"ბუკნარს პატრონი არ ჰყავს!" _ როდის მოგვარდება პრობლემები სოფელში

საზოგადოება

"ბუკნარს პატრონი არ ჰყავს!" _ როდის მოგვარდება პრობლემები სოფელში

22 იან. 2021, 10:58:58

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ისევე, როგორც გურიის სოფლების უმეტესობაში, პრობლემები უხვადაა. ბუკნარში არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა "გურია ნიუსთან" საუბრობს და მესიჯს უგზავნის ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიიქციონ.

"გაზი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. არ იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბუკნარში გზა რომ არაა? პირადად მე არ მიმიმართავს ამ მოთხოვნებით, მაგრამ თვითონ ვერ ხედავენ?!" _ გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელსაც სახელისა და გვარის გამხელა არ სურს.

სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები "გურია ნიუსთან" საუბრისას უგზოობასა და უწყლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"დაგვპირდნენ, რომ არჩევნებამდე გზას გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. ორი გზა გვაქვს და არც ერთი არ ვარგა. ბუკნარის ცენტრი ასეთი უნდა იყოს? ქვენობანში გაზი შესულა, მაგრამ ჩვენთან ჯერ არაა. თუ ჭა არ აქვს ოჯახს ეზოში, ესე იგი, არც სასმელი წყალი აქვს. ბუკნარს პატრონი არ ჰყავს!" _ გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები ქალბატონი.

ბუკნარის ცენტრში მდებარე მაღაზიის გამყიდველი, ტარიელ დოლიძე ამბობს, რომ მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირს. პროდუქტის გაცემა მეზობლებზე ნისიად უხდება, რომლებიც ვალს ძლივს იხდიან:

"ამ პანდემიის ფონზე, ხალხს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა _ ფული არ აქვთ, მაღაზიაში რომ რამე იყიდონ. ფასი ყველაფერზე გაიზარდა. თუნდაც, მინერალურ წყალზე _ მისი საბითუმო ფასი 80 თეთრი იყო და ლარზე ავიდა.

ნისიად თუ არ მიეცი მეზობელს პროდუქტი, რას იზამ?! გადახდა კიდევ უფრო უჭირთ. წლების განმავლობაში შევსებული ნისიების რვეული მაქვს", _ გვეუბნება ტარიელ დოლიძე.

როდის ექნება მოსახლეობას გაზი, როდის გაკეთდება გზა და როდის იქნება სოფელში წყალი _ ამ კითხვებით "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.

როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ბუკნარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ოჯახებიც გამრიცხველიანებულია და ამჟამად მოსახლეობისთვის გაზის მისაწოდებლად საჭირო მოლაპარაკებები მიმდინარეობს:

"ბუკნარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ყველა ოჯახი გამრიცხველიანებულია. მიმდინარეობს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიასა და ინვესტორ კომპანია "სოკარს" შორის, ქსელის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ მოლაპარაკება. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის", _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება უგზოობის პრობლემას, მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება:

"რაც შეეხება გზას, დასრულდა გზის მოასფალტების პროექტირება, ცენტრალური გზიდან ე. წ. "მეურნეობის" გავლით, სოფლის ცენტრამდე. სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება", _ გვითხრეს მერიაში.




 ახალი ამბები
  • "იცოდეთ, ხეობაში ჰესი არ აშენდება" _ აქცია ჩოხატაურის მერიასთან ამ წუთებში ჩოხატაურის მერიასთან სურების მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სუფსის ხეობაში ჰესის აშენებას აპროტესტებენ. ვრცლად „გურია ნიუსი“ მასალას ცოტა ხანში ... ...
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...
  • გავცვალეთ პოზიციები - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდახელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. „გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში გამოსავალია ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,_ განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...