"ბუტკების" აშენება ახლა შეიძლება, ხომ?"

საზოგადოება

"ბუტკების" აშენება ახლა შეიძლება, ხომ?"

2019 ოქტ 16 16:36:37

ოზურგეთში მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის თემა მუდამ დღის წესრიგში დგას. გამუდმებით ისმის გაუთავებელი წუწუნი და დავა გარე მოვაჭრეებისა, რომლებიც შეთავაზებულ დახლებსა და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შესვლაზე, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, სულ უარს აცხადებდნენ იმ მოტივით, რომ იქ ვაჭრობა არ არის ხელსაყრელი, მყიდველი ნაკლებად შედის ან საერთოდ არ შედის. თავის მხრივ, პრინციპს არ უხვევს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სადაც ამბობენ, რომ გარე მოვაჭრეები მუდმივად თავის ნებაზე იქცევიან, მაშინაც კი, როცა გარკვეული მონაკვეთების მოწესრიგება ხდება და მათ არავინ ეხება.

ახლახან "გურია ნიუსის" რედაქციას გარე მოვაჭრე შოთა შაქარიშვილი აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ეწვია _ ასაკოვანი კაცი შველას გვთხოვდა, თან ისიც გვითხრა, რომ სახალხო დამცველის ოფისში იყო:

"სახალხო დამცველის ოფისში ვიყავი და ახლა აქ მოვედი. ძლივს ვგდავარ ფეხზე _ დამცხა, იმდენი ვირბინე. არ გვაყენებენ გარეთ. ბევრჯერ დაგვეხმარეთ, მაგრამ ახლაც მოგვეშველეთ! მოვიდნენ და ნაგვის ურნაზე მიაბეს ლენტი. მწვანილს ვყიდი და თავს ამით ვირჩენ. სიკვდილს არ მაცლიან", _ გვითხრა აღელვებულმა შოთა შაქარიშვილმა (მკითხველს შევახსენებთ, რომ შოთა შაქარიშვილის შესახებ "გურია ნიუსში" მრავალი წლის განმავლობაში იწერება სტატიები. ავტ.), რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა და ითხოვს, სადაც სულ თავიდან იდგა, იმ დახლთან დააყენონ, თუ არა და, იდგება ქუჩაში და აქ მაინც არ შეეხონ.

_ რა უნდა შაქარიშვილს? ვინმე მისდევდა, რომ გაიქცა? ვინმე გაეკიდა? ჩიტაიშვილის გუბერნატორობის დროს რომ ბაზარი დაინგრა, ითხოვს, იქ რომ დახლი მქონდა, იქ დამსვითო. ვინ ებრძვის? აქეთ მოგვდევს. გავივლი _ მაგინებს, გამოვივლი _ მაგინებს. ძალიან ბევრს ვითმენ... დგას ქუჩაში, როგორც უნდა. ახლა ცხრა აპრილი ქუჩის კეთილმოწყობა ხდება. ფიქრობს, რომ მას ვებრძვი. იქ სამშენებლო მასალა იყო შესატანი, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია აკეთებს საქმეს. ადგილზე იმდენი მანქანა დგას, აუცილებელი გახდა დროებით იმ ტერიტორიის გადაკეტვა, რომ ადგილზე სამშენებლო მასალა მიგვეტანა. შაქარიშვილისთვის არაფერი გვითქვამს _ ვინც ქოლგებით და დიდი მანქანებით იდგა, მათ ვუთხარით, რომ დროებით იქაურობა დაეტოვებინათ. ლენტი იმიტომ გავჭიმეთ, რომ არ შესულიყვნენ ერთი დღით. შაქარიშვილი გაგვეჭიმა, იმათ რატომ უთხარით, არ დადგეთო. სულ იგინება... ახლა მოწესრიგდება იქაურობა და შემდეგ გამოიყოფა ყველასთვის ადგილები. კეთდება ღია დახლები და რა უნდა? მბრძანებლის სტატუსი აქვს რაიმე, რომ როგორც მას სურს ისე მოვიქცეთ? თავნებობა აკლია მაგას? მაინც თავის ჭკუაზე დგას იქ, როგორც უნდა, _ უთხრა "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ.

შოთა შაქარიშვილისგან განსხვავებით, საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილეს გურიის ქუჩაზე მდგარმა გარე მოვაჭრეებმა.

