ჩაკეტილი კარი ოზურგეთის გამგეობაში _ პირადი კომფორტი თუ საშემსრულებლო დისციპლინის გაუმჯობესება

gurianews.com

საზოგადოება

ჩაკეტილი კარი ოზურგეთის გამგეობაში _ პირადი კომფორტი თუ საშემსრულებლო დისციპლინის გაუმჯობესება

2018 მაი 24 16:18:09

როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს,  შენობის პირველ სართულზე,  დერეფნის  მარცხენა  მხარის პირდაპირი გასასვლელი კარი დღეს ჩაკეტილი დახვდათ. აქამდე ეს კარი არ იკეტებოდა, მით უფრო, როცა  ამ მხრიდან აქვს შენობას პანდუსით  შემოსასვლელი და,  მიღების დღეებში    განსაკუთრებით,   ამ შემოსასვლელით  სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

_ ეს კარი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გოგი ინწკირველმა ჩაკეტა.  ის  ამ თანამდებობაზე ახლახან დაინიშნა.  გასასვლელთან არის  მისი კაბინეტი და ეტყობა, დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ არ ვიცით, რატომ.   ადმინისტრაციულ შენობას პანდუსით შემოსასვლელიც მხოლოდ აქ აქვს. დავუშვათ, მოვიდა პირი, რომელიც ეტლით გადაადგილდება,   კარი ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსმა,   გოგი ინწკირველმა უნდა  გაუღოს? ვთქვათ,  არ არის ადგილზე, სად უნდა ეძებონ? როცა შენობას აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი და არცერთი არ დაკეტილა,   ასევე  შენობას   აქვს ორი შემოსასვლელი უკანა  მხრიდან და  არცერთი არ დაკეტილა, მაინცდამაინც ის რატომ დაიკეტა, სადაც  გადიან შესვენების დროს  თანამშრომლები და რაც მთავარია,   პანდუსით შემოსასვლელიც მხოლოდ აქ არის?  თუ მაინცდამაინც საჭიროა  ასეთი ცვლილება, შინაგანაწესში  ცვლილების შეტანამდე ჩაკეტვა მაინც არ შეიძლება და  ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მას  არ ევალება   ამ კარის ჩაკეტვა, ისევე, როგორც არ ევალება დანარჩენი რვა სამსახურის უფროსს, _ აცხადებს  „გურია  ნიუსთან“ მერიის არაერთი თანამშრომელი.

„გურია  ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსს გოგი ინწკირველს  აღნიშნული საკითხის ირგვლივ ესაუბრა.

_ გეტყვით, რომ ეს პანდუსი ჩაკეტილი არ იქნება.  ეს არის ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება.   ამ წუთში ადაპტირებისთვის გავაკეტეთ.  ჩვენ ახლა  ვაპირებთ მერიის თანამშრომელთა დისციპლინის გაუმჯობესებას _ სამსახურში გამოცხადება,  სამსახურიდან წასვლა...ზოგჯერ საპარადე გასასვლელს  არც  იყენებს ზოგი.   აქედან უფროა ადვილია გასვლა...

_ რის თქმა გინდათ, იპარებიან?

_ ახალგაზრდები არიან, ზოგჯერ ხდება შინაგანაწესის დარღვევა...

_ იქ პანდუსია, რომელიც სხვაგან  არ აქვს   ამ შენობას. ასევე აივანზე, იქნებ, თამბაქოს მოსაწევად უნდოდეთ გასვლა, ეკრძალებათ?

