდეს ღია სივრცეში აგრეთვე სასათბურე მეურნეობებში ყველა სავალდებულო ნორმის დაცვით.

საცხოვრებელ სახლში დასაშვებია: მექანიკური ბრძოლა - აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია, საპნიანი წყალი და სხვა. აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.

ქიმიური წამლობა დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში, დახურულ ტერიტორიებზე, სარდაფში, სხვენში და სხვა.შეგახსენებთ, რომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, რამდენიმე სახეობის ქიმიური საშუალება გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს საქართველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. სართაშორისო გამოცდილების

გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ რომ ყველაზე ეფექტური ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებებია.

სტატია მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...