_ ჩვენ ყველას ერთი აზრი გვაქვს _ "ბუტკების" აშენება ახლა შეიძლება, ხომ? აკი სიორიძის დროს არ შეიძლებოდა?! მოათრიეს რაღაც "კიოსკის" კონსტრუქციები, დააყუდეს "პსპ"-ს აფთიაქის უკან და იქ უნდათ შეგვყარონ მაკულატურასავით. გაზეთები თუ დაეტევა იქ? ჩვენი "ტავარით" იქ როგორ მოვთავსდებით? აგერ, ჩვენ უკან კედელი რომ ამოაშენა ვიღაც ბიზნესმენმა, იცით, ეს ადგილი ვისი იყო? კოტე შარაშენიძის. მოიკითხეთ. ჩვენ გვინდოდა ყიდვა და არ დაგვითმო. მას საიდან ჰქონდა? მაგ "ბუტკებში" ჩვენ არ შევალთ, დააყუდონ და ჰქონდეთ, _ ბრაზობდნენ ისინი.

_ სიორიძის წინააღმდეგ მაშინ ყველა გარე მოვაჭრე გამოდიოდით. ახლა იხსენებთ და ამართლებთ?

_ ჩვენ იმიტომ ვიხსენებთ, რომ მაშინ თუ არ შეიძლებოდა, ახლა რატომ აკეთებენ? დაუჩემებიათ, ღია დახლებიო. "ბუტკის" ხსენება არ უნდათ და ახალი ტერმინი მოიგონეს. წამოდით და ნახეთ _ "ბუტკის ჩონჩხია". გინდა დახლი დაარქვან და გინდა _ სახლი, _ გვითხრეს გარე მოვაჭრეებმა.

ჩვენ ადგილზე მივედით და მათ მიერ მითითებული კონსტრუქცია გადავიღეთ. როგორც შუქრი გაბრიჩიძემ გვითხრა, აქ რამდენიმე ასეთი "ღია დახლი" დაიდგმება.

კითხვაზე, ზამთარში როგორ უნდა იმუშაონ ღია სივრცეში, გაბრიჩიძემ ასეთი პასუხი გაგვცა: ქუჩაში რომ ტროტუარზე დგანან, იქ როგორ მუშაობენ? ხალხი ტროტუარზე ვერ გადაადგილდება!

გარე მოვაჭრეები ამბობენ იმასაც, რომ აქ გადასახადს დაუწესებენ და ასე მუშაობას ვერ შეძლებენ. შუქრი გაბრიჩიძის თქმით კი ჯერჯერობით, გარე ვაჭრობაზე გადასახადი არავის დაუწესებია და ესეც საბაბია ან მათი ვარაუდი.

9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების და გარე მოვაჭრეთა პრეტენზიის შესახებ, "გურია ნიუსმა" კითხვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის პრესსამსახურიდან ასეთი პასუხი მოგვაწოდეს:

"ოზურგეთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე მოვაჭრე გარე მოვაჭრეებისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად და ამავე ტერიტორიაზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ოზურგეთის მერია 9 აპრილის ქუჩაზე გეგმავს ღია ტიპის, გადახურული სავაჭრო დახლების მოწყობას. ეს იქნება კეთილმოწყობილი ლითონის კონსტრუქციები. გარდა ამისა, მიმდინარეობს 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია, ამორტიზებული ტროტუარების მოწყობა და ბეტონის დეკორატიული ფილების მონტაჟი. სამუშაოების გამახორციელებელია შპს "მშენებელი", _ წერია ოზურგეთის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • "მაიძულებდა მისთვის სასქესო ორგანოზე მეკოცნა" _ მამინაცვალი 6 წლის გერზე სექსუალურად ძალადობდა6 წლის მოზარდი, რომელიც მამ​​ასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ამბობს, რომ მასზე მამინაცვალი სექსუალურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ის ბიოლოგიურმა მამამ ბელარუსიდან წამოიყვანა. არასრულწლოვანი იხსენებს აბაზანაში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტსაც, როდესაც მამინაცვალი მას აიძულებდა სხვადასხვა ადგილზე შეხებოდა. 6 წლის ბიჭი კამერებთან დეტალურად აღწერს ღამეებს, როცა მოძალადე მას ცემითა და წამებით აღვიძებდა, მერე კი საათობით ოთახში კეტავდა და აშიმშილებდა.ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ახლა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსითაა, ის მამამ ბელორუსიიდან მომხდარის გამო წამოიყვანა. დაიწყო სასამართლო დავებიც, დედა ბელორუსიიდან შვილის დაბრუნებას ითხოვს, მამა კი მზადაა საცხოვრებლად საქართველოში დარჩეს, რადგან ბავშვს დედასთან და მამინაცვალთან დაბრუნების ეშინია.მიზეზი, რატომაც 6 წლის ბიჭი მამასთან ერთად სამართალს საქართველოში ეძებს მარტივია - ბელორუსიაში არასრულწლოვნის მამამ გამოძიებას არაერთხელ მიმართა. ითხოვდა, შვილის მძიმე ისტორია ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მოესმინათ, თუმცა უშედეგოდ. ახლა ის შვილის დაცვას საქართველოში ცდილობს.არასრულწლოვანთან ახლა ქართველი სოცმუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს, ბავშვს  ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლითაც დგინდება რომ ბიჭზე სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი ნამდვილად ვლინდება. მიუხედავად დასკვნებისა და არასრულწლოვნის ჩვენებისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ბიჭის დედასთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო - დაუყოვნებლივი აღსრულების წესით. უფლებადამცველი გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს და მოსამართლეს საქმის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.6 წლის ბიჭი ახლა ბათუმში ცხოვრობს, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იძულებით მამინაცვალთან და დედასთან დააბრუნონ. ადვოკატი და სოციალური სამსახური  გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, მაგრამ ეს აღსრულებას არ აჩერებს და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იძულებით საქართველოს ტერიტორიას დატოვებს - საქმეზე მსჯელობა სხვა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს და იქამდე, სანამ დაზარალებული მხარე სიმართლეს უზენაეს სასამართლოში დაამტკიცებს, 6 წლის ბავშვს ცხოვრების გაგრძელება იქ მოუწევს, სადაც მასზე ძალადობენ. როგორც ბავშვი "კურიერთან" ამბობს, მას დედაც ცუდად ექცეოდა, ურტყამდა და ამცირებდა, რის გამოც მასთან დაბრუნების ეშინია. წყარო : ... ...
  • დღეს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართებაპარლამენტი საარჩევნო წესში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. კენჭისყრა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა გადადება მოითხოვა. მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ კენჭისყრის დღეისთვის გადადების მიზეზი გახდა რისკი, რომელიც საარჩევნო ცვლილებების დამტკიცებას დაემუქრა. კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხი ამჯერადაც პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლაა. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მათთვის გასაგებია მოწინააღმდეგეთა არგუმენტების ნაწილი, თუმცა იმედოვნებენ, რომ გუნდი პოზიციების შეჯერებას შეძლებს. უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნოს და რიგ ოლქებში კანდიდატები არ წამოაყენოს.  13 ნოემბერს პლენარულ სხდომამდე მმართველი პარტიის ოფისში სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ ... ...
  • მკვლელობა თბილისის ზღვაზე _ დაკავებულია ერთი პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...
  • გპირდებით, გავაშიშვლებ სახალხო დამცველს _სანდრო ბრეგაძემას შემდეგ, რაც "სახალხო დამცველის" ოფისში სანდრო ბრეგაძემ პოლიცია გამოიძახა, საქმე თავად "ქართული მარშის" ლიდერის წინააღმდეგ აღიძრა. სახალხო დამცველის ოფისში შეღწევას ბრეგაძე პატრულის დახმარებით შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა თავად "ქართული მარშის" ლიდერი გაარიდეს შენობიდან. ბრეგაძეს თავისივე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა სახალხო დამცველის ოფისი დაატოვებინა. "ქართული მარშის" ლიდერი ომბუდსმენის ოფისში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მივიდა და აპარატის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა. თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში არ იმყოფება, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი აქცენტს რადიკალთა ჯგუფის ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებზე აკეთებს. არასამთავრობო სექტორში რადიკალთა ჯგუფების ბოლო პერიოდში გააქტიურებას მათ დაუსჯელობას უკავშირებენ. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სახალხო დამცველის ოფისთან მასშტაბურ პროტესტს "ქართული მარში" მომავალ კვირაში აანონსებს. სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. თუ ომბუდსმენი ვადის ამოწურვამდე უკან არ წაიღებს მის მოწოდებას რადიკალთა დაკავების შესახებ და არ დაიცავს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" მონაწილე ბავშვების უფლებებს, ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, რომ მრავალათასიანი აქციის მოწყობას შეძლებს და სახალხო დამცველის გადაყენებასაც მიაღწევს. წყარო: ... ...
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?