_ პანდუსი არ ჩაიკეტება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არავინ შეუქმნის პრობლემას.  სიგარეტს კიდევ, თუ არ მოწევს რამდენჯერმე ადამიანი, იქნებ, სულ გადაეჩვიოს და კარგია.  ახლა მე გეტყვით  კიდევ ერთს _უზარმაზარ  შენობებს აქვს ერთი   შესასვლელი.  თბილისში  სახელმწიფო  კანცელარიას აქვს ერთი შესასვლელი და ამ შენობას რად უნდა ხუთი შესასვლელ-გამოსასვლელი? იყო ორი მუნიციპალიტეტი, ხომ? ახლა გაერთიანდა.  ვფიქრობ, ამდენი შესასვლელ-გამოსასვლელი საჭირო არ არის. ამაზე უმოკლეს დროში შევთანხმდებით. პრობლემა არავის შეექმნება. ყველაფერს მოვაგვარებთ. განსაკუთრებით კი, შშმ პირებს არავინ შეუქმნის პრობლემას  იმის გამო, რომ  აქ კარი დროებით დაიკეტა.  პანდუსი არის შენობის პირველი სართულის ამ მხარეს და  მიღების დღეებში იქნება თუ ისე,  მათ არავინ დააბრკოლებს, _  გვითხრა  გოგი ინწკირველმა.


ნახვა: 517


 ახალი ამბები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესს და გამოვხატავთ  შეშფოთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პირებს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, ისინი თავიანთი მოქმედებებით უნდა იყვნენ სამაგალითო და მისაბაძი საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის. „ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს ბრალი აქვს წაყენებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობის გამო. ეს ფაქტი არამხოლოდ ცალკეულ დეპუტატს ან დეპუტატებს უტეხს სახელს, არამედ ზიანს აყენებს მთლიანად საკრებულოს რეპუტაციას. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, იქნება ეფექტიანი და მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიიღოს ქმედითი ზომები მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, რათა საკრებულოს წევრები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ არა პირად ანგარიშსწორებებში, არამედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარეობაში“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს  აწერენ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისი; ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი); მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; ფენიქსი 2009; ქალები რეგიონის განვითარებისთვის.  ... ...
  • პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა გამოუცხადასაქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა. 99 მომხრე და 6 წინააღმდეგი, დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა. მამაუკა ბახტაძის მთავრობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:პრემიერმინისტრი - მამუკა ბახტაძეეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილითავდაცვის მინისტრი - ლევან იზორიაშინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძეოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკოსახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებებს კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებდნენ. რიგგარეშე სესია დღეს მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რის შემდეგაც პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში ... ...
  • მოშიმშილე "ნაციონალებს" ვიდეოკამერები დაუმონტაჟესოზურგეთის საკრებულოს მისაღებში ვიდეოკამარები ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს. როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი მოშიმშილე დეპუტატები არიან: _ გვითხრეს, რომ კამერები ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დააყენეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით მჟვანაძემ. შეგახსენებთ, რომ დეპუტატები ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობენ. დღეს მათ ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარიაც ... ...
  • ოზურგეთელ მოშიმშილე "ნაციონალებს" ფოთელი კოლეგა შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატებს დავით მჟავანაძეს და ბესო ქათამაძეს ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარია შეურთდა. ცხვიტარია იზიარებს მჟავანაძის და ქათამაძის მოთხოვნას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომლებმაც ბესო ქათამაძის ცემაში მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ მჟავანაძე და ქათამაძე მეასამე დღეა შიმშილობენ. მათთან ერთად საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძეც შიმშილობდა, თუმცა, ის შეუძლოდ გახდა და როგორც მჟავანაძემ გვითხრა, მოგვიანებით ... ...
  • გაიმართება თუ არა რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს ჯერჯერობით, უცნობია გაიმართება თუ არა 21 ივნისს რიგგარეშე სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ ამის შესახებ კომენტარი “გურია ნიუსთან“ საკრებულოს თამჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გააკეთა. “18 ივნისს შემოვიდა წერილი საკრებულოში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვამზადებთ პასუხს და  კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეცნობება ფრაქცია “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს“, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, საკრებულო გუბერნიასთან გადის კონსულტაციებს, თუ რა პასუხი უნდა გაგვცეს საკრებულომ ჩატარდება თუ არა ხვალ რიგგარეშე სხდომა. “ეს ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის ... ...

არქივი

ზაფრანი

ლურჯი ადამიანი

კალიფორნიელი პოლ კარასონი გალურჯდა მას...

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...